ადგილი სადაც ბედნიერებისკენ მიმავალი ბილიკია

  • Home
  • ბლოგები
  • ადგილი სადაც ბედნიერებისკენ მიმავალი ბილიკია

ძვირფასო მკითხველო , მინდა მოგიყვეთ ერთ შესანიშნავ ადგილზე, რომელმაც არა მარტო ჩემი გაოცება შეძლო თავისი, ღირსშესანიშნაობით,სიძველით,სისადავითა და სილამაზით. ასე აღფრთოვანებით იმიტომ ვსაუბრობ რომ მან მრავალ ბრძოლას, მტერს და საუკუნეს გაუძლო, მაგრამ თავისი მშვენიერება და ღირებულება არ დაუკარგავს. ეს ადგილი კახეთის შუაგულია. მოგესენებათ, კახეთი განთქმულია ყურძნით და საუკეთესო ღვინით, ამიტომაც შეიძლება ჩაითვალოს ყვარელი ერთ-ერთ საუკეთესო ადგილად. ახლა კი ვისაუბროთ ყვარელზე.

ყვარელი მდებარეობს მდინარე ალაზნის მარცხენა მხარეს და მდინარე დურუჯის მარჯვენა მხარეს.ისტორიული წყაროები გვამცნობენ, რომ ყვარლის ახლანდელ ტერიტორიაზე ჯერ კიდევ ადრეულ საუკუნეებში ჩამოსახლდნენ მთის ფშავლები სოფელ ყვარადან. ყვარადან ჩამოსახლებულთ `ყვარელები შეარქვეს. ყვარელს გამოდმებით აწიოკებდნენ ლეკები, ამიტომაც თავდასაცავად XVI-XVIII საუკუნეებში ააგეს ციხე-კოშკი. ერეკლე მეფის ჭკვიანური გეგმის წყალობით ციხე ლეკებმა ვერ აიღეს. ასევე აღსანიშნავია უძველესი არქიტექტურული ნაგებობა ყვარლის ღვინის მარანი. ის კლდეში ნაკვეთი ნაგებობაა. მთას, რომელშიც გვირაბია გაჭრილი, წინკლდეებს უწოდებენ. მარანში მოხვედრისას პირველი შთაბეჭდილება არის მისი სილამაზე და სიძველის დამახასიათებელი სურნელი, რომელიც თითქოს დროის მანქანასავით მუშაობს და შენს გონებას წარსულში აბრუნებს, ამიტომაც არის მარნის სურნელი თავბრუს დამხვევი. აქ უამრავი ცნობილი და წარმატებული ღვინო თუ კონიკიანი ინახებოდა მაგალითად ქინძმარაული, გრემი,ენისელი და სხვა. მარნის სილამაზით უცხოელი ღვინის სპეციალისტიც აღფრთოვანებულა პიერ ლერუამს უთქვამს: “დაე, ჩვენც დავკარგულიყავით ყვარლის ლაბირინთებში, დაე, ნუ მოგვძებნიდა ნურავინ”. ყვარელში ვხვდებით ძვ. წ. III ათასწლეულის დროინდელ მზის ტაძრის ნანგრევებს და ამავე პერიოდის ნაქალაქარს სახელწოდებით “ნელქარისი”. აქ არის გამოჩენილი ადამიანების ილია ჭავჭავაძისა და კოტე მარჯანიშვილის სახლ-მუზეუმი. ჭავჭავაძეების საძვალეა იოანე ნათლისმცემლის ტაძარი, რომელიც აგებულია ნიკოლოზ ზურაბიშვილი-ჭავჭავაძის მიერ მან თქვა: “მე მხედარი კაცი ვარ, სად მომიწევს სიკვდილი, არავინ იცის, სხვა ქვეყნის სამიწედ ნუ გამხდით, ამ ჩემს აშენებულ ტაძარში დაასვენეთ ჩემი ძვლებიო.”

ჩემი აზრით, ქვეყანა,რომელიც მდიდარია ულამაზესი კუთხე-კუნჭულით და დახუნძლულია ამ მშვენიერებით, ბედნიერი და ამაყი უნდა ვიყოთ, რომ ამდენი ლამაზი ადგილი აქვს. საქართველო არის ის ქვეყანა, რომელიც უნდა ამაყობდეს თავისი სილამაზით. რაც შეეხება ყვარელს ეს არის ბედნიერებისკენ მიმავალი ერთ-ერთი ბილიკი საქართველოში. ამ ადგილას ერთად არის თავმოყრილი ყველა დადებითი ემოცია. არცერთი ტურისტი თუ დამსვენებელი არ ყოფილა მისით უკმაყოფილო, ყველას აღფრთოვანებას იწვევს ეს კოპწია,პატარა და გასაოცარი ადგილი. აქ შეგიძლია დაისვენო,განიტვირთო, დაივიწყო ყველაფერი და დატკბე მშვენიერებით, რის საშუალებასაც გაძლევს ეს ადგილი. ილიას ტბა არის ადგილი, სადაც შეგიძლია გაერთო, სასიამოვნოდ დაისვენო, გაგრილდე, გაირუჯო და გაუღო კარი ბედნიერებას. ყველანაირი კომფორტია იმისათვის, რომ თავი მშვენივრად იგრძნო. ყვარლის მჩქეფარე ცხოვრებას ადასტურებს მდინარე დურუჯი,რომელიც ადიდდა და 160 ტონა ქვა ჩამოიტანა თან. მისი ზარალის შესამცირებლად ააშენეს დამბები, მაგრამ დურუჯის შენელება ვერაფერმა შეძლო. ასევე უწყობს ფეხს ყვარლის ცხოვრება დურუჯის დინებას. მზის შუქზე მოელვარე ყურძნის მტევნები სილმაზის აღქმაში გვეხმარებიან. დილით ცვრიან მინდორზე მარგალიტებივით მოელვარე ცვარი სიმშვიდეს გვინარჩუნებს. ბურსას მოჩუხჩუხე ხმა სიცოცხლის ხალისს გვიბრუნებს, ხოლო ჩიტების ჭიკჭიკი და ტყის საამური ხმაური ამ ერთიანობას ელფერს სძენს. ასეთია ყოველ დილით ყვარელში გათენებული დილა მჩქეფარე და ცოცხალი ამ ყველაფრის ნახვის შემდეგ ძნელია არ აღფრთოვანდე და არ მოიხიბლო. იქაური სილამაზეც აღუწერელია. ზამთარში ფანჯრის რაფაზე თეთრი თოვლი, მთებზე ღრუბლის ფენასავით ჩამოფენილი თოვლი, არემარე ზღაპარს ჰგავს კარგ ზღაპარს, რომელსაც ვერ დაივიწყებ.

ტყუილად არ უთქვამს გრიგოლ ორბელიანს ” ყვარელი კახეთის თვალია ” არა მარტო კახეთის, საქართველოს თვალიცაა. თავისი სილამაზით ანათებს და მნახველებს იზიდავს, რადგან სტუმართმოყვარეა. უშრომელად ვერ მივაღწევთ ბედნიერებას თუ გვურს ბედნიერება, ბილიკს უნდა გავყვეთ და მივაღწიოთ ფინიშამდე. ერთ-ერთ ადგილას კი ყვარლის ბილიკიც არის რომელიც ბოლომდე უნდა გაიაროთ და შეიგრძნოთ. ჩემი ნაწერით მინდა მიგიზიდოთ იმ სამყაროში, საიდანაც უკმაყოფილო არავინ ბრუნდება.