აჭარაში ტურისტული სტენდების განთავსება მიმდინარეობს

  • Home
  • მთავარი
  • აჭარაში ტურისტული სტენდების განთავსება მიმდინარეობს

აჭარაში არსებულ მუზეუმებში, განთავსებისა და კვების ობიექტებში, ასევე სხვა ტურისტულად აქტიურ ადგილებში სპეციალური საინფორმაციო სტენდების განთავსება გრძელდება.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო დამატებით 20 ტურისტულ ობიექტებში საინფორმაციო სტენდების დადგმას ზაფხულამდე გეგმავს.

სტენდები, რომლებზეც აჭარის რუკები, გზამკვლევები და მთიანი აჭარის ტურისტული მარშრუტები იქნება განთავსებული სტუმრებს რეგიონში მოგზაურობას გაუმარტივებს. ამ ეტაპზე საინფორმაციო-ტურისტული სტენდები აჭარაში არსებულ 60 ტურისტულ ობიექტშია განლაგებული, ზაფხულამდე კი მათ 20 ობიექტი დაემატება.

საინფორმაციო სტენდის მიღება უფასოა და პროექტში ჩართვა ნებისმიერ დაინტერესებულ ტურისტულ ობიექტს შეუძლია.

მსურველები ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს უნდა დაუკავშირდნენ ნომერზე +995 422 29 44 22 / 577 90 90 93 ან მოთხოვნა გაგზავნონ მაილზე agency@gobatumi.com
სტენდებზე საინფორმაციო მასალის უფასოდ მიწოდებას და პერიოდულად მომარაგებას ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო უზრუნველყოფს.

წყარო: Department of Tourism and Resorts of Adjara