ოცნებები ორმოცი წლის შემდეგაც ხდება

  •   *   *  *  (ოცნებები ორმოცი წლის შემდეგაც ხდება)

როგორ დავიწყო?

არ ვიცი !

აი ასე! თვალებს ვხუჭავ  და წარმოვიდგენ! მოწიფულობის ასაკში ჩემი ფანჯრის რაფაზე გემრილად მოვკალათდი, ოდნავ შევაღე ფანჯარა, მეცადინეობისგან დაღლილი ხარბად შევისუნთქავ მაისის სუნს! მართლაც და როგორ მიყვარს ეს თვე! სითბო, მიწის და ყვავილების სურნელი ერთმანეთში არეულა, ხელის გულებზე ოდნავ ეცემა წვიმის წვეთები. გაზაფხულია და ოცნებების საღერღელი ამეშალა. ზუსტად ამ ასაკში დამეწყო მოგზაურობისადმი ლტოლვა!

მინდოდა მევლო აღმა-დაღმა, მთაში და ბარში, მენახა ჩემი ქვეყნის კუთხე-კუნჭულები, მოგვიანებით სურვილები გაფართოვდა. ოცნებები გაიზარდა. მეც მიკვირს საიდან და რატომ მომდიოდა აზრები, რომ ჩემი სამშობლო ოდესმე დამოუკიდებელი იქნებოდა, საზღვრები გაიხსნებოდა მერე კი ვიფარფატებდი.

ეს ჯერ კიდევ 9 აპრილამდე იყო. ეს დღე ცრემლიანი მახსოვს, მაგრამ იქამდე თბილი და მოსიყვარულე ქართველების თვალები! სახლიდან პირველი გაპარვა. გვიან დაბრუნება, თუმცა მეორე დილა არაფერი არ მჯეროდა, ეს არ შეიძლება, აქ რახაც შეცდომაა, ვერ გაიმეტებდნენ. თუმცა აქედან დაიწყო ის, რასაც ჩემი ოცნებების ახდენის გზას დავარქმევდი!

ჩემთვის მოგზაურობა თავისუფლებაა! სხეულის გადაღლა და სულის ნეტარება! წლები გავიდა.

ოცნებებს ჩემს პატარა ძმიშვილთან ერთად ვიხდენ. თვითოეულიშვებულება, გადადებულ ფინანსებს ხეტიალს ვახმართ:)) ზუსტად, რომ ხეტიალს! სად არ წავედით. ეს გზა ბაკურინით დაიწყო. სულ ექვსი წლის. ორსართულიანი საწოლი, როგორ უნდოდა მეორე სართულზე წოლა, მაგრამ მეშინოდა, რომ არ გადმოვარდნილიყო.  ნისლიანი მაისი იყო მაშინაც. ჯანღიან ბილიკებზე დავდიოდით. ტყის მარწყვის სუნი, ფიჭვის დაცვარული ტოტები, სველი მიწა, ტალახიანი ბოტები, კილომეტრობით გავლილი გზები. თუმცა ერთხელაც არ უთქვავს დავიღალეო.”მოდი სიხარულო მომეჭიდე” დაგეხმარები, მაგრამ არ იკადრა პატარა კაცმა დავისვენოთ და მე თვითონ ვივლიო, ნესტიანი წინდები ძლივს შრებოდა მაგრამ ბედნიერები ვიყავით.

შემდეგ ბორჯომის პარკის აღმართები, გოგირდის წყალი, გაყინული მდინარის შხეფები. კიდევ მწვანე მონასტრის ზღაპრული ისტორია-სისხლიან ქვებზე. ვარძიაში კი მისი გაკვირვებული თვალები მახსოვს! ნუთუ აქ ცხოვრობდნენ ბერები?! რვა წლის ასაკში დარწმუნებული ვარ ამ ლოდების სუნთქვასაც გრძნობდა.  თვითოეულ გამოქვაბულში შერბოდა, ფრესკებს გაშტერებული შესცქეროდა. ვინ მოთვლის კიდევ რამდენი ლამაზი დღე, რამდენი ლამაზი ადგილი: რაბათი, მარტვილი, სათაფლია, გელათი. . .

ჩემი ოცნებები პატარა სანდროში ცოცხლდებადა ასე მგონია ისიც მოგზაურობაზე ოცნებობს, მამიდა რატომ საზღვარგარეთ არ დაგყავარო?:0 წავიყვან, აუცილებლად! მოგზაურობა ხომ თავისუფლებაა! გახსნილი საზღვრები და ჩიტივით ფარფატი!

წერა და მოგზაურობა მიყვარს! ორმოცი წლის შემდეგაც ხდება ოცნებები!:)