ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი სამეგრელოში არსებული ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა და ანაკლიაში სასტუმრო ,,პრატაპს სიგნიჩა“ ოფიციალურად გაიხსნას დაესწრო.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სამეგრელოში კერძო სექტორის და სასტუმროების წარმომადგენლებს სამომავლო გეგმები გააცნო.
შეხვედრასა და სასტუმროს გახსნის ცერემონიალს ასევე სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები ნინო ვიბლიანი, მალხაზ თორია, ადმინისტრაციის უფროსი ლევან წულაია და ტურიზმის სფეროში კერძო სექტორის წამომადგენლები დაესწრნენ.
„სამეგრელოს რეგიონი განსაკუთრებული მნიშვნელობისა ჩვენი ქვეყნის ტურისტული პოტენციალის გასაღრმავებლად, ჩვენ მოხარულები ვართ, რომ კიდევ უფრო მეტი სასტუმრო იხსნება ამ რეგიონში. დღეს ჩვენ ვართ ანაკლიაში სადაც ულამაზესი სასტუმრო გაიხსნა , ჩვენ ვესაუბრეთ ინვესტორებს რომელთაც წინ დიდი გეგმები აქვთ სასტუმროს გაფართოების. ბუნებრივია რომ ჩვენ გვაქ საერთო გეგმა რომ ეს მიმართულება ანაკლია, როგოც ზოგადად მთელი სამეგრელო ვაქციოთ ოთხი სეზონის მიმართულებად, რაც ბუნებრივია განაპირობებს იმას რომ კიდევ უფრო მეტი ადგილობრივი ადამიანი იქნება ჩვენს სექტორში ჩართული, რაც განაპირობებს იმას რომ დასაქმდებიან და კიედვ უფრო მეტი ეკონომიური სარგებელი და ზეგავლენა ექნება ტურიზმის სექტორის განვითარებას სამეგრელოს რეგიონში.“- განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
ინდოელი ბიზნესმენების მიერ სასტუმროს ინვესტიციაში ჩადებულმა თანხამ 10 მილიონ დოლარზე მეტი შეადგინა. სასტუმრო 7 კოტეჯისგან და ჯამში 56 ნომრისგან შედგება. სასტუმროს ტერიტორიაზე განთავსებულია რეკრეაციული ზონა, ღია აუზი და რესტორანი. ინვესტორები სასტუმრო კომპლექსის ტერიტორიაზე დამატებითი კოტეჯების მშენებლობას, სპორტული და გასართობი სივრცეების განვითარებას გეგმავენ. ამჟამად სასტუმროში 20 ადგილობრივია დასაქმებული, სეზონზე კი მათი რიცხვი 35-მდე გაიზრდება.