ქვევრის ღვინის წარდგენა აშშ-ს ქალაქებში

  • Home
  • მთავარი
  • ქვევრის ღვინის წარდგენა აშშ-ს ქალაქებში

აშშ-ს 6 ქალაქში ქვევრის ღვინის დეგუსტაციები იმართება, სადაც წარმოდგენილია მცირე მარნები: „იაგოს ღვინო“, „ოქრო ღვინოები“, „ხოხბის ცრემლები“, „მარიამ იოსებიძე“ და „რამაზ ნიკოლაძის ღვინის მარანი“.

ქართველი მეღვინეები საკუთარ ღვინოებს აშშ-ში თავად წარადგენენ.

ქართული ღვინის დეგუსტაციები ტარდება საქართველოს მეღვინეობის 8-ათასწლიან ტრადიციებზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის „ჩვენს ძარღვებში ღვინო სჩქეფს“ (OUR BLOOD IS WINE) ჩვენების ფონზე. ფილმის რეჟისორია ამერიკელი კინორეჟისორი ემილი რელსბეიკი (Emily Railsback). ფილმის ხანგრძლივობაა 78 წუთია და მისი პრემიერა ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა. 

დეგუსტაციებზე, ღვინოსთან ერთად, წარმოდგენილია ქართული სამზარეულოც.

ქართული ღვინის დეგუსტაციები ჩატარადა ლოს-ანჯელესში, სან-ფრანცისკოში, პორტლენდში, ვაშინგტონში, ჩიკაგოსა და ნიუ-იორკში.

ქართველი მეღვინეები აშშ-ში იმყოფებიან ნატურალური ღვინოების იმპორტიორის, კრის ტერელის (Christopher Terrell) მიწვევითა და ორგანიზებით, ასევე ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობით.

წყარო: ღვინის ეროვნული სააგენტო

Tags: