სპილენძის ცა

როგორ იქნა დილის 5 საათიც დადგა. ვინ იცის რამდენი დღე ველოდი ამ საათის დადგომას.

ყველანი მზად ვართ. ეტილი სათანადოდ შევამოწმეთ ყველამ ერთად.

ჩემს ეზოსთან მოვიყარეთ თავი. სულ ცხრანი ვართ.

საბოლოოდ შევამოწმეთ ყველაფერი რაც თან მიგვქონდა, რუკა გავშალეთ, და მარშრუტი კიდევ ერთხელ გადავამოწმეთ.

მოგზაურობა ძამის ხეობაში, შიდა ქართლი.

ეს ჩემს ისტორიაში მესამე ლაშქრობაა, მაგრამ მეტად უჩვეულო.

ჩვენ გადავწყვიტეთ, ვილაშქროთ ისეთ ადამიანთან ერთად, რომელსაც ჯერ არ ულაშქრია. თუმცა, იმიტომ არა, რომ არ უნდოდა. ეტლიც სწორედ მას ეკუთვნის.

მოკლედ, ქარელში ვართ. ძამის ხეობის გზას გავუდექით. მხოლოდ ის ვიცით, რომ გვსურს მოვინახულოთ ყველა სამონასტრო კომპლექსი, რის ნახავსაც შევძლებთ.

არც ისე ნელი ტემპით მივდივართ. ყველაფერი რიგზეა. პირველი სოფლებიც გავიარეთ, ეზოს წინ მორბენალი ბავშვები უეცრად გაშეშდნენ და გაფართოებული თვალებით სუნთქვაშეკრულები გვიმზერენ. თბილი ღიმილით ჩავუარეთ.

უკვე ღრმად შევედით ხეობაში.

ყინწვისთან ვართ. ყველაფერი რიგზეა. ღვთაებრივი ლაჟვარდიანი ფრესკა ჯერაც ინარჩუნებს ფრანგულ სიცისფრეს და ქართულ კონტურებს.

საღამოს 9 საათია, ჩვენ მივაღწიეთ ორთუბნამდე. გზაში რამდენჯერმე შევყოვნდით, ცუდი გზების გამო ეტლს გაუჭირდა სიარული, და თანაც ჩვენსავით დაიღალა. იქვე სოფელში დავბანაკდით. სოფლის ბოლოში კარავიც გავშალეთ. ადფილობრივები იმდენად აღფრთოვანდნენ ჩვენით, რომ გადაწყვიტეს გაგვმასპინძლებოდნენ.  სასწაული იყო.

დილის 6 საათზე გზა განვაგრძეთ. მზოვრეთის ციხის ძირას ვდგავარათ. შევყურებთ მთის ბოლოდან მომზირალ კოშკის ქონგურს და ვფიქრობთ, როგორ შევძლებთ ეტლით ასვლას. ეტლი, ქვემოთ დავტოვეთ. რთული იყო, მაგრამ შევძელით უეტლოდ ასვლა. მზოვრეთის ციხე ღვთაებრივი იყო. ცხადია, “მრავალჟამიერის” შეუსრულებლად არ წამოვსულვართ.

ჩამოვედით ციხიდან. მოგზაურობის უკანასკნელი სამონასტრო კომპლექსი, “შატბერდი” გახლდათ. არ ვიცი რამდენად ხანძთელისეულსა ჰგავს, მაგრამ შთამბეჭდავია

გამოვბრუნდით.

საბოლოო ჯამში, 20-ზე მეტი სამონასტრო კომპლექსი მოვინახულეთ, რომელთა რიგებშია: ორთუბნის მონასტერი, სარკინეთის მონასტერი, მზოვრეთის ციხე, მერეს მონასტერი, საბეიოს მონასტერი, შატბერდის მონასტერი, წიფლოვანას მონასტერი, გვერძინეთის მონასტერი, სამწევრისის მონასტრები, ვედრების მონასტერი,ყინწვისის მონასტერი, სარკის მონასტერი, და უამრავი ეკლესია.

ქარელიდან გზა თბილისამდე სამარშრუტო ტაქსით გამოვაგრძელეთ.

ჩამოვედით თბილისში.

ახლა ვზივარ და ყველაზე მეტად იცით რაზე ვწუხვარ?

იმაზე, რომ ეს მოგზაურობა ეტილთ მოსაგრებლის გარეშე იყო.

ნეტავ გავბედავ ოდესმე ასეთ მეგზურთან ერთად ლაშქრობას?

მინდა!