2018 წლის ივნისში საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა 727,385 ვიზიტი შედგა. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +13.8%-ია. საერთაშორისო ვიზიტორების განხორციელებულმა ვიზიტების რაოდენობამ 606,792 შეადგინა, ზრდა +14.2%-ია. ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 399,989 შეადგინა, რაც 68,550-ით მეტია 2017 წლის ივნისის მაჩვენებელზე (ზრდა +20.7%).
ინფორმაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით.
საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტები (2018 წლის ივნისი)
ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტი რუსეთიდან (+27.5%), აზერბაიჯანიდან (+10%),სომხეთიდან(-5.5%) და თურქეთიდან +(14.7%) განხორციელდა.
პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტების ზრდის კუთხით გამოირჩეოდნენ: ნიდერლანდები +73%, ჩეხეთი +72%, გერმანია +63.6%, საფრანგეთი +44.3%, პოლონეთი +36.7,გაერთიანებული სამეფო +32.5%, იტალია +27.2% და სხვა. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: საუდის არაბეთი +955.5%, ქუვეითი +395.8%, კორეის რესპუბლიკა +192.8%, არაბთა გაერთიანებული საამიროები +159.3%, ჩინეთი +92.3%, ბელარუსი +56.9%.
2018 წლის იანვარი-ივნისის თვის მონაცემებით საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა 3,561,961 ვიზიტი შედგა. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +13.6%-ია. საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებულმა ვიზიტების რაოდენობამ 2,997,448 შეადგინა, ზრდა+16.4%-ია.ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 1,933,774 შეადგინა, რაც359,930-ით მეტია 2017 წლის იანვარი-ივნისის მაჩვენებელზე (ზრდა +22.9%)
საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტები (2018 წლის იანვარი-ივნისი)
ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი აზერბაიჯანიდან (+10.6%),რუსეთიდან +27.9%სომხეთიდან (+3.9%) და თურქეთიდან (+20.4%) განხორციელდა.პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტების რაოდენობის ზრდის კუთხითგამოირჩნენ: ესტონეთი +108.6%,გაერთიანებული სამეფო +51.5%, ნიდერლანდები +46.8%,ლატვია +45%, გერმანია +44.4%, საფრანგეთი +36.8%და პოლონეთი +30.9%. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: კორეის რესპუბლიკა +168.6%,საუდის არაბეთი +120.6%, , ქუვეითი +110.1% და ჩინეთი 85.9%.
ტურიზმი, ეკონომიკის მნიშვნელოვანი სექტორი
წინასწარი მონაცემებით 2018 წლის იანვარი-აპრილის მდგომარეობით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენს 799 მილიონ დოლარს (ზრდა +28.4%), რაც 177 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
2018 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენს 551 მილიონ დოლარს (ზრდა +26.7%), რაც 116 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
2017 წლის ჯამური მონაცემებით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენდა 2.75მილიარდ (2,751,279,624)დოლარს (ზრდა +27%), რაც 585 მილიონი დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2018 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით შეადგენს 6.8%-ს. ზრდა წინა წელთან შედარებით +16.6%-ია.
2017 წლის ჯამური მონაცემებით წილმა მთლიან შიდა პროდუქტში 6.9% შეადგინა. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +13%.