სავსე მკერდიანი ქალები,საოცნებო თვალებით ავსებული წამწამები,კუბური რიტმი,კუბური მუსიკა,ჭრელი ფერები და რაც მთავარია-კუბური თავისუფლება.
წითელ კაბაში გამოწყობილი ლამაზმანი სცენის ცენტრში დაფარფატებდა. მეც შევცქეროდი მის მომხიბვლელ სვლებსა თუ მანერებს. ქუჩაში ძველმოდური მანქანები დაქროდნენ და სასიამოვნო კონტრასტს ქმნიდნენ ქალთან. მის გარეშემო მოცეკვავე მამაკაცები სიგარებს სთავაზობდნენ, პასეოს გლამურულ პარკზე ესაუბრებოდნენ და მის ოთახში შეტყუებას ცდილობდნენ,მაგრამ ქალბატონი ღიმილით არიდებდა თავს,სიგარას გამოართმევდა და აგრძელებდა ტანის საამურ რხევას. ფრიალა წითელი ნაჭერიც თითქოს მოგზაურობდა ვნებიანი ქალის სხეულზე–დაუკითხავად…
მე…
შემთხვევით მოვხვდი პლაზა ვიეჯაზე.გავლას ვაპირებდი,მაგრამ ამ ქალის სითამამემ თავდაპირველად დამაბნია და ერთბაშად აღმაფრთოვანა. ერთი ჩვეულებრივი ტურისტი,რომელიც გაოგნებული შეჰყურებდა ნამდვილ კუბელ აფროდიტას,ვიდექი და ვტკბებოდი მისი სილამაზით. სულ დამავიწყდა ყველაფრის ნახვა ორ დღეში,რომ უნდა მომესწრო. მე,ხომ მოგზაური ვიყავი.
ფიქრებში წასულმა ვერ შევამჩნიე,თუ როგორ დაიძრა სხეულის ნაზი ნარნარით ულამაზესი ქალი. ხელი სიტყვის უთქმელად ჩამკიდა და პატარა ოთახისკენ წამიყვანა. რა აღარ ვიფიქრე,რა არ გავივლე გონებაში,მაგრამ მადლობა ღმერთს,იმედები გამიცრუვდა.
ესპანურად მომაძახა რაღაც,რაც მე რა თქმა უნდა ვერ გვიგე. ხელში ულამაზესი კაბა მომაწოდა,მოქარგული,ორნამენტებიანი მარაო მესროლა,ეშმაკურად ჩაიცინა და მარტო დამტოვა–მოხატულ,პატარა ოთახში.
ჩემთვის ჩავიბურტყუნე,ტანსაცმელს დავხედე და გავიაზრე,რომ უნდა ჩამეცვა. ფრთხილად ვეპყრობოდი ჩემთვის სულიერ ნაჭერს,რომელიც ყვითლად ყვიროდა და უფრო მეტად აჩქარებდა,ჩემს ისედაც აჩქარებულ გულს. მხრებს საერთოდ არ ეკარებოდა და არც ჩემი კისრის სიფაფუკე აინტერესებდა. გრძელი და გაშლილი იყო,როგორიც კუბელ აფროდიტას ეცვა,ესეც,ხის იატაკს ჩახუტებოდა და ნაზად ეფერებოდა. მარაო ავიღე და ფრთა შევასხი. მივხვდი თუ რამხელა სიმდიდრე მეჭირა ხელთ. შავი ნაქარგებითა და კუბური კულტურით ასახული,გვერდებში ვერცხლისფერი ორნამენტებით და წითლად ამოქარგული ,,კუბა“ ამშვენებდა მარაოს.თითქოს მისი გაშლით თავიდან შევიგრძენი ის სუნი რაც ამ ქვეყანას ასდიოდა,თავისუფლების და სილამაზის სუნი–საამო სუნი!
კუბელი აფროდიტა ქარივით შემოფრინდა ოთახში, მანიშნა ფეხზე გამეხადა. მეც მის ნებას დავყევი და გავიფიქრე, რომ ახალი თავგადასავლის დრო იყო,ამიტომ მასთან ერთად გავხტი სცენაზე.
კუბური მუსიკა სასიამოვნოდ ხვდეობა ყურებს,თითქოს ამ სამყაროსგან შორს წამიყვანა და ნამდვილი ცხვორების არსი დამაგემოვნებინა,როგორც გაირკვა ,,ბუენო ვისტას სოციალური კლუბის“ მელოდეიებს აჟღერებდნენ. საამური იყო,კუბური თვისუფლება,კუბელ აფროდიტასთან ერთად,რომელიც იმ ვნებიან მოძრაობებს მასწავლიდა,რასაც მე შევცქეროდი წამის წინ.
არნახული იყო კუბა,მაგრამ იმაზე მეტად გავიცანი ის ვიდრე ამას სხვა გზებით მივაღწევდი და მოვახერხებდი.
ჩემმა თვითმფრინავმა ორი დღის შემდეგ თავზე გადამიფრინა,მაგრამ ძვლივს შევამჩნიე. იმიტომ,რომ არნახულ კუბაში,კუბური თავისუფლებით ვტკბებოდი.