ამიერკავკასიაში ყველაზე გრძელი სარკინიგზო გვირაბი არის ქვიშხეთი – ზვარეს დამაკავშირებელი გვირაბი.
საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში აშენებული გვირაბის მიზანი რკინიგზის ხაზის გამტარუნარიანობის გაზრდა და მგზავრობის დროის შემცირებაა.
მისი დანიშნულებაა რიკოთის უღელტეხილის მონაკვეთზე, მატარებლების მოძრაობის მაქსიმალური უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
ქვიშხეთს ზვარესთან ორი, გვერდიგვერდ აშენებული გვირაბი აკავშირებს. მათი საერთო სიგრძე 16 კილომეტრზე მეტია და ამიერკავკასიაში ყველაზე გრძელ სარკინიგზო გვირაბად ითვლება.
წყარო: საქართველოს რკინიგზა