მოგზაურობა

„მოგზაურობა“

მოგზაურობა დიდ თავგადასავლებთან სასიამოვნოდ კარგ მოგონებებთან ასოცირდება.

ყოველთვის ძალიან მხიბლავდა და მომწონდა თავგადასავლები,  რაც მოგზაურობას  ახლდა თან. ერთადერთი თუ არა ერთ–ერთი რამ არის რამაც შეიძლება დიდი სიამოვნება მოგანიჭოს და ეს არის ის რაც მთელი ცხოვრების განმავლობაში გემახსოვრება და შეგიძლია მეგობრებს გაუზიარო ან შვილიშვილებს  როცა მოგთხოვენ მათ  გაუზიარო მოგზაურობის თავგადასავლები და შთაბეჭდილებების შესახებ.

მოგზაურობის პირველი და უმთავრესი მომენტი ბარგის ჩალაგეება, რაც ძალიან მახარებს და მიქმნის სმოგზაურო,  სათავგადასვლო განწყობას.

ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა გადავწყვიტე მომეყოლა თქვენთვის ერთ–ერთ დასასვენებელ კურორტზე ბაკურიანზე. ჩემი ბაკურიანში მოგზაურობა გაგძელდა მხოლოდ 4 დაუვიწყარი სათავგადასავლო დღე და მინდა გაგიზიაროთ ჩემი ემოციები.

და სანამ უშუალოდ მოგიყვებით ჩემი ბაკურიანში მოგზაურობის შესხებ მინდ გესაუბროთ რამოდენიმე სიტყვით ბაკურიანზე მის დარსება–განვითარებაზე.

1935 წელი, ბაკურიანის როგორც სათხილამურო ცენტრის დაბადების წელია, 90-იანი წლების დასაწყისში ბაკურიანი ცარიელდება, ქვეყანაში არსებული რეალობით (სამოქალაქო ომები, ეთნოკონფლიქტები) წლების მანძილზე თაობების მიერ შექმნილი ოცნება თუ რეალობა – ტურბაზები, დასასვენებელი სახლები, საბუქსირო და საბაგირო გზები და ა.შ.) ნადგურდება, ბაკურიანი დიდ კრიზისს განიცდის.

დღესდღეობით ბაკურიანი მეორედ იბადება: შენდება ახალი სასტუმროები, საბაგირო გზები, სათხილამურო ტრასები, იქმნება ახალი, ოცნების პროექტები.

 

პირველი და მნიშვნელოვანი ბაკურიანში შესაბვამისი „ატრიბუტები“ შესაბამისი ტანისამოსით მოწყობა,  შემდეგ გარემო ანუუ  მეგზურები, მერწმუნეთ  მოგზაურაბაში ან მარტო ან საუკეთესო  კომპანიონებთან ერთად უნდა წახვიდე J  ბევრი ვიფიქრეთ თუ სად წავსულიყავით და ამ როს მოგვაფიქრდა ზამთრის კურორტი ბაკურიანი და არც გვინანია შემდგომ J

 

მე და ჩემი საუკეთესო მეგობრები სულ 4–ნი ვიყავით დავიძარით მინივენით და შეიძლება ითქვას მოგზაურობის ერთ–ერთი ხიბლიც ამაში იყო პატარა სატრანსპორტო საშვალებით გადადგილება,  ათვალიერებ და შეგიძლია ნებისმიერი ადგილი შენი კამერით აღბეჭდო. J გზა ძალიან ხალისიანი აღმოჩნდა და როგორც ვივარაუდეთ ძალიან ბევრი სილამაზეც ვნახეთ და ავღბეჭდეთ კამერითაც, მახსოვს გზა მოთთოვლილი იყო ტოტებზე ფოთლების ნაცვლად ყინულის მოთეთრო კრისტალებით იყო შემკობილი, ძალიან ლამაზი სანახაობა გარშემო ყველაფერი თეთრია და თითქოს „სამოთხეა“ გარშემო მხოლოდ სისპეტაკე სიწმინდე და მხიარულება ზუსტად ესე აღვიქვამ თოვლს. თოვლის დანახვისას მახსენდება გალაქტიონის „ თოვლი“ თოვლი როგორც“ სულის სიმბოლო და ფერთა პალიტრა“.

როგორც კი ჩავედით ბაკურიანში დავბინავდით, ამოვალაგეთ და ცივი ბაკურიანისთვის მოვემზადეთ, როგორც კი გამოვედით სასტუმროდან რაც პირველი ვნახე ლამაზი დათოვლილი მთები იყო შემდეგ გავედით პარკისკენ სადაც მხიარულება ჟრიამული გარშემო მომღიმარე და პოზიტიური პატარები და დიდები იყვნენ, ზოგი ცხენებით ჯირითობდა ზოგი თხილამურებზე იდგა პატარები ატრაქციონებით იყვნენ გართული იყო ჩვენთვის საამური ქართული სიმღერების ჰანგები, რომესაც ახალგაზრდა გოგო–ბიჭები ასრულებდნენ იქვე იყო ქართული ხალხური მოცეკვავები, რომლებმაც გული დაგვითბეს იმ ქართული სულით რაც ჩაქსოვებული ქონდათ ცეკვაში.  ესე  სასიამოვნოდ დატვირთული ემოციებით მოვბრუნდით სასტუმროში სავახშმოდ.

ჩვენ გვერდითა მაგიდაზე ისხდნენ უცხოელები და გვესმოდა თუ როგორ აღაფრთოვანა საქართველოში მოგზაურობამ და რათქმაუნდა ჩვენ დიდი სიამაყით გავუზიარეთ ჩვენი საქართველოში მოგზაურობის ღირსშესანიშნაობებზე.

ძალიან ვისიამოვნეთ 4 დღე ბაკურიანში იყო ბევრი თავგადასავლები და სასიამოვნოდ კარგი დღეები, ლამაზი მთები, ლამაზი ადგილები გასართობი ცენტრები სასიამოვნო გარემო სასიამოვნო ხალხი და ნამდვილი „სამოთხე“ სადაც თუნდაც ერთი დღით ისიამოვნო ცხოვრებით.

ყველა კუთხეს,  ადგილს აქვს თავისებური ხიბლი თავისი მნიშვნელოვანი თუ უმნიშვნელო ადგილებით.

 

და მაინც რა არის მოგზაურობა ? ან რა ხიბლი აქვს მას?

მე ასე ვიტყოდი მოგზაურობა არის სამყაროს უკეთ შეცნობის ერთ–ერთი გზა თუნდაც შენი ქვეყნის რომელიმე კუთხის.

მოგზაურობის დროს ხდები მხიარული ლაღი და ბედნიერი. სამყაროს შეცნობა რომელიმე ქვეყნის ისტორიით ტრადიციებით ფოტო გალერეებით შეგიძლია შეიცნო,  მაგრამ იმაზე დიდ სიამოვნებას ვერ მიიღებ რაც მოგზაურობას მოაქვს.

მოგზაურობის ხიბლიც სწორედ იმაშია ნახო და შეიგრძნო და დატკბე იმ ლამაზი ამოუცნობი და ამავდროულად უსასრულოდ ლამაზი სამყაროთი.

რა შეიძლება გვასწავლოს მოგზაურობამ?

რა შეიძლება ისწავლო მოგზაურობისას არის ის, რომ ზოგადად ხალხი მეგობრულია და მათ უყვართ საუბარი მშობლიური სახლებისა და კულტურის შესახებ. რა თქმა უნდა ზოგ შემთხვევაში ასე არ ხდება, მაგრამ ხშირ შემთხვევაში საზღვარგარეთ მოგზაურობას შეუძლია ეს დიდი მსოფლიო უფრო პატარა გახადოს და გაგრძნობინოს უფრო მეტი კავშირი იმ ქვეყანასთან, სადაც წახვალ, რადგან საზღვრებს გარეთ ყოფნისას ხალხთან ურთიერთობისას იძენ ახალ კავშირებს სხვადასხვა ქვეყნებში.

ვიმედოვნებ, რომ ძალიან ბევს გაგიჩნდებათ მოგზაურობის სურვილი.