ახალი “მე”

9-10 წლის ვიქნებოდი,როცა ზაფხულის 3 თვიანი არდადეგების შემდეგ თბილისში ჩამოვედი. რა თქმა უნდა, პირველად მამაჩემის სახლს მივაკითხე, მონატრებული ძლიერ ჩავეხუტე და ამბების მოყოლა დავიწყე.

აღფრთოვანებული ვუყვებოდი როგორ მოვიარე ვარძია,ემოციების ქვეშ ვიყავი.თხრობა რომ დავასრულე, ღრმად ამოვისუნთქე და ვუთხარი, ჩემი ოცნებაა მთელ საქართველოში ვიმოგზაურო და ყველაფერი ვნახო მეთქი.მამამ კი გამიღიმა და მითხრა,ოცნებას ნუ დაარქმევ, მიზანი დაუძახე, მთელი გულით თუ მოინდომებ აუცილებლად აისრულებო. მისმა სიტყვება დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს ჩემზე, გავითვალისწინე და ამის შემეგ ყველაფერს ასე ვუყურებდი.

თვითონაც,ბავშვობიდან ოცნებობდა ჰოლანდიაში მოგზაურობაზე,ამიტომ აქტუალურად ვსაუბრობდით ამ თემაზე. მეუბნებოდა,რომ მოგზაურობის დროს ეცნობი სხვადასხვა კულტურებს,ღირშესანიშნაობებს,ხალხს და საკუთარ თავში ახალ მეს პოულობო.

მისგან განსხვავებით, მე შევძელი ჩემი მიზნისთვის მიმეღწია. უამრავი ადგილი მოვინახულე, მაგრამ ყველაზე განსაკუთრებული ლაგოდეხის ნაკრძალი გამოდგა, რომელსაც თამამად შემიძლია დავუძახო ჩემი ცხოვრების საუკეთესო დღე.

მინდა ჩემს “პატარა” თავგადასავალზე მოგიყვეთ თქვენ,რადგან აღარ მაქვს იმის შანსი, რომ ეს ყველაფერი მამას გავუზიარო. ეს დღე საუკეთესო იყო ჩემს ცხოვრებაში. სწორედ ამ დღეს ვიგრძენი რომ ცოცხალი ვიყავი, მივხვდი თუ როგორი ხანმოკლეა სიცოცხლე და რამდენი სიგიჟის ჩადენით შეგვიძლია ის უფრო მრავალფეროვანი ვაქციოთ. ჩვენ ხომ ყველაფრისთვის მიგვიწვდება ხელი, რასაც გულით მოვინდომებთ. ამ დღეს დავინახე რაიყო ექსტრიმი,რისკი,ადრენალინი. 16 წლის ასაკში იმის გააზრებაც მოვასწარი, რომ წამში სიცოცხლეს დავამთავრებდი. მანამდე სულ სხვანაირი წარმოდგენა მქონდა სიყვარულზე, მეგობრობაზე და ნდობაზე,ახლა კი საუკეთესო მაგალითებით შევისწავლე ეს ყველაფერი.

პატარა ორგანიზაციაში დავდივარ,რომელსაც დედაჩემი ხელმძღვანელობდა.სწორედ მათ გადაწყვიტეს ლაგოდეხში წავეყვანეთ. ყველა ასაკის ბავშვები შევიკრიბეთ, საერთო ჯამში 30,ამას მიმატებული 4 უფროსი ადამიანი.ყველა სხვადასხვანაირი ხასიათების. ზოგს ვუგებდი,ზოგს ვერა. ზოგთან ვმეგობრობდი, ზოგთან არა. მაგრამ იყო ერთი ბიჭი, ლაშა, რომლის წამოსვლა ყველაზე მეტად მწყინდა. ვფიქრობდი, რომ მთელ ლაშქრობას ჩაგვიშხამებდა, რადგან მასში ადრე მხოლოდ ცინიკურ და არასასიამოვნო პიროვნებას ვხედავდი , ამიტომ უარყოფითი ემოციებით ვიყავი დატვირთული.მასთან ერთად არაფერი მინდოდა, მაგრამ თავს ვუთხარი რომ ერთი პიროვნების გამო საკუთარ მიზანზე ხელი არ უნდა ჩამექნია.

2017 წლის 30 ოქტომბერი იყო. ლაგოდეხში ჩამოსვლის მეორე დღე. საუზმის შემდეგ, ლაგოდეხის ნაკრძალთან მივედით. სიმართლე რომ გითხრათ, ყველას გვეზარებოდა ტყეში სიარული, უაზრო და არაფრის მომცემად გვეჩვენებოდა. ამიტომ პირველი ნახევარი საათი,ყველამ ჩუმად მივაბიჯებდით. სიარულის ხმა,მდინარის შხრიალი და ჩიტების ჭიკჭიკი ისმოდა, შიგადაშიგ ვიღაცეები ამოიოხრავდნენ, იგრძნობოდა დანამული მიწის სუნი. ბუნება იდეალური იყო,თუმცა რატომღაც მოტივაცია ყველას დაკარგული გვქონდა.

ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა გასაგრძელებელი გზა აღარ იყო და მდინარეს მივადექით. დიდი ხანი ვიყავით გაურკვევლობაში, როგორ გადავსულიყავით?  ჩვენი დაბნეულობა ერთერთმა ბიჭმა,ვიტალიმ გაარღვია, როცა ხის მორი აწია და მდინარეში ჩააგდო. ყველა მივხვდით მის განზრახვას,ბიჭებიც მიეხმარნენ, ათრიეს დიდი ქვები და საბოლოოდ ხიდი გააკეთეს. მაშინ ეს მდინარე და მისი ნაკადი ძალიან დიდი მეგონა. ალბათ იმიტომ, რომ არვიცოდი წინ რა მელოდა. უფროსი ბიჭები(მათ შორის ის ლაშაც რომლის მიმართაც ასე უარყოფითად ვიყავი განწყობილი) ყველას ხელს აწვდიდნენ და გადასვლაში ეხმარებოდნენ. თან გამამახნევებელი შეძახილებიც ისმოდა “მიდი, საშიში არაფერია,შეგიძლია!”. ბევრს ეშინოდა,ბევრი კი სიმამაცეს იჩენდა და თავისუფლად აბიჯებდა სრიალა ლოდებს ფეხს. ბოლოს მხოლოდ მე და ჩემი მეგობარი,რეზი დავრჩით. ” ნუ გეშინია, ხელი მომეცი, მოგეხმარები” – მეუბნებოდნენ ლაშა და ვიტალი, დიდი ყოყმანის შემდეგ, შევძელი, მიწაზე ფეხი დავდგი და შვებით ამოვისუნთქე. ახლა რეზის ჯერი იყო, მაგრამ ადგილიდან არ იძვროდა. მას დიდი ხანია ვიცნობ, ხშირად დამდგომია გვერდში და მეგონა, რომ პირველი ის გადავიდოდა,მაგრამ შევცდი. ჩემთვის სრულიად მოულოდნელად, პანიკამ მოიცვა. რეზი და შიში? ეს ხომ შეუძლებელი იყო. ყველა ამხნევებდა, პატარა ბავშვები თავისი წვრილი, სასაცილო ხმებით ყვიროდნენ და დახმარებას სთავაზობდნენ, მაგრამ რეზიმ დარჩენა არჩია.სხვა რა გზა გვქონდა? ის უკან გაბრუნდა, ჩვენ კი მის გარეშე მოგვიწია გზის გაგრძელება.

არავინ ვიცოდით, თუ როგორი ექსტრიმი გველოდა წინ, როგორი ენერგია და სიმამაცე გვჭირდებოდა. ყველაზე სახიფათო ეს მდინარე გვეგონა,მისი გადალახვით გაბედნიერებულებმა კი ერთმანეთთან საუბარი გავაბით და უკვე ისე ვუყურებდით, როგორც ჯგუფის წევრებს. მომდევნო მდინარე კი გაცილებით რთული აღმოჩნდა, ბიჭებმა იგივე სცადეს,მაგრამ ამაოდ,გამოროცხული იყო ყველა უსაფრთხოდ გადასულიყო.

“ახლა რომ მოვკვდე? აი უბრალოდ,სადმე ჩავვარდე და მოვკვდე” – თქვა ერთერთმა გოგომ,ელენემ სიცილით. ეჭვი არ მეპარება,რომ ოდესღაც ასე ყველას გვიხუმრია,მაგრამ ელენეს პირიდან წამოსულ ამ სიტყვებზე არავის გასცინებია.თითქოს გულზე მომხვდა და სამუდამოდ ჩამებეჭდა გონებაში. ამ სიტყვების შემდეგ სულ რამდენიმე წამი იყო გასული,როცა ლაშა,დიახ,სწორედ ის ლაშა რომელშიც მხოლოდ ეგოიზმს და ნარციზმს ვხედავდი, მუხლებამდე წყალში ჩახტა. მდინარის ძლიერი ნაკადის გამო ცოტა წაბარბაცდა,მაგრამ თავი უცბათვე დაიჭირა.წარმოდგენა მაინც თუ შეგიძლიათ,როგორი რთული იქნებოდა მისთვის,ოქტომბრის ბოლოს,მდინარის გაყინულ წყალში ამდენხანს დგომა და 32 კაცისთვის ხელის გაწოდება? ალბათ სიცივის გამო ფეხები აუტანლად ეწვოდა, შეიძლება ცოტა ეშინოდა კიდეც, მაგრამ წარბი არ შერხევია,ბოლომდე იდგა,ყველას ამხმევენდა,ხელს ჰკიდებდა და მეორე მხარეს გადაჰყავდა.

უსწორმასწორო გზაზე სიარულისას,სანამ მომდევნო მდინარემდე მივაღწევდით,პატარა ნარინჯისფერი ძაღლი აგვედევნა. კუდის ქიცინით მიგვიძღვოდა წინ და სწორედ ის გვეხმარებოდა გზის სწორედ გაკვლევაში. თუ შევჩერდებოდით,ისიც იდგა და გველოდა.

მომდევნო მდინარესაც მივადექით,რა თქმა უნდა უფრო რთული აღმოჩნდა, აქ უკვე ლოდების მაგივრად,ერთი გრძელი ხე იყო გასავლელი. ლაშამ დაუფიქრებლად შეაბიჯა წყალში,პატარა გოგონას ხელი მოჰკიდა,წონასწორობის შენარჩუნებაში დაეხმარა,გადაიყვანა და ისევ ჩვენთან დაბრუნდა. მაგრამ მოულოდელად მას ტანით დაბალი,13 წლის გუგაც შეუერთდა. უფროსები შეწუხდნენ,ჩხუბობდნენ რომ წყლიდან ამოსულიყვნენ მაგრამ არცერთმა ათხოვეს ყური. უამრავი მდინარე გადავიარეთ მათი დახმარებით,ნეტავ უბრალოდ ამ ყველაფრის გადმოცემა შემეძლოს,მაგრამ ალბათ ვერ შევძლებ, ეს საკუთარი თვალით უნდა გენახათ,თუ როგორ დიდ გმირობას ჩადიოდნენ ბავშვები.

ნელნელა საშიშ მდინარეებს ორმოები,დანგრეული ბილიკები,სრიალა ხავსიანი კლდეები მიემატნენ, მდინარეები უკვე აღარაფრად გვეჩვენებოდა,რადგან ციცაბო კლდეებით უნდა ავსულიყავით.რა თქმა უნდა ლაშას,ვიტალის და გუგას გარეშე არაფერი გამოგვივიდოდა,ისინი ხომ მუდამ წინ იყვნენ და ყველას ხელს აწვდიდნენ.

ძალიან მინდა თითოეული მომენტის გადმოცემა შევძლო,მაგრამ ალბათ ძალიან გამეწელება. არასდროს დამავიწყდება როგორ სრცხვენოდა დახმარების თხოვნა ჭარბწონიან გოგოს,როგორ აწვდნიდნენ ბიჭები ხელს გამამხნევებელი შეძახილებით და როგორ ამოიყვანეს უზარმაზარ ციცაბო ლოდზე. არასდროს დამავიწყდება ბევრი უარის მიუხედავად როგორ გადაგვიყვანა ზურგზე შემოსმული მე და ჩემი დაქალი ლაშამ მდინარის იქით,მაშინ როდესაც ჩვენს თვალებში შიში ამოიკითხა. არ დამავიწყდება სხვისი დახმარების დროს როგორ გაუცურდა ფეხი გუგას და როგორ ჩავარადა მდინარეში,შემდეგ როგორ ამოხტა სასწრაფოდ და როგორ დაიწყო აქეთ იქით სირბილი ცივია-ცივიას ძახილით. არდამავიწყდება არასდროს როგორ აიყვანა ხელში ვიტალიმ ის ძაღლი უსაფრთხოდ რომ ყოფილიყო. არც ის დამავიწყდება როგორ ერთერთი ლიდერი კლდეებს შორის და როგორ ეხმარებოდნენ პატარა ბავშვები. არც ის დამვიწყებია, სხვის დახმარებაში როგორ მოიბრუნა დედაჩემმა ფეხი,რის შემდეგაც ერთი თვე კოჭლობდა,ტყეში კი ჯოხზე დაყრდნობილს მოუწია სიარული. ის სცენაც ჯერ კიდევ თვალწინ მიდგას, დასასვენებლად რომ დავსხედით და პატარა ბავშვები ერთმანეთს საჭმელს უყოფდნენ. ან ის რა დასავიწყებელია,წყაროს რომ მივადექით და ყველა ერთმანეთს რომ უთმობდა?! მაგრამ ყველაზე საინტერესო მაინც შემდეგ მოხდა.

რატომღაც ორ ჯგუფად გავიყავით(დაუგეგმავად რათქმაუნდა). ლაშა და გუგა წინ წავიდნენ რამდენიმე ბავშვთან და უფროსებთან ერთად,ძაღლიც მათთან იყო, ჩვენთან კი კიდევ ორი ბიჭი,თოკო და გიო რომ არდარჩენილიყვნენ,გზა აგვებნეოდა. 4 კილომეტრი მაინც გავიარეთ მათთან,წინ მიგვიძღოდნენ და გზას იკვლევდნენ, ცოცვაშიც გვეხმარებოდნენ,პატარა ბავშვები ხელშიც კი აყავდათ. ცოტახანში მორიგ მდინარეს მივადექით,სადაც ლაშა დაგვხდა. თურმე ამდენი ხნის განმავლობაში ჩვენ გველოდა,გადმოსვლაში რომ დაგვხმარებოდა.

რამდენიმე საათში ისევ შევიკრიბეთ ყველა. აღმოჩნდა რომ დედაჩემმა და კიდევ ორმა გოგომ გზა შეწყვიტეს და დაბლა დარჩნენ.ადგილი ისეთი ულამაზესი იყო,მხოლოდ ფანტასტიკურ ფილმებში რომ მენახა. ძალიან ღრმა,თუმცა კრიალა და კამკამა წყალი დაგუბებულიყო, ორი უზარმაზარი ლოდი კი აისბერგებივით ტივტივებდნენ,ბუნება მშვიდი და ლამაზი იყო,ზემოთ რომ აგეხედა შეამჩნევდი როგორ ცდილობდნენ მზის სხივები ფოთლების მიღმა შემოჭრას. ხანგრძლივი დასვენების შემდეგ გზა ისევ უნდა გაგვეგრძელებინა,ყველა ამ ლოდებზე ძვრებოდა,მაგრამ ჩემი და ჩემი დაქალის ჯერი როცა მოვიდა,ვერ შეძლო,დაღლილი და შეშინებული იყო.თავს ვუმეორებდით,რომ აქამდე თუ შევძელით მოსვლა,საბოლოო წერტილამდეც მივიდოდით,მაგრამ არ გამოუვიდა. პანიკური შეტევა დაეწყო და დიდხანს დაგვჭირდა მისი დამშვიდება. მას ვერ მივატოვებდი,ამიტომ დარჩენა მოგვიწია. ჩვენთან ერთად ერთი ლოდერი და 3 პატარა ბიჭი დარჩა. უკან დაბრუნება გადავწყვიტეთ. ძალიან მეშინოდა იმის წარმოდგენაც კი,რომ ისევ იმდენი და ასეთი სახიფათო გზები უნდა გაგვვლო.

ჯერ გზა აგვებნა,შემდეგ მომხდარმა ამბავმა კი ყველანაირი შიში გადამალახინა. ერთერთ ციცაბო კლდეზე უნდა ჩავცურებულიყავი,მის ქვემოთ ერთი ფეხის დასაგამი ქვიშა იყო,გარშემო კი მდინარე. ყველამ შეძლო ჩაცურება,ჩემი ჯერი რომ დადგა ადგილზე გავშეშდი და აი ამ დროს მოვიდა ჩემი პანიკის ჯერიც. ერთ ერთი ბიჭი,ლუკა, მამხნევებდა,დაგიჭერ,ნუ გეშინიაო, მაგრამ როგორ შეძლებდა? თვალები დავხუჭე და ისიც წარმომიდგა თვალწინ როგორ ვვარდები მდინარეში,როგორ მიმათრევს ნაკადი,როგორ ვარტყავ თავს ქვას,შემდეგ კი ვითიშები. ამდენ ფიქრში და ნერვიულობაში კი თავბრუ დამეხვა,წონასწორობა ვერ შევინარჩუნე და დაბლა დავცურდი,ვყვიროდი, ბიჭებს თვალებში შიში ედგათ, მესმოდა ჩემი დაქალის ყვირილიც, სულ რაღაც მილიმეტრებით ვიყავი მდინარეს დაშორებული ლუკა რომ გამოჩნდა და რომ დამიჭირა,დანარჩენი ბიჭებიც უცბათ მოცვივდნენ და დაეხმარნენ.

ამის შემდეგ გზა მშვიდად განვარგრძეთ. რაც საშიში მეგონა,უკვე მარტივი მეჩვენებოდა. ცოტახანში დედაჩემი და დანარჩენი ბავშვებიც ვნახე. ნელნელა გვემატებოდნენ,უკან ბრუნდებოდნენ, მაგრამ დედაჩემს ყველაზე მეტად ის აინტერესებდა,სად იყო ჩემი 12 წლის ძმა? ყველას დაურეკა ვისი ნომერიც კი მოგვეძებნებოდა,მაგრამ ყველა იმას გვეუბნებოდა რომ ის მათთან არ იმყოფებოდა.დედაჩემს ისტერიკა დაეწყო,ჩვენ კი მიმოვიფანტეთ და ჩემი ძმის ძებნა დავიწყეთ.მთელ ტყეში მხოლოდ მისი სახელი ისმოდა. დაახლოებით ნახევარი საათი იქნებოდა გასული, პატარა გოგონამ რომ იპოვა. ჩემი ძმა ატირებული მოაბიჯებდა,ხელში ძაღლი ეჭირა. მოიკრუნჩხა,კანკალი დაიწყო და ცუდად გახდა,ხომ არ მივატოვებდი და ამიტომ ყველას ჩამოვრჩიო.

რომ დავმშვიდდით,გზა განვაგრძეთ,ამჯერად ლუკა მიგვიძღოდა და ეს პატარა პუტკუნა,ცისფერთვალება ბიჭი ყველას გვეხმარებოდა. საბოლოო უზარმაზარ მდინარეზე ლუკამ ყველა გადაგვიყვანა, გზის საპირისპირო მხარეს დედაჩემი დარჩა,რომელიც ჯერ კიდევ ანერვიულებული იყო. ვერ გადმოდიოდა,ისე ეშინოდა, რომ არავის ენდობოდა,იმეორებდა სხვა გამოსავალს ვნახავო. კაიხანი მაინც დადიოდა აქეთ იქით რამდენიმე მეტრს, გადმოსვლას ვერცერთი მხრიდან ბედავდა. შიშს ფეხის ტკივილიც ემატებოდა, ვერაფერით ვეხმარებოდით.

მოულოდნელად გამოჩნდნენ თოკო და გიორგიც,აქ რას აკეთებთ რომ გაჩერებულხართო. მიზეზი რომ ავუხსენით, სახე სასწრაფოდ დაუსერიოზულდათ და სირბილით გაიქცნენ დასავლეთით. ცოტახანში მე და ჩემი დაქალი მათთან გავჩნდით და ისეთი სანახაობა დავინახე,ყველაფრის უნარი რომ დავკარგე. მდინარის შუაში,დიდ ლოდზე დედაჩემი ზღვის ვარსკვლავივით მიკრობილიყო,ხელის მოკიდება უჭირდა რადგან სწრაფი ნაკადი ეს-ესაა წაიღებდა,თან თვალებს შიშის გამო არ ახელდა, თოკო და გიორგი კი მისკენ მიიწევდნენ. იმ მომენტში ყველაფერი ბუნდოვანი იყო,მხოლოდ ის მახსოვს როგორ დადგა დედამ მიწაზე ფეხი მათი დახმარებით.

ამოვისუნთქე და უკან მივიხედე, სადღაც შორიდან რაღაც წერტილი მოჩანდა,რომელიც ნელნელა დიდდებოდა და ლაშას სილუეტს ემსგავსებოდა.ჩემი დაქალი მისკენ გაიქცა,მეც დავეწიე,ლაშა კი გაჭირვებით მოათრევდა ფეხს.სულ სხვა მხრიდან მოვიდა,იქიდან სადაც არავინ ვყოფილვართ,  ამოიკვნედა “ვინმე ჩამეხუტეთ რა,გთხოვთ” და ჩემ დაქალს ჩაეხუტა.

რა შეემთხვა სინამდვილეში მას? ეს ბოლოს,სასტუმროში შევიტყვეთ. თურმე ბოლომდე მიაღწია მწვერვალს,შემდეგ ფეხი დაუცურდა და 4მ სიმაღლის კლდიდან ჩამოვარდა.იღბლის,ბედის,თუ ღმერთის დამსახურებაა ის,რომ მის ქვემოთ უსაფრთხო მდინარე აღმოჩნდა? ლაშა იძახდა,ბოლოს რაც გავიგე ჩვენი უფროსი ლიდერის ყვირილი იყოვო,შემდეგ არაფერი მინახავს, უბრალოდ სულ სხვა ადგილას აღმოვჩნდი და 2საათში გზა როგორღაც გამოვიკვლიეო. ჩემმა დაქალმა კი მოგვიანებით,როცა ერთმანეთს ატირებულები ემოციებს ვუზიარებდით მითხრა, რომ ვგრძნობდი თუ როგორ მეხებოდა მისი ცივი სხეული და მთლიანად ცახცახებაო,დიდი ხანი დასჭირდა იმას რომ აზრზე მოსულიყო.

ყველაფერი სახიფათო აქ დავასრულეთ. იმის მიუხდავად რომ გზა უამრავჯერ აგვებნა და დედაჩემს ჩემი ძმის გამო ისევ ისტერიკა დაეწყო, სასტუმროში ყველა მშვოდობიანად დავბრუნდით. პირველი მდინარე კი,სადაც რეზიმ მიგვატოვა,იმდენად უსაფრთხო მომეჩვენა,საკუთარ თავზე მეცინებოდა,ამის როგორ შემეშინდა მეთქი.

საღამოს ერთმანეთს ამბებს ვუყვებოდით,რამდენიმე გოგოს ემოციების მოზღვავებისგან აგვეტირა კიდეც.

მამა მართალი იყო, ამ საოცარ თავგადასავალში ახალი “მე” აღმოვაჩინე, უკეთესად გავიცანი მეგობრები, რომლებიც ახლა ჩემთვის გმირები და ინსპირაციები არიან. მაინც ვფიქრობ,რომ ვერცერთი ჩვენგანი ვერ აღწერს იქ გადატანილ ემოციებს, ეს თქვენი თვალით უნდა გენახათ.

რეალურად ყველანაირი შიშის გადალახვა შევძელი. სიყვარულით და მადლიერებით ავივსე გული. ამის შემდეგ ერთი მთლიანი ჯგუფი ვართ. ჯგუფი ხომ მხოლოდ შეკრებილ ადამიანებს არ ნიშნავს? ეს ურთიერთგაგება და სიყვარულია,სადაც ყველა გათანაბრებულია. ერთმანეთს ყველაფერს ვანდობთ,ერთად გაცილებით მეტ,სასიამოვნო დროსაც ვატარებთ და საკუთარ თავს ბოლომდე ვამჟღავნებთ,ერთმანეთთან აღარაფრის გვერიდება. დადებითი ემოციების მეტი რაღა შეგვრჩენია?

აი,სწორედ ეს არის მოგზაურობა. რას ჩუქნის ის ადამიანებს? ალბათ ამ კითხვაზე თქვენ უნდა მიპასუხოთ მაშინ,როცა მიზნად დაისახავთ იმავეს,რასაც მე. რადგან ჩემი აზრით, თითოეულმა ადამიანმა უნდა გაიმრავალფეროვნოს თავისი ცხოვრება,გახადოს მეტად უკეთესი,მოგზაურობა და ამის მსგავსი თავგადასავალები კი საუკეთესო მაგალითია.

          

მეგი მეგრელიშვილი