ეს ბლოგი ეთმობა საოჯახო სასტუმრო საპოვნელა – ს, რომელიც მდებარეობს სოფელ მარელისში. საპოვნელას შესახებ გვიყვება მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი და დიასახლისი ქალბატონი ქეთევან ლაცაბიძე.
1.მოკლედ მოგვიყევით თქვენი კომპანიის შესახებ. როდის დაარსდა კოპმანია და რა იყო მთავარი მიზანი?
მოგესალმებით, მე გახლავართ ქეთევან ლაცაბიძე , პროფესიით ხელოვნებათმცოდნე სოფელ მარელისიდან,საოჯახო სასტუმროს დამფუძნებელი და დიასახლისი. მოგახსენებთ, რომ 2018 წლიდან ვმართავთ საოჯახო სასტუმრო საპოვნელას, რომელიც ფუნქციონირებს ეკოტურისტული პრინციპების გათვალისწინებით და მის მთავარ საყრდენს საკუთარი აგრომეურნეობა წარმოადგენს. “საპოვნელა” არის საოჯახო სასტუმრო, სადაც შენარჩუნებულია სიძველე,თვითმყოფადობა, ტრადიციები, თანამედროვე კომფორტისა და სიმყუდროვის შერწყმით. საპოვნელა მდებარეობს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკისგან 3 კმ-ის მოშორებით, რაც მას კიდევ უფრო მიმზიდველს და საინტერესოს ხდის. ჩვენი მთავარი მიზანი კი რეგიონის პოპულარიზაციაა, რაც თავისთავად განაპირობებს მუნიციპალიტეტისა და თემის გაძლიერებას და მხარდაჭერას.
2. ამ დროის განმავლობაში რა სირთულეებს წააწყდით?
მთავარი სირთულე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაა,რაც დიდ შრომას და ფინანსურ რესურს მოითხოვს, თუმცა ვცდილობთ ჩვენი მაქსიმუმი გავაკეთოთ, რათა შევძლოთ სრული კომფორტის შეთავაზება ჩვენი სტუმრებისთვის.
3. რა ტიპის მომსახურებას სთავაზობთ სტუმრებს?
საოჯახო სასტუმრო საპოვნელა მთლიანად მორგებულია ვიზიტირთა სურვილებსა და გატაცებებზე. ჩვენ მათ ვთავაზობთ : კომფორტულ მოსასვენებელ ადგილს, კვებით უზრუნველყოფას,მასტერკლასებს,აგროტურისტულ აქტოვობებში ჩართვისა და წარმოების პროცესის გაცნობას,აგროპროდუქტების დეგუსტაციისა და შეძენის შესახლებლობას. გარდა ამისა, საცხენოსნო ტურებს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში.
4. რა მიმართულებით აგრძელებდით მუშაობას პანდემიის დროს?
პანდემიის დროს ჩვენი რესურსი მთლიანად მივმართეთ აგრომეურნეობისა და ინფრასტრუქტურის განვითარებისკენ. სწორედ ამიტომ გაზაფხულის სეზონზე ბევრი სიახლე ელის ჩვენს დამსვენებლებს.
5. რა ტიპის ცვლილებები შემოიტანა Covid19 – მა თქვენს საქმიანობაში?
COVID-19 ის პირობებში როგორც უკვე აღვნიშნე, განვავითარეთ აგრომეურნეობა, ასევე გაჩნდა ახალი აგრო-კაფის შექმნის იდეა. საპოვნელას ეზოში ფუნქციონირებას დაიწყებს აგრო-კაფე. სადეგუსტაციო სივრცე , სადაც ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ ადგილზე დააგემოვნონ და შეიძინონ ჩვენს მიერ მოყვანილი ნატურალი პროდუქტი.
6. რას ურჩევთ ადამიანებს, რომლებიც ახლა იწყებენ საკუთარ ბიზნესს ტურიზმის სფეროში?
არ შეუშინდნენ წინააღმდეგობებს, სჯეროდეთ თავიანთი მიზნების და ბოლომდე იბრძოლონ მათ მისაღწევად!
7. მას შემდეგ რაც მსოფლიო ჩვეული ცხოვრების რიტმს დაუბრუნდება, თქვენი აზრით, რა ახალმა ტენდენციებმა შეიძლება იჩინოს თავი ტურიზმის სფეროში?
მას შემდეგ რაც მსოფლიო COVID-19 თან ბრძოლაში გაიმარჯვებს ვფიქრობ გაიზრდება ვიზიტორთა რიცხვი ჩვენს ქვეყანაში, გარდა ამისა აგროტურიზმი დღითიდღე უფრო საინტერესო და მნიშვნელოვან როლს იკავებს ჩვენს ცხოვრებაში. სწორედ ამიტომ მზად ვართ გამოწვევებისთვის- იმისთვის რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა აღმოაჩინოს ჩვენი ულამაზესი ბუნება, თავისი განსაკუთრებულობით და ის რითაც ჩვენ ასე ვამაყობთ- ქართული გასტრონომია.
ავტორი: ვიქტორია გასანიანი