ატენის სიონის ინტერიერის ქვის საკონსერვაციო სამუშაოები

  • Home
  • მთავარი
  • ატენის სიონის ინტერიერის ქვის საკონსერვაციო სამუშაოები

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და ხელოვნების ნიმუშთა კონსერვაციის ცენტრის თანამშრომლობის საფუძველზე 2018 წელს შესრულდა ატენის სიონის ინტერიერის (დასავლეთი და სამხრეთ აფსიდები) ქვის საკონსერვაციო სამუშაოები. ჩატარებული სამუშაოები მოიცავდა ქვათა შორის არსებული ცარიელი ადგილების გასუფთავებას ჰაერის ჭავლით.. ინტერიერში სამხ.აფსიდისა და თაღის ქვების ჩაბმას ძირითად კონსტრუქციაზე და ინექტირებას. ამოივსო საპირე წყობის ქვებს შორის არსებული ნაკერები და ბზარები.მოხდა დას. და სამხრეთი აფსიდისა და კონქის ქვების კონსერვაცია. პროექტს ხელმძღვანელობდა ნანა კუპრაშვილი. სამუშაო პროცესში ასევე ჩართულები იყვნენ სარესტავრაციო ჯგუფის წევრები. პროექტის ხელმძღვანელი: ნანა კუპრაშვილი  სარესტავრაციო ჯგუფის ხელმძღვანელი: ალექსანდრე რუბაშვილი კონსულტანტი: სტეფანო ვოლტა სარესტავრაციო ჯგუფი: ბექა ლომიძე, გიორგი ნავროზაშვილი , ფიქრია ფოცხვერაშვილი, მარიამ მიქელაძე

წყარო: საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა