აჭარაში რეგიონში ტურიზმის და ბიზნეს განვითარებაზე ისაუბრეს

  • Home
  • მთავარი
  • აჭარაში რეგიონში ტურიზმის და ბიზნეს განვითარებაზე ისაუბრეს

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა რეგიონში ტურიზმის განვითარების მიმართულებით დაგეგმილი და განხორციელებული პროექტები ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს გააცნო. B Talks-ის ფარგლებში, ბიზნეს ინფორმაციის სააგენტო „ბია“-ს მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე დეპარტამენტის თავმჯდომარემ სერვისის გაუმჯობესებისა და რეგიონში ტურისტების მოზიდვის მიზნით განხორციელებულ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება.

შეხვედრას, რომელსაც აჭარაში მოქმედი 150-მდე კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა ინვესტიციების მოზიდვისა და ახალი ბაზრების ათვისების გზები, ბიზნესის უფლებების დაცვა და რეგიონში ტურიზმის განვითარება განიხილეს. ბიას წარმომადგენლებმა სტუმრებს აჭარის რეგიონის შემაჯამებელი სტატისტიკა წარუდგინეს და რეგიონული ბიზნესის განვითარების ახალ შესაძლებლობებზე ისაუბრეს. შეხვედრის ფარგლებში ასევე გაიმართა პანელური დისკუსია, რომელსაც საქართველოს ბიზნესომბუცმენი ირაკლი ლექვინაძე და ბათუმის ვიცე-მერი თენგო პეტრიძე ესწრებოდნენ.

წყარო: აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი