აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ბიუჯეტის გაზრდა 6,4 %-ით იგეგმება

  • Home
  • მთავარი
  • აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ბიუჯეტის გაზრდა 6,4 %-ით იგეგმება

2020 წლისთვის, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ბიუჯეტი შესაძლოა 6,4%-ით გაიზარდოს. ბიუჯეტის პროექტის განხილვა ტურიზმის დეპარტამენტში დღეს გაიმართა. პროექტის მიხედვით, 2020 წელს, დეპარტამენტი აჭარაში სერვისისა და ტურისტული პროდუქტების განვითარებისთვის, რეგიონის პოპულარიზაციისა და ტურისტების მოზიდვის მიზნით ჯამში 9 486 900 ლარს დახარჯავს

2020 წელს, აჭარის 17 სამიზნე ქვეყანაში პოპულარიზაციისთვის რეკლამის ბიუჯეტი 8,5%-ით გაიზრდება რაც ჯამში 6 490 400 ლარს შეადგენს.

აჭარაში სერვისისა და ტურისტული პროდუქტების განვითარებისთვის 5,8%-ით მეტი, 1 886 800 ლარი დაიხარჯება.

მთიან აჭარაში გაგრძელდება ეკო და სოფლად არსებული ტურისტული მარშრუტების განვითარება, ასევე ინფოტურები გიდებისა და ტურისტული სააგენტოებისთვის. ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ისევ იგეგმება ზაფხულის ფესტივალები ბათუმსა და ქობულეთში, სოფლის ტურიზმისა და გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების ფესტივალები, ასევე სოფლის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია

2020 წელს, ასევე იგეგმება კვლევებისა და სტატისტიკის წარმოება დარგის საჭიროებებისა და განვითარების პოტენციალის მიმართულებით, რაც უცხოელი ვიზიტორების კმაყოფილების დონის კვლევასა და შიდა ტურისტების საჭიროებების კვლევას ითვალისწინებს. აღნიშნული კვლევებისთვის ბიუჯეტიდან 110, 000 ლარის გამოყოფა იგეგმება.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ბიუჯეტის გაზრდა 6,4 %-ით იგეგმება