აპლიკაცია “mountain resorts of Georgia”

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს  „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ დაკვეთით ავსტიულმა კომპანიამ „INTERMAPS“  კომპანიის ლოგოზე მორგებული, უნიკალური დიზაინის მქონე ფუნქციურად და ინფორმაციულად სრულყოფილი აპლიკაცია შექმნა.
 აპლიკაცია ერთი ბრენდის ქვეშ აერთიანებს ოთხი სამთო კურორტს – გუდაური, ბაკურიანი, გოდერძი, მესტია.
კომპანიას „INTERMAPS“ დღესდღეობით შექმნილი აქვს მსგავსი აპლიკაცია 2200 კურორტისთვის, რომელიც აერთიანებს 2,9 მილიონ მომხმარებელს. ავსტრიის, საფრანგეთის, შვეიცარიის და სხვა წამყვან კურორტებს შორის, უკვე ფიგურირებს საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებიც.
კურორტების ცნობადობის ამაღლებისა და ვიზიტორების რიცხვის ზრდისათვის “მთის კურორტების განვითარების კომპანია” აქტიურად მუშაობს სხვადასხვა ინოვაციურ და ასევე, უკვე აპრობირებულ ტურისტულ პროდუქტებზე, როგორიცაა მობილური აპლიკაცია. აღნიშნული აპლიკაცია არის უნიკალური ტურისტული გზამკვლევი, რომელიც მომხარებელს აწვდის სრულყოფილ ინფორმაციას ერთდროულად რამდენიმე  სამთო-სათხილამურო კურორტის შესახებ.
აპლიკაციაში შესაძლებელია მომხმარებელმა მიიღოს ინფორმაცია ზამთრის აქტივობების, აბონემენტის ფასებისა და კურორტზე არსებული სხვა სერვისების შესახებ. იგი იძლევა საშუალებას რეალურ რეჟიმში მომხარებელმა ნახოს ამინდის პროგნოზი, ისარგებლოს ვებ-კამერებით, შეამოწმოს თოვლის სიმაღლე, ზვავის საშიშროების დონე, კურორტამდე მისასვლელი გზის მდგომარეობა, საბაგიროების სამუშაო საათები, და ა.შ.
აპლიკაციაში ასევე ინტეგრირებული რუკები, იძლევა დამატებით ინფორმაციას საბაგიროებისა და სასრიალო გზების რაოდენობისა, მდგომარეობისა და ტიპის შესახებ. დარეგისტრირებული მომხმარებელი შეძლებს საკუთარი სრიალის დღეების დაფიქსირებას და GPS მონაცემების შენახვას. ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია ასევე არის სამაშველო სამსახურის გამოძახება, რომელიც ღილაკის მარტივი დაჭერით ხორციელდება.
აღნიშნული აპლიკაცია წარმოადგენს საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების პოპულარიზაციის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებას, რაც აქტიურად ხელს შეუწყობს ცნობადობის ამაღლებას და ვიზიტორების რიცხვის ზრდას.

apple
https://itunes.apple.com/at/app/mountain-resorts-of-georgia/id1334223847?l=en&mt=8.

https://play.google.com/store/apps/details?id=ge.gov.mrg

წყარო: საქართველოს მთის კურორტები