2018 წელს 18-20 აპრილს, საფრანგეთის კურორტ გრენობლში, მთის საერთაშორისო გამოფენაზე “Mountain Planet”,”Cluster Montagne”-ს მოწვევით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,მთის კურორტების განვითარების კომპანია’’იყო წარმოდგენილი.
გამოფენა 1974 წლიდან ყოველ ორ წელიწადში ერთხელ, გრენობლის საგამოფენო სივრცეში იმართება და მსოფლიოს მთის კურორტების განვითარების თემას უკავშირდება. აღნიშნული სფეროს ექსპერტები სხვადასხვა ქვეყნებიდან ღონისძიებაზე შეხვედრებს მართავენ და უზიარებენ გამოცდილებას, ასევე, ეცნობიან ტენდენციებსა და სიახლეებს.
გამოფენა თავს უყრის ზამთრისა და ზაფხულის სამთო ინდუსტრიის პროფესიონალებსა და მთიანი ურბანული ტერიტორიის დიზაინერებს. გამოფენის ფარგლებში გამართულ კონფერენციაზე, საქართველოს ,,მთის კურორტების განვითარების კომპანიის” ხელმძღვანელმა ალექსანდრე ონოფრიშვილმა, მონაწილეებს გააცნო, საქართველოს სამთო კურორტების პოტენციალი და მთის კურორტების ბიზნეს მოდელის განვითარების თემაზე გაამახვილა ყურადღება.
წყარო: საქართველოს მთის კურორტები