მსოფლიოში იშვიათად თუ მოიძებნება ადამიანი, რომელსაც მოგზაურობა, ახალი ადგილების ხილვა, ახალი კულტურების გაცნობა ან უბრალოდ ახალი შეგრძნებები და გამოცდილება არ უყვარს. ყველას განსხვავებული აზრი აქვს ზოგს თანამედროვე არქიტექტურის ნიმუშების ხილვა უყვარს, ზოგს ისტორიული ძეგლებისა, ჟამთასვლას და მტრების შემოსევებს რომ გაუძლეს , განსხვავებული აზრი აქვთ გართობის შესახებაც: ზოგს პარაპლანით სეირნობა უყვარს, ზოგს ჯომარდობა ანდა სერფინგი, ბევრი უბრალოდ საოპერო არიების მოსმენას ან სპექტაკლების ხილვას ამჯობინებს, ზოგი ველოსიპედით მოგზაურობს, ზოგი ავტომობილით ან მოტოციკლით. მოკლედ რომ ვთქვათ განსხვავდება ადამიანების გემოვნება და განსხვავდება სამოგზაურო ადგილებიც.
და აი, მივადექით ჩვენი ბლოგის მთავარ მიზანს,გაგაცნოთ ერთ ერთი საინტერესო სამოგზაურო ადგილი- ქალაქი ახალციხე, მესხეთის გული.
ქ. ახალციხე მდებარეობს საქართველოში, სამცხე ჯავახეთის ტერიტორიაზე , ახალციხის ქვაბულში. ქალაქი გაშენებულია მდინარე ფოცხოვის ორივე სანაპიროზე. ქალაქის ისტორია ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე ენეოლითის პერიოდში, ადრე ბრინჯაოს ხანაში იწყება. ამ დროს ჩნდება პირველი დასახლება ე.წ. ამირანის გორაზე , როგორც მას ადგილობრივები უწოდებენ. ამირანის ,,ამირანი გორაზე” აღმოჩენილია ლომისას ტაძრის ნაშთები, სწორედ აქედან გადაუბრძანებიათ ლომისას ხატი შემდგომში ლომისას სალოცავში . ადგილობრივებში შემორჩენილია ასეთი ლექსიც
,,ლომისას ჯაჭვი ჰკიდია
არვინ არ იცის ვისია,
ე ჯაჭვი ჩემი ძმისია
მესხეთით (შავშეთით) წამოღებული
შავგრემანაის ყმისია.
აქედან გამომდინარე ახალციხე ისტორიულ წყაროებში მოხსენიებულია სახელით ,,ლომისა”
პირველი ქალაქის ტიპის დასახლება მეათე-მეთერთმეტე საუკუნეში უნდა გაეშენებინათ ამ ტერიტორიაზე, თვითონ ახალციხე ისტორიულ წყაროებში მოიხსენიება მეთორმეტე საუკუნიდან . ამ პერიოდისთვის ქალაქი საკმაოდ კარგადაა განვითარებული და მნიშვნელოვან პოლიტიკური, სავაჭრო და გეოგრაფიული მნიშვნელობაც . ისტორიული წყაროების თანახმად იმ დროს საქართველოში არსებული ოთხი ზარაფხანიდან ერთ- ერთი ახალციხის ტერიტორიაზე იყო. ამ დროს განაახლეს ჯაყელებმა
მეცამეტე მეჩვიდმეტე საუკუნეებში ქალაქს მართავდა ჯაყელების საგვარეულო