მოგზაურობა ყველაფრის ირგვლის

 

დავდივარ, ვმგზავრობ, მივფრინავ, მივიკვლევ, წინ მივიწევ, ვმოგზაურობ.

შეცნობა, შესწავლა, გაგება, აღმოჩენა, ყვლაფერი ეს ხდება მოგზაურობაში. მე ვარ მგზავრი ამ ცოხვრების, დავყვები ფრენით და მივყავარ მას, რომში, პარიზში,ტოკიოში თბილისში, ეგვიპტეში, აღმოსავლეთსა და დასავლეთში, ჩრდილოეთსა და სამხრეთში.

მსოფლიო ჩვენი სახლია და ჩვენ ვალდებულნი ვართ ის შევიცნოთ, რადგან შეუძლებელია ვინმემ საკუთარი სახლი მისთვის უცხოდ დატოვოს.

მშურს ხანდახან ჩიტების, მათ მთელი ცხოვრების მანძილზე შეუძლიათ ერთი ქვეყნიდან მეორეში გადაფრინდნენ, მეორედან- მესამეში და ა.შ. ეს მათი საქმეა, მოგზაურობა, თუმცა ალბათ ვერც აცნობიერებენ ამას. მგონი ბევრს უოცნებია ჩიტი ყოფილიყო. ნეტა ჩიტი თუ ოცნებობს იგივეზე?

ისევ წინ მივიწევ. ვაწყდები ბიგ-ბენს და უამრავ ინგლისელს რომელიც თავიანთ , საყვარელი ბრიტანული აქცენტით საუბრობენ. მშვენიერია ლონდონი, ვცდილობ სიამოვნების წამი უფრო მეტად გავახანგრძლივო.

მოგზაურობა, ეს ხომ მგზავრობაა, თუმცა არაა აუცილებელი ათასობით კილომეტრის გავლა. მე ვიმოგზაურე ყვავილიდან ხემდე და ეს მოგზაურობა იყო შესანიშნავი, რადგან მე ამით მივიღე უამრავი გამოცდილება, როგორი? სცადეთ და მიხვდებით.

მივადექი ამერიკას. ჰო, ეს მშვენიერი სახლია ჩემი ოცნებებისთვის თავის მოსაყრელად. მოსანახულებლად ჩიკაგო ავირჩიე და ვილის თაუერსაც მივადექი. ადამიანის ხელი ეტყობა ყველაფდერს. გადავწყვიტე უფრო ჰაეროვან ატმოსფეროში გადასვლა და მიჩიგანის ტბას მივადექი, აი, ამას კი ბუნების ხელი ეტყობა.

გრძელდება მო-გზა-ურო-ბა და გრძელდება ხმელეთისა და წყლის ჭიდილი. დროდადრო ხმელეთს და წყალს სხვადასხვა სახელები მოუფიქრეს,როგორიცაა ტბა, გორაკი, ზღვა, მთა, ოკენეანე, მთაგრეხილი, ყურე და ა.შ მათზე მოზაურობიოსას გექმნება შთაბეჭდილება, რომ ერთი სახეობის არსებანიც კი ცდილობენ დამოუკიდებელ განვითარებას,და ერთმანეთისგან მოწყვეტას. ეს მოგზაურობის ერთ-ერთი კომპონენტია-შეცნობა.
ამერიკაში კარგი მდელოებია. ბუნება ხატავს ყველაფერს, ამასთან,ბუნება საკუთარი თავის შემოქმედია.

მიდიხარ მსოფლიოს შესაცნობად და ვერ აცნობიერებ თუ რას ნიშნავს იყო შენ თავად მსოფლიოს ნაწილი. მოგზაურობა,სხვა ყველაფერ დანრჩენთან ერთად ჩვენი თავის შეცნობაც არის. ამიტომ ვიწყებთ მოგზაურობას და ვიწებთ სხვა ყველფერ დანარჩენს.

მოგზაურობა არ ნიშნავს მხოლოდ საზღვარ გარეთ მგზავრობას. მე პირადად იმ აზრის მომხრე ვარ რომ, ჯერ საკუთარი სამშობლოს შეცნობა უნდა შეგვეძლოს, მასში მოგზაურობა და შედეგ უკვე საღვრებს გარეთ აღმოჩენა.როგორც ვთქვი მსოფლიო ჩვენი სახლია,და მისი შეცნობა ჩვენივე ადგლისამყოფელიდან უნდა დავიწყოთ, გავიგოთ თუ რა ხდება სახლის ერთ-ერთ ოთახში ,იმაში რომელშიც ჩვენ ამჟამდ ვიმოფებით და შემდეგ გადავინაცვლოთ სხვა ოთახებში.

ამიტომ ნუ გვგონია, რომ ჩვენ სამშობლოს სათანადო მონახულება მოგზაურობა არ არის. ყოველი ახალი ადგილის, წერტილის აღმოჩენა, ნახვა , მონახულება, მოგზაურობაა, ამიტომ მე თუ არ ვყოფილვარ კაცხის სვეტზე და დღეს იგი პირველად ვნახე, ოოო ესმშვენიერი მოგზაურობა იქნებოდა, ახალი აღმოჩენებით და თვალსაწიერის გაფართოებთ.
ასე დავფრინავ ჩემს ოცნებებში,უფრო სწორად ჩემს ოცნებებში ვმოგზაურობ. ეს მშვენიერი საშუალებაა იმისთვის,რომ ლონდონში, ბიგ-ბენი ნახო ან ამერიკის მდელოები მოინახულო. ოცნებებში გული ყველგან მიგიწევს. მოგზაურობა ხომ რეალურად ჩვენივე გამოგონილი სამყაროს შეცნობაა, რადგან თითოეული ინდივიდი მოგზაურობის თითოეულ ელემენტს საკუთარი თვალით უყურებს და ხედავს.
ასე, რომ დავდივარ, ვმგზავრობ, მივფრინავ, მივიკვლევ, წინ მივიწევ და ვმოგზაურობ .