2018 წლის იანვარ-ივნისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ტურისტებული ვიზიტების რაოდენობა 22.9%-ით გაიზარდა.
2018 წლის იანვარი-ივნისის თვის მონაცემებით საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა 3,561,961 ვიზიტი შედგა. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +13.6%-ია.
პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტების რაოდენობის ზრდის კუთხით გამოირჩნენ:
• ესტონეთი +108.6%,
• გაერთიანებული სამეფო +51.5%,
• ნიდერლანდები +46.8%,
• ლატვია +45%,
• გერმანია +44.4%,
• საფრანგეთი +36.8%და
• პოლონეთი +30.9%.
წინასწარი მონაცემებით, 2018 წლის იანვარი-აპრილის მდგომარეობით უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შემოსავალი 799 მილიონ დოლარს შეადგენს, რაც 28.4%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.