მაისში, თბილისი საქმიანი ტურიზმის შეხვედრას უმასპინძლებს. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს ჩართულობით, “B2B Workshop“-ის ფორმატით საქართველოში გაიმართება “IMG MICE Geography Show“.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნებიან მონაწილეები, როგორც საქართველოდან, ასევე, აზერბაიჯანიდან სომხეთიდან. ღონისძიებას დაესწრება 100-მდე წამყვანი უცხოური კომპანია. გაიმართება პრეზენტაციები და ორმხრივი შეხვედრები.
პროექტის დეტალები ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებს ტურიზმის ეროვნული ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს თანამშრომლებმა გააცნეს.