ონის მუნიციპალიტეტში უწერის მინერალური წყლის შესწავლა-მოპოვების მიზნით, უახლოესი 7 წლის განმავლობაში მინიმუმ 5 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება და არანაკლებ 50 ადგილიანი ტურისტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი აშენდება. აღნიშნულ საინვესტიციო ვალდებულებას ითვალისწინებს ლიცენზია, რომლის მფლობელიც 2018 წლის მაისში ჩატარებული აუქციონის შედეგად გამოვლინდა.
პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია რაჭის რეგიონში როგორც ეკონომიკური საქმიანობის მასშტაბების, ასევე ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავლების მატების თვალსაზრისით. პროექტი ასევე გაზრდის ტურისტულ პოტენციალს.
აუქციონის შედეგად გამარჯვებულად გამოვლინდა შპს „ბიჯი ინვესტმენტი“.