აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტურისტებს განახლებულ ბათუმის ფასდაკლებების ბარათს სთავაზობს

  • Home
  • სამთავრობო უწყებები
  • აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტურისტებს განახლებულ ბათუმის ფასდაკლებების ბარათს სთავაზობს

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტურისტებს განახლებულ ბათუმის ფასდაკლებების ბარათს სთავაზობს

ახალი “Batumi Discount Card”-ით მოგზაურებს აჭარაში დასვენებისას 40%-მდე ფასდაკლების მიღება 52 ტურისტულ ობიექტში შეუძლიათ. მათ შორისაა ბათუმის ბოტანიკური ბაღი, ბათუმველო, იახტკლუბი, კინოთეატრი „აპოლო“, გონიო აფსაროსის ციხე-მუზეუმი, სხვადასხვა კვებისა და განთავსების ობიექტები. ახალი “Batumi Discount Card”-ის პრეზენტაცია გიდებისა და ტურისტული სააგენტოებისთვის ტურიზმის დეპარტამენტში დღეს გაიმართა.

შეხვედრაზე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძემ რეგიონში ფასდაკლებების დანერგვის მნიშვნელობაზე, ასევე ტურისტულ სააგენტოებთან და გიდებთან თანამშრომლობის პირობებზე ისაუბრა

წყარო: აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი