აპრილში საქართველოში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 4.2%-ით გაიზარდა

  • Home
  • მთავარი
  • აპრილში საქართველოში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 4.2%-ით გაიზარდა

2019 წლის აპრილში საქართველოში 647,770 საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტი შედგა, ზრდა +4.6%.
ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 348,519 შეადგინა, რაც 14,018-ით მეტია 2018 წლის აპრილის მაჩვენებელზე. (ზრდა +4.2%)

ინფორმაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიაწოდა.
პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტების ზრდის კუთხითაპრილში გამოირჩეოდნენ:ავსტრია +50.8%, იტალია +45.6%, ესპანეთი +43.8%, საფრანგეთი+43.7%, გერმანია +43.5%, ჩეხეთი +38.2%და სხვა.
განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან:უზბეკეთი +125.7%, ტაილანდი +97.5%,ყაზახეთი +89.1%, თურქმენეთი +52.1%, ჩინეთი +30.6%, არაბთა გაერთიანებული საემიროები +26.3%და სხვა.

2019 წლის იანვარი-აპრილის მონაცემებით საქართველოში 2,265,318 საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტი განხორციელდა, ზრდა +2.9%.
ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 1,230,649 შეადგინა, რაც 56,608-ით მეტია 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. (ზრდა +4.8%)

წინასწარი მონაცემებით 2019 წლის იანვარი-მარტი მონაცემებით შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 578მილიონ დოლარს (ზრდა +5%), რაც 28 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
2018წელს შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს3.2მილიარდ დოლარს (ზრდა +19.1%), რაც518 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2018 წლის მონაცემებით შეადგენს 7.6%-ს. ზრდა წინა წელთან შედარებით +21.5%-ია.

წყარო: ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია