საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილის ფარგლებში, 19 -21 მაისს, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის ეზოში სხვადასხვა კულტურული ღონისძიებაა დაგეგმილი.
19 მაისს, 20:00 საათზე, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის ეზოში, იმპროვიზირებულ სცენაზე მუსიკისა და დრამის თეატრის წარმოდგენა „ გაყრა“ დაიდგმება.
20 მაისს, 20:00 საათზე, ეროვნული მუზეუმის ეზოში, იმპროვიზირებულ სცენაზე მაყურებელი იხილავს წარმოდგენას „ვალსების საღამო“ ( დავით ევგენიძე, სიმებიანი კვარტეტი, 2 ვოკალისტი).
21 მაისს, 20:00 საათზე კი, სიმონ ჯანაშიას სახელობის ეროვნული მუზეუმის ეზოს იმპროვიზირებული სცენა ცხინვალის თეატრის სპექტაკლს „ალი და ნინო“ უმასპინძლებს.
ღონისძიებებზე დასწრება უფასოა.
საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილე საქართველოს მასშტაბით და მის ფარგლებს გარეთ მასშტაბურად აღინიშნება. ღონისძიებების კალენდრის სანახავად ეწვიეთ ბმულს : 100 წელი საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან