2018 წლის იანვარ-მარტში საქართველოს დაცულ ტერიტორიებს 55 490 ვიზიტორი ეწვია, 39% -ით მეტი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.
ვიზიტორთა შორის 56% ქართველია, ხოლო 44% – უცხოელი.
ქართველი ვიზიტორთა რაოდენობა გაზრდილია 16%-ით, ხოლო უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობა – 88%-ით.
2018 წლის 3 თვის მონაცემებით ყველაზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა:
• თბილისის ეროვნულ პარკს
• პრომეთეს მღვიმეს
• ყაზბეგის ეროვნულ პარკს
• ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკს
• სათაფლიას
ვიზიტორთა რაოდენობა გაორმაგდა მაჭახელას, კინტრიშისა და ჯავახეთის ეროვნულ პარკებში.
მნიშვნელოვნად გაიზარდა ვიზიტორთა რიცხვი მტირალასა და თბილისის ეროვნულ პარკებში, მარტვილის კანიონსა და სათაფლიაში.
წყარო: საქართველოს მთავრობა