ზუგდიდიში დადიანების ნიკოსეული სასახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
ამ ეტაპზე, მიმდინარეობს, შენობის ორივე სართულზე შიდა ინტერიერის მოწყობის სამუშაოები და გარე ფასადის რეკონსტრუქცია.
მიმდინარე სამუშაოებს, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი, ლევან შონია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
ნიკოსეული სასახლის რეაბილიტაციის პროექტს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, ფონდი „ქართუ“-ს დაფინანსებით ახორციელებს.
დადიანების სასახლეთა კომპლექსში შემავალი ნიკოსეული სასახლე XIX ს-ის 80-იან წლებში, არქიტექტორ ლეონიდ ვასილიევის მიერ აშენდა.
მუზეუმი წლების განმავლობაში ავარიულ მდგომარეობაში იყო და საჭიროებდა დროულ რეაბილიტაციას.