ანსამბლი ,,ერისიონი“ საქართველოს მასშტაბით ტურნეს იწყებს

  • Home
  • მთავარი
  • ანსამბლი ,,ერისიონი“ საქართველოს მასშტაბით ტურნეს იწყებს

პროექტ Check-in Georgia 2018-ის” ფარგლებში ანსამბლი ,,ერისიონი“ საქართველოს მასშტაბით ტურნეს იწყებს.
კონცერტებთან დაკავშირებით საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია პრესკონფერენციაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ, ანსამბლ “ერისონის“ წარმომადგენლებმა: ეკა ჭკუასელმა და ედიშერ ჭკუასელმა მიაწოდეს.
პირველი კონცერტი გურიაში, ჩოხატაურში გაიმართება 17 მაისს; 18 მაისი-ქ.ქუთაისი; 9 ივნისი -ხობი; 10 ივნისი- ქ. ბათუმი; 30 ივნისი – ლაგოდეხი; 15 სექტემბერი – მარნეული; 16 სექტემბერი- გარდაბანი;
14 ივლისს, ერგნეთში, ოკუპირებული სამაჩაბლოს სიახლოვეს ,,ერისიონი“ კონცერტს გამართავს შიდა ქართლის მცხოვრებთათვის.
,,ქართული საგანძური“ – ასე ჰქვია გრანდიოზულ პროგრამას, რომლითაც ,,ერისიონი’’ საქართველოს სხვადსხვა რეგიონში მცხოვრები მაყურებლისწინაშეწარდგება.

საქართველო წელს უკვე მესამედ მასპინძლობს Check in Georgia-ს პროექტს, რომელიც ამ მცირე პერიოდის განმავლობაში წარმატებულ ბრენდად ჩამოყალიბდა. წლევანდელი Check in Georgia საქართველოს თითქმის ყველა რეგიონს მოიცავს. აღსანიშნავია, რომ წლევანდელი Check-in Georgia-ს ქოლგის ქვეშ გაერთიანდა თითქმის ყველა მასშტაბური ფესტივალი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში აქამდე ტარდებოდა, მათ შორის ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი, თბილისის საერთაშორისო თეატრალური და ფოტო ფესტივალები, რეგიონალური თეატრების ფესტივალი, საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალი ad black sea და სხვა. ჩექინს შემოუერთდნენ ოუფენ ეარი, 4 GB და სხვა.