აღდგომის დღესასწაულებთან დაკავშირებთ, 26-29 აპრილს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაქვემდებარებაში მყოფი მუზეუმები და მუზეუმ-ნაკრძალები შეცვლილი გრაფიკით იმუშავებენ. გაწვდით ინფორმაციას მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების მუშაობის შესახებ:
უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალი – არ იმუშავებს კვირას და ორშაბათს – 28-29 აპრილს;
ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალი – არ იმუშავებს პარასკევიდან ორშაბათის ჩათვლით – 26, 27, 28 და 29 აპრილს.
ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი – არ იმუშავებს პარასკევიდან ორშაბათის ჩათვლით – 26, 27, 28 და 29 აპრილს
ფიროსმანის მუზეუმი – არ იმუშავებს პარასკევიდან ორშაბათის ჩათვლით – 26, 27, 28, და 29 აპრილს.
უჯარმის მუზეუმი -არ იმუშავეს კვირას და ორშაბათს – 28 და 29 აპრილს.
გრემის მუზეუმი – აღდგომის დღესასწაულის დღეებში მუშაობს.
ვარძიის მუზეუმ-ნაკრძალი – აღდგომის დღესასწაულის დღეებში მუშაობს.
აღდგომის დღესასწაულების შემდგ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული საგენტოს მუზეუმები და მუზეუმ-ნაკრძალები დამთვალიერებლებს მიიღებენ ჩვეული განრიგით.
წყარო: კულტურილი მემკვიდრეობა