2018 წლის იანვარი-მაისის მონაცემებით საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 32%-ით არის გაზრდილი.
საქართველოს აეროპორტების მიერ რეგულარული და ჩარტერული რეისების შედეგად გადაყვანილ იქნა 1 608 124 მგზავრი.
მგზავრთა ნაკადის ზრდის მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში.
თბილისი + 32%,
ბათუმი + 51%,
ქუთაისი + 20%
მესტიისა და ამბროლაურის ადგილობრივი აეროპორტებით 2 150 მგზავრმა ისარგებლა.
ამბროლაურის აეროპორტში მგზავრთა რაოდენობა +9%-ით გაიზარდა.