2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატს თავისუფალი სტილით სრიალში – თხილამურსა და სნოუბორდში უმასპინძლებს საქართველოს სამთო კურორტები ბაკურიანი და გუდაური.
2023 წელს საქართველოში, ბაკურიანსა და გუდაურში მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარება უმნიშვნელოვანესი სპორტული მოვლენაა, რომელიც დიდ როლს შეასრულებს ზამთრის სპორტის სახეობების განვითარებაში, ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობასა და საერთაშორისო სტანდარტების ინფრასტრუქტურის განვითარებაში. მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობა გაზრდის ქვეყანის ცნობადობას და საქართველოს მთის კურორტებით ტურისტების დაინტერესებას.
საქართველოს მიზანი, უმასპინძლოს 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატს, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გასული წლის თებერვალში, სათხილამურო სპორტის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს ჯან ფრანკო კასპერს სენტ მორიცში გამართულ შეხვედრაზე გააცნო.
გიორგი კვირიკაშვილმა ჯან ფრანკო კასპერს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა მთის კურორტებისა და ზამთრის სპორტის სახეობების განვითარების მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯების, მათ შორის, განხორციელებული და მიმდინარე ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტებისა და ინვესტიციების შესახებ.
2017 წლის აპრილში კი, საქართველოს სათხილამურო ფედერაციამ მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობაზე განაცხადი ოფიციალურად წარადგინა, რის შემდეგაც მთავრობის მეთაურმა საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) გენერალურ მდივანს სარა ლუისს და მის თანმხლებ დელეგაციას უკვე საქართველოში უმასპინძლა.
FIS-ის ექსპერტთა ჯგუფი, მსოფლიო ჩემპიონატისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ტექნიკური ინსპექციის განხორციელების მიზნით, ქვეყანას გადაწყვეტილების მიღებამდე რამდენჯერმე ეწვია.
მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოში
2023 წელს, საქართველო უმასპინძლებს მსოფლიო ჩემპიონატს თავისუფალი სტილით სრიალში თხილამურსა და სნოუბორდზე 🇬🇪Georgia Becomes 2023 Freestyle Ski and Snowboard World Championship Host Country
Geplaatst door Giorgi Kvirikashvili op donderdag 17 mei 2018
წყარო: საქართველოს მთავრობა