აბასთუმანში ობსერვატორიის რეაბილიტაცია დასრულდა

Abastumani Observatory

კურორტ აბასთუმანში სარეაბილიტაციო სამუშაოები გადამწყვეტ ფაზაში შედის. დასრულდა აბასთუმანის გენერალურ გეგმაზე მუშაობა, ასევე განახლდა ისტორიული სახლები და აღდგა საბაგირო გზა.

რეაბილიტაციის ფარგლებში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა ობსერვატორიას. იგი დამატებით ფუნქციას შეიძენს, მასში განთავსდება ვიზიტორთა საინფორმაციო ცენტრი და კაფე.  მოეწყობა  საგამოფენო, სამუშაო სივრცე და აღდგება არსებული ბიბლიოთეკა. კეთილმოეწყო ობსერვატორიის მიმდებარე ტერიტორიაც.

აბასთუმანში ობსერვატორია 1932 წელს აკადემიკოსმა ევგენი ხარაძემ დააარსა და ის პირველი სამთო ასტროფიზიკური დაწესებულებაა.

ობსერვატორიას წელიწადში დაახლოებით 10 ათასი ტურისტი სტუმრობს.

წყარო:საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო

Tags: