დადუნას დღიურების გაგრძელება

განთიადზე  ძალიან ადრე საოცარ ფერებში დახატა ღმერთმა თქვენთვის და ჩემთვის ღრუბლები და ჩემი გაოცება კვლავ შესძლო. ამ პოსტს თვითმფრინავში ვწერ. შევეცდები გადმოვცე როგორი ლამაზია სამყარო, რომელიც თვითმფრინავის სალონიდან მოჩანს. 10საათი ვიფრინე. გამოვიძინე კიდეც. იმედი მაქვს ვაიფაის ვიპოვი სტამბულის აეროპორტში და ამ პოსტს ავტვირთავ. წერის დროს ფანჯრიდან ვიყურები.იდუმალ არსებებს  კვლავ  აუკრეფავთ ღრუბლები სათითაოდ ციდან.საოცარ განცდას იწვევს ჰორიზონტი რომელსაც როგორც ლურჯ ზღვას თოლიების კივილი მოაქვს ჩემამდე. სტუარდესას ყავისთვის შაქრის დამატებას ვთხოვ.ეღიმება.კვლავ ჩნდებიან ღრუბლები ცაზე. არც ისინი  ემორჩილებიან   სხვების მითითებებს.

***

შეიძლება ახლა თქვენს საყვარელ სერიალებს უყურებთ,   სტამბულში კი ამ წუთებშიც წვიმს. თვითმფრინავი ათათურქის აეროპორტში დაჯდა. სუნთქვაშეკრული ვარ რადგან ჩემს საყვარელ ქალაქში არასდროს ჩამოვსულვარ გაზაფხულზე.ბოსფორის სრუტეში დაცურავენ იალქნიანი გემები თოლიებთან ერთად კვლავ და იმახსოვრებდნენ ჩემს ლურჯ თვალებს.სტამბულის აეროპორტში მეორედ ვარ.ჩემნაირ საქმიან ადამიანებს აქ ყველგან შეხვდებით. მაგრამ შეიძლება თვალი ვერსად მოჰკრათ წითელ  კაბაში გამოწყობილ გოგონას ,რომელიც ჩანაწერებს აკეთებს სანაპიროზე.პირველად ვიმყოფები მივლინებით  სტამბულში რომ ეს ქალაქი უკეთ შევისწავლო და სამომავლოდ როდესაც ამ ქალაქში უკვე დიდი ხნით გავჩერდები დავწერო მოთხრობები სტამბულის შესახებ. ვღელავ. ეს ჩემი პირველი საქმიანი მივლინებაა ამ ჯადოსნურ ქალაქში. სტამბულში ამ ეტაპისთვის,მხოლოდ რამდენიმე საათით გავჩერდები,შემდეგ გავფრინდები ჰონგკონგში და შემოგთავაზებთ შთაბეჭდილებებს. ახლა კი აეროპორტში ტაქსის ვაჩერებ და კაპუჩინოსთან ერთად რომელიც სტარბაქსის კაფეში შევუკვეთე ქალაქის დათვალიერებას ვიწყებ.საცობი რამდენიმე ადგილას შემხვდა.ყველგან ყიდიან სიმითს და თოლიები დაცურავენ ცისფერი ღრუბლებით სავსე ქალაქში უსასრულოდ ლაღად. თავს კარგად ვგრძნობ.ბედნიერი ვარ.უდიდეს პასუხისმგებლობას ვგრძნობ ჩემი რედაქციის წინაშე მაგრამ სულიერად ისევ თავისუფალი ვარ.ახლა იმ ულამაზეს ხიდზე გადავედით რომელიც ფილმებში არაერთხელ მინახავს.

***

სტამბულში მზიანი ამინდია,მაგრამ ალბათ ძალიან მალე გადაეფინება ცას ღრუბლები,როგორც ჩემი საყვარელი ფრინველები და შეიძლება გაწვიმდეს კიდეც…ჩანთაში წიგნებს ვაწყობ და სანაპიროზე გავდივარ.ბოსფორი ჩემს სასტუმროსთან ძალიან ახლოს არის.ამიტომ ყოველ დილით მაქვს ბედნიერება ქალაქში ფეხით ვისეირნო.ალბათ ფიქრობთ,რომ ძალიან გამიმართლა არა?მართალია.მეც ბედნიერი ვარ და ვცდილობ საინტერესო გამოვიდეს ჩემი წიგნი..უკვე ორი კვირა შესრულდა რაც აქ ვარ..ჩემი სულის პატარა სამყაროდან აქ მოვედი.გადმოვუფრინე ნავსადგურში გაჩერებულ გემებს როგორც ანგელოზმა და რადგან თვითმფრინავიდან ვერ ვიგრძენი,როგორ ეხეთქებოდნენ ტალღები ერთმანეთს,დავიჯერე რომ სიზმარში ვარ.
მუსიკას ყურსასმენებით ვუსმენ.თოლები ჟივჟივებენ ერთხმად.თევზებს მიჰყვებიან კვალდაკვალ.ვფიქრობ,რომ ნამდვილი სტამბული განსხვავებულია.აქ შენს თავს პოულობ ისეთს როგორიც იქნებოდი სხვა ქვეყანაში,რომ გეცხოვრა.ცოტა ნოსტალგიური,თუმცა სავსე გრძნობებით და განცდებით.
ვიცი ელოდებით ავღწერო აქაური კულტურა,ქუჩები,ხეივნები,გზების სილამაზე.გსურთ რომ ძალიან ახლოდან გადავიღო ფოტოები აია-სოფიასთან,მაგრამ ახლა ფეხით,რომ მივუყვები სანაპიროს უბრალო ადამიანური მომენტები მახსენდება ჩემი ცხოვრებიდან.

    

(გაგრძელება იქნება)