2019 წლიდან ქუთაისის აეროპორტს ახალი ტერმინალი დაემატება

  • Home
  • მთავარი
  • 2019 წლიდან ქუთაისის აეროპორტს ახალი ტერმინალი დაემატება

2019 წლიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ახალი ტერმინალი დაემატება.

ამჟამად აეროპორტი 1 საათში 300-მდე მგზავრს ემსახურება, ტერმინალის დამატების შემდეგ კი იგი მოემსახურება 1000-1100 მგზავრს.

დღეს აეროპორტში 450 კაცი მუშაობს და მას შემდეგ, რაც ტერმინალის მშენებლობა დასრულდება, ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება.

აეროპორტს 6 გასასვლელი ექნება. ახალი ტერმინალის მთლიანი ფართობი 24 176 კვადრატულ მეტრს შეადგენს.

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო.

❞ ახალი ტერმინალის დასრულების შემდეგ გასამმაგდება ის შესაძლებლობა, რაც ქუთაისის აეროპორტს გააჩნია.
დღეს აეროპორტი 300-მდე მგზავრს ემსახურება საათში და შესაძლებელი გახდება 1000-1100 მგზავრის მომსახურება.
დღეს აეროპორტში 450 ადამიანი მუშაობს და მას შემდეგ, რაც ტერმინალი დასრულდება, მეტი სამუშაო ადგილები შეიქმნება და შესაბამისად, ახალი შესაძლებლობები გაჩნდება რეგიონში,“ – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ფოტო: გაერთიანებული აეროპორტები საქართველო

ფოტო: გაერთიანებული აეროპორტები საქართველო

ფოტო: გაერთიანებული აეროპორტები საქართველო

ფოტო: გაერთიანებული აეროპორტები საქართველო

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო: საქართველოს მთავრობა 

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება