წყალტუბოს რაიონში, საწურბლიას მღვიმის რეაბილიტაცია დასრულდა და გაზაფხულიდან იგი ვიზიტორებს მიიღებს.
მღვიმეს გააჩნია უნიკალური კლიმატი, რომელსაც სამკურნალო თვისებები აქვს და კერძოდ ბრონქული ასთმის სამკურნალოდ საუკეთესოა.
ჩეხი მკვლევარების მიერ მღვიმეში აღმოჩენილი იქნა რადიაქტიული ნახშირბადი, რომელიც ჯანმრთველობისთვის სასარგებლოა და უფრო მეტიც, სხვადასხვა სახეობის ობის სოკოსა და მაღალ სინესტესთან ერათად ქმნის საუკეთესო მიკროკლიმატს სამკურნალოდ.
საწურბლიას მღვიმე პირველი საერთაშორისო სტანდარტების სპელეო-გამაჯანსაღებელი მღვიმე იქნება კავკასიის რეგიონში.
მღვიმის ბუნებრივი სამკურნალო თვისებები ჩეხი და ქართველი სპეციალისტების მიერაა შესწავლილი. ადგილზე აშენდა ვიზიტორთა ცენტრი; ამბულატორია; მღვიმეში დამონტაჟდა განათების სისტემა.
საწურბლიას მღვიმე ორ – აქტიურ და პასიურ ზონად გაიყო. მღვიმე პირველ ვიზიტორებს ახალ ტურისტულ სეზონზე მიიღებს.
ინფრასტრუქტურული პროექტისთვის საქართველოს ბიუჯეტიდან 647 000 ლარი დაიხარჯა.