გურიის ტურისტული პოტენციალის გასაცნობად ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მასმედიის წარმომადგენლებისთვის პრესტური გამართა. კამპანია ,,გაიცანი საქართველოს“ ფარგლებში სხვადასხვა ტელეკომპანიებისა და გამოცემების ჟურნალისტები და ოპერატორები ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებს ეწვივნენ.
ორდღიან ტურში მედიის 30-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა.
პრესტურის ფარგლებში ჟურნალისტებმა ფიჩორის ტბა დაათვალიერეს. მოინახულეს მინიატურების და მუსიკოსების პარკი. ეწვივნენ ეგნატე ნინოშვილისა და ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმს, ასევე ერისთავების სასახლეს და ნაბეღლავის ქარხანას.
შიდა ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია კამპანია “გაიცანი საქართველოს” 2015 წლიდან ატარებს.
პროექტის მიზანია საქართველოს ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა და შიდა ტურიზმის პოპულარიზაცია.