2 წლის განმავლობაში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და ფონდ „ქართუს“ ინიციატივით სარეაბილიტაციო-სარესტავრაც
სამუშაოებზე დასაქმებული იყო 8000 ათასამდე ადამიანი.
კომლექსური სარეაბილიტაციო პროექტები დაიწყო აწყურის, გელათის, კუმურდოს, ნიკორწმინდის, თბილისის მეტეხის, ატენის სიონის, თისელის, სქურის, ანჩისხატის, მცხეთის მცირე ჯვრისა და შორეთის ტაძრებსა და სამონასტრო კომპლექსებზე.
დაიწყო სრულმასშტაბიანი სარეკონსტრუქციო სამუშაოები ნიკო დადიანის სასახლესა და მიმდებარე ტერიტორიაზე.
განხორციელდა გეგუთის სამეფო სასახლის სრული კონსერვაცია და არქეოლოგიური შესწავლა.
ნოქალაქევის ისტორიულ ტერიტორიაზე დაიწყო სარესტავრაციო და საკონსერვაციო სამუშაოები.
მსოფლიო ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლი – სოფელი ჩაჟაში 2 წელიწადში სრულად დაიბრუნებს პირვანდელ იერსახეს.
პირვანდელ იერს შეიძენს ისტორიული ციხესოფელი მუცო, სადაც სამუშაოების ციკლი წელს დასრულდება.
სრულადაა რეაბილიტირებული ნოღას ციხე.
დასრულების ეტაპზეა ვარძიის მუზეუმ-ნაკრძალის კლდოვანი მასივების გამაგრების პროცესი.
სრულადაა რესტავრირებული 2016 წელს მომხდარი ხანძრის შედეგად დაზიანებული ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის უნიკალური კედლის მხატვრობა.
2 წლის განმავლობაში მკვეთრად გაიზარდა არქეოლოგიური კვლევა-ძიების პროცესების დაფინანსება.
მიმდინარე წელს სააგენტოს მუზეუმების სიას გრაკლიანის არქეოლოგიური საიტის თანამედროვე მუზეუმიც შეემატება.
აქტიურ ფაზაშია შესული ენგურჰესის თაღოვანი კაშხლის მიმდებარე ტერიტორიის ტურისტულ ზონად გაქცევის პროცესი.
ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა „UNESCO“-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში შევიდა. „UNESCO“-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძირითად ნუსხაში კი დაბრუნდა მცხეთის ისტორიული ძეგლები და გელათის მონასტერი.
2 მეზობელ სახელმწიფოსთან – თურქეთსა და სომხეთთან ზიარი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე ზრუნვის შესახებ ხელმოწერილი ხელშეკრულებების საფუძველზე, დარგის სპეციალისტების ერთობლივი ჯგუფები უკვე შეუდგნენ კოორდინირებულ მუშაობას.
დაფუძნდა კლუბი „ემეგობრემემკვიდრეობას“.
წყარო: საქართველოს მთავრობა