მომსახურების ხარისხის ამაღლების მიზნით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საქართველოს მასშტაბით ტრენინგებს აგრძელებს.
საქართველოს მასშტაბით ტურისტულ გიდებს ღვინისა და კულინარიის თემაზე გადამზადების კურსები ჩაუტარდათ. ტრენინგი თბილისში, გორში, ქუთაისში, ბორჯომში, წყალტუბოსა და მარტვილში გაიმართა.
სასწავლო კურსი 110-მა გიდმა გაიარა. სწავლების დასრულების შემდეგ გიდებს სპეციალური სერთიფიკატები გადაეცათ. გიდებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე შეხვდა.
მომსახურეობის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით გასულ წელს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით 1300-ზე მეტი ადამიანი გადამზადდა. ტრენინგები მომავალშიც გაგრძელდება.