“5 საუკეთესო ევროპული დანიშნულება, როგორც კულტურული, ასევე სათხილამურო ტურისთვის.”
Bloomberg-ი კვლავ საქართველოზე წერს და ამჯერად ალპებში სრიალის ერთ-ერთ საუკეთესო ალტერნატივად საქართველოს ასახელებს.
“წადით თბილისში და ისრიალეთ გუდაურში.” სწორედ ასე იწყება სტატია, სადაც საქართველო იმ 5 საუკეთესო ზამთრის დანიშნულებებს შორის პირველ ადგილზეა.
სტატიის ავტორი საქართველოს დედაქალაქს თბილისს ევროპაში საუკეთესო დედაქალაქად და მოგზაურებისთვის საინტერესო ადგილად ასახელებს. ეს არის ქალაქი, რომელმაც მოგზაურები თავისი უძველესი ღირსსშესანიშნაობებით, უნიკლაური სამზარეულოთი და საბჭოთა ეპოქის არქიტექტურით დაატყვევა.
თბილისში ყოფნისას ვიზიტორებს ურჩევენ ესტუმრონ “ფაბრიკას”. იგი ქალაქის განვითარების ერთ-ერთ შესანიშნავ მაგალითად მოჰყავთ. ეს არის ადგილი, სადაც აჟამად ბარები და ხელოვანთა სტუდიებია განთავსებული, წარსულში კი აქ მართლაც სამკერვალო ფაბრიკა იყო.
სტატიაში საუბარია ასევე თბილისის ღამის კლუბებზე, სადაც მსოფლიო დონის დიჯეები უკრავენ.
თბილისი საკმაოდ კომპაქტურ ქალაქადაა მოხსენიებული. სტატიაში ვკითხულობთ, რომ მისი დათვალიერება რამდენიმე დღეშია შესაძლებელი. ქალაქიდან რამდენიმე საათის სავალში კი მდებარეობს ევროპის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო სასრიალო ტრასა გუდაურში. ეს არის კურორტი, რომელიც დღითიდღე ვითარდება და სრიალის მოყვარულებს იდეალურ გარემოს სთავაზობს.
Bloomberg-ის მიერ რეკომენდირებული ზამთრის 5 საუკეთესო დანიშნულება ასე გამოიყურება:
- თბილისი, გუდაური
- კაპადოკია, ერჯიასი
- ლუცერნი(შვეიცარია), კლევენალფი
- ოსლო
- ლიუბლიანა, ვოგელი
წყარო: Bloomberg