დღეს, ისინი საქმიან შეხვედრებს მართავენ ადგილობრივ კოლეგებთან და ურთიერთანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ.
აზერბაიჯანელმა სტუმრებმა უკვე დაათვალიერეს ბათუმის ტურისტული ღირსშესანიშნაობები, ბოტანიკური ბაღი და სასტუმრო ინფრასტრუქტურა. დღეს, ისინი ქედის ტურისტულ შესაძლებლობებს გაეცნობიან, ადგილობრივ ღვინოსა და სამზარეულოს დააგემოვნებენ. ღვინის სახლში მათთვის ფოლკლორ შოუც გაიმართება.
წყარო: აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი