ჯერ მინდა ერთი ორი სიტყვით ჩემზე მოგიყვეთ, თუკი თავს არ მოგაბეზრებთ. მე ლილუ ვარ 18 წლის რომელიც არც თუ ისე ცოტახანია რაც ლაშქრობებით არის დაინტერესებული. ალბათ სადღაც 13 წლის ვიყავი პირველად სალაშქროდ ,რომ წავედი და ის პირველი შთაბეჭდილებები დღემდე მომყვება. ხშირად მესმის სიტყვები „ნეტა აქედან წამიყვანა“. განა არის სადმე ასეთი ბუნება, ასეთი ისტორია რაც საქართველოშია?! ჩვენ ჩვენივე მიწა-წყალს არ ვაფასებთ ეს არის ყველაზე დიდი უბედურება… სხვა ქვეყნებიდან ხალხი ჩამოდის, ეცნობა ქართულ კერას და ჩვენ ჩვენივე სამშობლოს არც ვუვლით და არც ვუფრთხილდებით… მე მთიული ვარ და ალბათ ჩემი გული არ მომცემდა უფლებას წერა დამეწყო სხვა კუთხის ქება-დიდებით და მისი ბუნების თუ ისტორიული ძეგლების აღწერით, თუმცა ყველა კუთხე-კუნჭულს თავის ხიბლი აქვს საქართველოში. მე იმ მთის შვილი ვარ რომელმაც გაზარდა ვაჟა გაზარდა ალუდა და კიდევ მრავალგზის დაზრდის საამაყო შვილებს. მე იმ მთის შვილი ვარ რომელსაც დრომ ვერაფერი დააკლო და მე სწორედ იმ მთის შვილი ვარ რომელიც მტერს თავის სიძლიერეს ანახებდა და მარად უკუ აგდებდა მათ.
რატომ დუშეთი ? კი ყველას უყვარს თავის ფესვები მაგრამ რა გაკავშირებს მასთან ასე ძლიერად რომ ვერ წყდები და ვერ ელევი ? ეს ის კითხვებია რომელსაც ყველაზე ხშირად მისმევენ .
ეს კი ჩემი პირველი ფოტოა დუშეთში გადაღებული, აქ დაახლოებით 3 წლის ვიქნებოდი.
და ხო ახლა კი კითხვებს დავუბრუნდეთ. რატომ დუშეთი… იცით რა ძალიან ლამაზი სანახავია როცა კი შინ დაბრუნებულს მოხუცი ბებია ხელჯოხით გხვდება ჭიშკართან და გეტყვის „დაღლილი იქნებიო მოგიკვდეს ჩემი თავი შვილოვო“, რა ხდება სასწავლებელშიო მოიკითხავს რაღაც სხვანაირად და შინ შესულს როგორ შეიძლება ბებომ ახლად მოხვეული ხინკალი არ დაგახვედროს. იქ სხვანაირი ხალხია… დუშეთში ყოფნისას თითქოს 2-3 საუკუნით უკან ვბრუნდები დღევანდელი რეალობიდან. იქ თითქოს არც შური და არც სიბოროტე არ დაწრწის და არ ეძებს მსხვერპლს. და სწორედ ეს ის ადგილია სადაც ყველა სიყვარულის თვალებით გიყურებს, თანაც უანგაროდ და არ ფიქრობ იმაზე თუ როგორ გამოიყურები და რა ფერის ტუჩსაცხი გისვია. იქ თითქოს სხვა ჰაერია ფილტვებამდე რომ აღწევს და თავისუფლებას განიჭებს.
ახლა კი ცოტას დუშეთის მდებარებობაზეც მოგიყვებით ზოგადი წარმოდგენის შესაქმნელად. დუშეთი მდებარეობს აღმოსაცლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეს. იგი თბილისიდან დაშორებულია 45 კილომეტრით. დუშეთი ძალიან მდიდარია სამკურნალო წყლებით, ხოლო რაც შეეხება რელიეფს მეტწილად იგი არის მთაგორიანი. ძირითადად აქ დიდ როლს თამაშობს მესაქონლეობა და მეცხვარეობა რადგან ცივი კლიმატის და მთაგორიანი რელიეფის გამო რთულია ხელი მიჰყო მებაღეობას და მევენახეობას. დუშეთში ერთი ცენტრალური სტალინის ქუჩაა რომელიც მთელს ქალაქს მიუყვება, ხოლო ცენტრში მოქცეულია დუშეთის გამგეობა და კულტურის სახლი. აქვეა ასევე წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია რომელსაც ამჟამად უტარდება რესტავრაცია და სულ მალე განაგრძობს მედგრად მდგარი ტაძარი ფუნქციონირებას.
არ შემიძლია არ ავღნიშნო თუ ყველაზე მეტად რა იზიდავთ ტურისტებს დუშეთში- ეს ბაზალეთის ტბა გახლავთ. ადგილი რომელიც ყოველთვის ახერხებს ტურისტების გაოცებას. დუშეთის ცენტრიდან დაახლოებით 10 წუთის სავალზეა ბაზალეთის ტბა და ზაფხულში ერთ-ერთი იდეალური ადგილია დამსვენებლებისათვის ,თავის სიმშვიდით და სიწყნარით.აქ ძალიან ბევრია სანახავი და გასაგები… ადგილია რომელიც მნახველს ემოციების გარეშე არ უშვებს … (კობიაანთკარის ეკლესია, მილახვირანთკარის სამარხი, ჭილაშვილების ციხე-დარბაზი,წმ.გრიგოლის ეკლესია და კიდევ სხვა მრავალი )
რაც არუნდა გასაკვირი იყოს აქ კვლავ ცხენებით ჯირითობენ, ისევ უვლიან ვენახებს 17-18 წლის ბიჭები, ისევ ძველი ადათებით და წესებით ცხოვრობენ რაც მე ყველაზე მეტად მომწონს.
რაც შეეხება კერძებს , ვფიქრობ რომ ჩამონათვალს თუ ხინკალით არ დავიწყებ მთიულები ძალიან გამინაწყენდებიან … როცა კი უნივერსიტეტში ჩავაბარე და გაიგეს ჩემმა კურსელებმა რომ მე ამ დალოცვილი ადგილიდან ვიყავი, ინტერესით განეწყვნენ და მეც ჩვეული სტუმართმოყვარეობით დავპატიჟე ისინი ჩემს მოკრძალებულ ქოხმახში. არვიცი ეს რისი დამსახურეებაა მაგრამ თითოეული სტუმრის სიტყვები გამომშვიდობებისაც სწორედ ამგვარი შინაარსით მთავრდება ხოლმე – „მზგავსი არაფერი მინახავს,ახლა მესმის თუ რა გაკავშირებს დუშეთთან “ ეს სიტყვები კი ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და დასაფასებელია. შეიძლება მიკერძოვებაში ჩამითვალოთ მაგრამ ბებოს ნაირ ხინკალს მაინც ვერსად ვერ აკეთებენ! დუშეთისთვის დამახასიათებელი კერძია კუს ერბო და ხორცის წვნიანი ასევე დამბალი ხაჭო.
არმინდა ჩემი თემა თქვენთვის მოსაწყენი იყოს და ამიტომ დამთავრებისკენ წაყვიყვან უკვე მას. ბოლოს, მე მინდა გირჩიოთ რომ სანამ ქვეყნის ფარგლებს გაცდებით ჯერ ჩვენი მიწა-წყალი ვიხილოთ რომელიც მამა-პაპათგან გვაქვს შემორჩენილი, უპრიანი იქნება რომ გირჩიოთ ჩემი მხარის ხილვა. ალბათ ვაჭარბებ მაგრამ ასეცაა მზგავსი ბუნება და სიკეთის სუნი არცერთ მხარეში არ მიგრძვნია. რთულია ერთხელ ხილვის შემდგომ სურვილი არ გაგიჩნდეს რომ კვლავ მოინახულო ის რაც წარსულში გაბრუნებს თავისი ნაგებობებით და ისტორიული ძეგლებით.
მართლაც… მხოლოდ მთაშია თავისუფლება და მხოლოდ მთაში შლი ფრთებს და ემზადები გასაფრენად … აძლევ შენ თავს იმის უფლებას რომ იცხოვრო და არამარტო იარსებო… ალბათ, ყველა საბოლოოდ იპოვნის ადგილს სადაც მიხვდება რომ ბედნიერია და მიხარია რომ მე ეს ადგილი უკვე ვიპოვნე!