2018 წლის მაისში საქართველოში 633,086 საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტი განხორციელდა, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +7.8%-ია. საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებულმა ვიზიტების რაოდენობამ 541,752 შეადგინა, ზრდა +9%-ია. ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 359,744 შეადგინა, რაც 50,008-ით მეტია 2017 წლის მაისის მაჩვენებელზე (ზრდა +16.1%). ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შინაგან საქმეთა სამინისტომ მიაწოდა.
საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების ვიზიტები (2018 წლის მაისი)
ვიზიტის ტიპი 2017: მაისი 2018: მაისი ცვლილება ცვლილ %
საერათაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების ვიზიტები 587,153 633,086 45,933 7.8%
საერათაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტები 496,801 541,752 44,951 9.0%
ტურისტული ვიზიტი 309,736 359,744 50,008 16.1%
ერთდღიანი ვიზიტი (ექსკურსიული) 187,065 182,008 -5,057 -2.7%
სხვა (არატურისტული) 90,352 91,334 982 1.1%
ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტი რუსეთიდან (+24.5%), აზერბაიჯანიდან (+7.4%),სომხეთიდან (-8.9%) და თურქეთიდან (-2.4%) განხორციელდა.
პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებიდან, საიდანაც საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტების ზრდის კუთხით გამოირჩეოდნენ: გერმანია +78.6%, გაერთიანებული სამეფო +63.6%, საფრანგეთი +59.7%, იტალია +59.5%, ნიდერლანდები +54.8% და სხვა. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: კორეის რესპუბლიკა +354.5%, ჩინეთი +88.7%, ირანი +46.1%,ისრაელი +38.9% და ბელარუსი +33.3%.
ქვეყანა 2017: მაისი 2018:მაისი ცვლილება ცვლილება %
1 რუსეთი 90,276 112,386 22110 24.5%
2 აზერბაიჯანი 95,755 102,845 7090 7.4%
3 სომხეთი 93,732 85,394 -8338 -8.9%
4 თურქეთი 85,309 83,257 -2052 -2.4%
5 საქართველო (არარეზიდენტი) 34,207 35,411 1204 3.5%
6 ირანი 13,980 20,421 6441 46.1%
7 ისრაელი 11,259 15,635 4376 38.9%
8 უკრაინა 15,568 14,329 -1239 -8.0%
9 პოლონეთი 4,817 7,146 2329 48.3%
10 გერმანია 3,812 6,810 2998 78.6%
11 ყაზახეთი 3,185 3,982 797 25.0%
12 აშშ 2,860 3,153 293 10.2%
13 ინდოეთი 3,682 3,097 -585 -15.9%
14 გაერთიანებული სამეფო 1,739 2,845 1106 63.6%
15 ბელარუსი 2,108 2,811 703 33.3%
2018 წლის იანვარი-მაისის თვის მონაცემებით საქართველოში 2,834,576 საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტი განხორციელდა, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +13.6%-ია. საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებულმა ვიზიტების რაოდენობამ 2,390,656 შეადგინა, ზრდა+16.9%-ია. ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 1,533,785 შეადგინა, რაც291,380-ით მეტია 2017 წლის იანვარი-მაისის მაჩვენებელზე (ზრდა +23.5%)
საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების ვიზიტები (2018 წლის იანვარი-მაისი)
ვიზიტისტიპი 2017: იანვარი-მაისი 2018: იანვარი-მაისი ცვლილება ცვლილ%
საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების ვიზიტები 2,495,715 2,834,576 338,861 13.6%
საერათაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტები 2,044,969 2,390,656 345,687 16.9%
ტურისტული ვიზიტი 1,242,405 1,533,785 291,380 23.5%
ერთდღიანი ვიზიტი (ექსკურსიული) 802,564 856,871 54,307 6.8%
სხვა (არატურისტული) 450,746 443,920 -6,826 -1.5%
ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი აზერბაიჯანიდან (+10.7%), თურქეთიდან (+21.7%),სომხეთიდან (+6.3%) და რუსეთიდან (+28%) განხორციელდა. პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტების რაოდენობის ზრდის კუთხით გამოირჩეოდნენ: გაერთიანებული სამეფო +59% ლატვია +48.7%, გერმანია +37.3%, საფრანგეთი +34.4%და პოლონეთი +27.9%. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: კორეას რესპუბლიკა +154.5%, ჩინეთი +83.4%, ქუვეითი +80.4%, ირანი +60.5%, ისრაელი +44.7% და სხვა.
ქვეყანა 2017: იანვარი-მაისი 2018: იანვარი-მაისი ცვლილება ცვლილება %
1 აზერბაიჯანი 438,856 485,733 46877 10.7%
2 თურქეთი 349,101 424,686 75585 21.7%
3 სომხეთი 395,132 420,021 24889 6.3%
4 რუსეთი 320,900 410,619 89719 28.0%
5 საქართველო (არარეზიდენტი) 178,254 190,831 12577 7.1%
6 ირანი 72,476 116,318 43842 60.5%
7 უკრაინა 58,088 56,858 -1230 -2.1%
8 ისრაელი 27,772 40,186 12414 44.7%
9 ინდოეთი 15,464 17,958 2494 16.1%
10 გერმანია 12,030 16,520 4490 37.3%
11 პოლონეთი 11,693 14,943 3250 27.8%
12 ყაზახეთი 11,871 14,556 2685 22.6%
13 ა შ შ 9,396 10,867 1471 15.7%
14 ბელარუსი 8,422 10,640 2218 26.3%
15 გაერთიანებული სამეფო 6,000 9,540 3540 59.0%
ტურიზმი, ეკონომიკის მნიშვნელოვანი სექტორი
2018 წლის იანვარი-აპრილის მონაცემებით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენდა 799 მილიონ დოლარს (ზრდა +28.4%), რაც 177 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
2017 წლის ჯამური მონაცემებით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენს 2.75 მილიარდ (2,751,279,624)დოლარს (ზრდა +27%), რაც 585 მილიონი დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2017 წლის მეოთხე კვარტლის მონაცემებით შეადგენს 6.4%-ს. ზრდა წინა წელთან შედარებით +17.5%-ია.
2017 წლის ჯამური მონაცემებით წილმა მთლიან შიდა პროდუქტში 6.9% შეადგინა. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +13%.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება GIZ დაფინანსებით მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ექსპერტებმა საქართველოში არსებული ტურიზმის სტატისტიკის მსოფლიო პრაქტიკასთან ადაპტირება მოახდინეს. საქართველოში შემოსული უცხოელი მოქალაქეების სწორად აღსარიცხად სამუშაოებში ჩართული იყო საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოს ეროვნული ბანკი და შინაგან საქმეთა სამინისტრო. უწყებათაშორისი თანამშრომლობა წარმატებით დასრულდა, საქართველოში დღეს ტურიზმის სტატისტიკა მსოფლიოს ტურიზმის ორგანიზაციის რეკომენდაციებთან შესაბამისობაშია. სამუშაოების დროს შესწორდა არსებული და დაემატა ახალი კონცეფციები. ძირითადი ცვლილებები დაკავშირებულია შემდეგ საკითხებთან:
• საქართველოში შემოსული უცხოეთის მოქალაქეების რაოდენობის აღრიცხვის ნაცვლად ითვლება მათი დასრულებული ვიზიტები (ქვეყნის დატოვება)
• საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტებს დაემატა სხვა ქვეყნის რეზიდენტი საქართველოს მოქალაქეების ვიზიტები, თუმცა გამოაკლდა საქართველოს რეზიდენტი უცხო ქვეყნის მოქალაქეების ვიზიტები
• საქართველოში პირველად შემუშავდა ჩვეული გარემოს (ტერიტორია, სადაც ადამიანი ახორციელებს რუტინულ ცხოვრებას) კონცეფცია, რომელშიც შედის ერთი თვის განმავლობაში 8-ჯერ ან მეტჯერ განხორციელებული ვიზიტები.
• საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტები განისაზღვრა, როგორც ტურიზმისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ინდიკატორი. მის დასათვლელად მოხდა უგულველყოფა იმ სეგმენტის რომელიც ტურიზმისთვის საინტერესო არ არის, კერძოდ გამოაკლდა ჩვეულ გარემოში განხორციელებული ვიზიტები.
• საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტები გაიყო ორ ნაწილად. ვიზიტები, რომლებიც ღამისთევას მოიცავს განისაზღვა ტურისტულ ვიზიტად, დანარჩენი ვიზიტები კი ერთდღიან ვიზიტებად.