ალგეთის ეროვნულ პარკში გამწვანების აქცია გაიმართა

  • Home
  • სიახლეები
  • ალგეთის ეროვნულ პარკში გამწვანების აქცია გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინიციატივით, ალგეთის ეროვნულ პარკში გამწვანების აქცია გაიმართა. ღონისძიება კლიმატის კვირეულის ფარგლებში განხორციელდა და მასში მონაწილეობა მიიღეს მანგლისის სკოლის მოსწავლეებმა და ალგეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა.

2020 წლის კლიმატის კვირეულის მთავარი გზავნილია: „ საქართველოსთვის – მსოფლიოსთვის“ – გავერთიანდეთ კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული პრობლემების შესამცირებლად!

გამწვანების აქციის ფარგლებში მოსწავლეებმა ალგეთის ეროვნული პარკის, დაბა მანგლისის პარკში, როშაში, 30 ფიჭვის ნერგი დარგეს.

მანგლისი, თავისი ულამაზესი ფიჭვნარით განთქმული მხარეა, აქ დამსვენებლების უმეტესობა სწორედ ფიჭვის მტვრის უნიკალური სამკურნალო თვისებების გამო ჩამოდის. მანგლისის კლიმატური პირობების უწყვეტად შენარჩუნებისთვის, დაცული ტერიტორიების სააგენტო ხშირად აწყობს გამწვანების აქციებს და ახდენს ფიჭვის ხეების განაშენიანებას, მსგავსი აქციების მიზანია მწვანე საფარის აღდგენის ხელშეწყობა და ეკოლოგიური გარემოს გაჯანსაღება.

გამწვანების აქციამ Covid 19-თან დაკავშირებული ყველა შესაბამისი რეკომენდაციებისა თუ სახელმწიფო რეგულაციების გათვალისწინებით ჩაიარა. აქცია „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა დედამიწის მეგობრები“-ს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

 

წყარო: დაცული ტერიტორიების სააგენტო

Tags: