ანაკლიაში 4 დღიანი ფესტივალი „ANAKLIA ECHOWAVES“ გაიმართება

  • Home
  • მთავარი
  • ანაკლიაში 4 დღიანი ფესტივალი „ANAKLIA ECHOWAVES“ გაიმართება

Check in Georgia 2018-ის ფარგლებში ანაკლიაში 23-26 აგვისტოს ახალი ფესტივალი „ANAKLIA ECHOWAVES“ გაიმართება. 4 დღიანი ფესტივალის მიზანი რეგიონის კულტურულ განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა და ტურისტულად მიმზიდველი პროექტის შექმნაა. მუსიკის გარდა, ფესტივალი მოიცავს სპორტულ გამაჯანსაღებელ აქტივობებს, სხვადასხვა ტიპის სახელოვნებო თუ კულტურულ ღონისძიებებს, სოციალურ და საგანმანათლებლო პროექტებს.

ფესტივალი ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო და პოპულარულ ფესტივალ „EXIT”-ის ქოგის ქვეშ ჩატარდება. “EXIT”-ის ფესტივალი 2014 წლის „ევროპის საუკეთესო მთავარ ფესტივალად“ იქნა დასახელებული ევროპის ფესტივალების დაჯილოების მიერ. ფესტივალი, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მიერ აღიარებულია როგორც დადებითი მუხტი ტურიზმის ინდუსტრიაში.

Exit ფესტივალი 2000 წელს დაარსდა და მას საფუძველი დაედო დიდი სტუდენტური მოძრაობის შედეგად, რომელიც სერბეთში დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა. დაარსებიდან დღემდე Exit Festival-ის სცენაზე ისეთ არტისტებს დაუკრავთ, როგორებიც არიან: Depeche Mode, Guns N’ Roses, Massive Attack, Faithless, Arctic Monkeys, Jamiroquai, Portishead,Wu-Tang Clan, The Prodigy, Sex Pistols და სხვ.

პროექტ “Check in Georgia”-ს ფარგლებში დაფინანსების მოთხოვნით 2018 წლის 28 მაისს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას წერილით მიმართა ორგანიზაციამ შპს “ანაკლია ინთერთეინმენთ გრუპ”-მა მოითხოვა ანაკლიაში 2018 წლის 23-26 აგვისტოს გასამართი ელექტრონული მუსიკის ფესტივალი „ANAKLIA ECHOWAVES“-ს განხორციელების ხელშეწყობა. ფესტივალის ჯამური ბიუჯეტი 6,162,360 ლარს შეადგენს, აქედან ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ მოხდება ” ANAKLIA ECHOWAVES“-ს 4,160,000 ლარით დაფინანსება.

2,002,360 ლარს თავად ღონისძიების განმახორციელებელი გაიღებს.

ანაკლიის საფესტივალო ტერიტორიაზე გაიხსნება ხუთი სცენა,მსოფლიო დონის 80 შემსრულებელი წარსდგება მსმენელის წინაშე.

“ANAKLIA ECHOWAVES “-ს პროექტს განახორციელებს შპს “ანაკლია ინთერთეინმენთ გრუპი” რომლის ხელმძღვანელია ბრანე კოსტადინოვი.

ბრანე კოსტადინოვი არის EEMM ჯგუფის დამფუძნებელი, რომლის საქმიანობაც 2001 წელს დაიწყო და ამ დროისთვის მათ მსოფლიოს 25 ქვეყანაში 3000-ზე მეტი ღონისძიება აქვთ ჩატარებული, “ბუქინგის” კუთხით, 700 ზე მეტ არტისტთან უთანამშრომლიათ. მათ შორის ისეთ არტისტებთან, როგორებიც არიან: Massive Attack, The Prodigy, Faithless, Fatboy Slim, Calvin Harris და სხვ.

„ANAKLIA ECHOWAVES“-ანაკლიის ტალღების ექო

ANAKLIA ECHOWAVES“ ლაინაფი

„ANAKLIA ECHOWAVES“ ფესტივალის დადასტურებულ არტისტებს შორის არიან: Solomun, Juan Atkins, Dzijan Emin & GPO, Francesco Tristano & Guti live და სხვა, ასევე მიმდინარეობს მოლაპარაკებები მსოფლიო სხვა მნიშვნელობის მქონე ლაივ-შემსრულებლებთან და დიჯეებთან, რომლებიც ფესტივალის სახელს უფრო სოლიდურს და მიმზიდველს გახდიან.

უსაფრთხო ფესტივალი

წელს პირველად ფესტივალში ჩაერთვება საერთაშორისო არასამთავრებო ორგანიცაზია “დროგარტი”, რომელიც 1999 წლიდან მუშაობს ალკოჰოლიზმის და ნარკო დამოკიდებულის აღმოფხვრის მიზნით. ფესტივალის პერიოდში პრევენციის მიზნით “დროგარტის” წარმომადგენლები ახალგაზრდებს მიაწვდიან ობიექტურ ინფორმაციას ჯანმრთელობის, ნარკოტიკების მოხმარების მოსალოდნელ ზიანზე, ზედოზირებისა და პირადი უსაფრთხოების შესახებ, რათა მათ შეძლონ სწორი და ინფორმირებული არჩევანის გაკეთება.
ფესტივალთან დაკავშირებით ისაუბრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ:
“2018 წლის Check in Georgia-ის პროექტის ფარგლებში, 23 აგვისტოდან 26 აგვისტოს ჩათვლით ანაკლიაში ახალი ფესტივალი გაიმართება, რომლის სახელწოდებაც არის „ANAKLIA ECHOWAVES“ მნიშვნელოვანია, რომ ფესტივალი ევროპის ერთ-ერთი უდიდესი ფესტივალის EXIT Festival-ის ქოლგის ქვეშ გაიმართება. ფესტივალი 2014 და 2017 წლებში ევროპის საუკეთესო ფესტივალად დასახელდა. სწორედ ამ ყველაფრის გათვალისწინებით მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ფინანსური მხარდაჭერა გაუწიოს პროექტს რომელიც 80-ზე მეტ არტისტს მოიწვევს წელს საქართველოში, რომელიც როგორც ჩვენი თანამოქალაქეებისთვის ასევე უცხოელი ტურისტებისთვის ძალიან საინტერესო იქნება.” -განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.

წყარო: ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია