[English below] როდესაც გეკითხებიან – “ვინ ხარ შენ?” – რას პასუხობ? უმეტეს შემთხვევაში, შენ ახდენ საკუთარი თავის იდენტიფიცირებას იმიტომ, რომ ასე არის მიღებული. თუმცა პატარა საიდუმლოს გაგანდობ – შენი სახელი და გვარი; სქესი; წარმომავლობა; რელიგიური, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებები არ განსაზღვრავს შენს სრულყოფილ “მე-ს”.
მე გეტყვი ვინ ხარ შენ – შენ ხარ ნუმიზმატი და ფული, რომელსაც აგროვებ ცოდნა, რწმენა და მოგონებებია. სხვების მიერ მოცემული თუ ნაპოვნი მონეტების გარეშე შენ ხარ ორგანიზმი, რომელსაც მხოლოდ ქმნიან, აბარებენ მიწას და ამით ის შესანიშნავად ითვისებს უსულო საგნების არსს. მონეტების გარეშე შენი გონება ცარიელი ყულაბაა, რომელსაც დანიშნულება არ გააჩნია. სწორედ მათი საშუალებით ეკუთვნი ადამიანთა მოდგმას, შესაბამისად, ჯერ იაზრებ, ხოლო შემდეგ, რაც შეიძლება ხშირად, ივიწყებ შენს დროებითობას. შენ აგროვებ მონეტებს და რაც უფრო მრავალფეროვანია შენი კოლექცია, მით უფრო მდიდარი ხარ.
შენ ხარ ვაჭარი და ცდილობ მაქსიმალური მიიღო სამყაროსგან მინიმალური დანაკლისით. შენ ხარ ვაჭარი და შენი შეზღუდული დროის გაყიდვას ანდომებ უდიდეს ენერგიას. თუმცა ხანდახან ის იმაზე უფრო ძვირია, ვიდრე შემოთავაზებული ფასი და ტრანზაქცია მხოლოდ წამგებიანია. ხშირად, შენ გასცემ იმაზე მეტს, ვიდრე იღებ.
შენ დადიხარ და ხვდები უამრავ ადამიანს. შენ დადიხარ, და ხვდები საკუთარ თავს. ის რუტინული რუხი, რომელიც მთელი წელი თვალწინ გიდგას იცვლება ხასხასა მწვანეთი, თვალისმომჭრელი ყვითლით, სისხლისფერი წითლით… ხვდები ადამიანებს და ამჩნევ, რომ სამყაროს შესახებ ოდნავ უფრო მეტი იცი, ვიდრე იქამდე; ხვდები, რომ არსებობენ სხვები იმ ჭუვრის გარეთ, რომელსაც შენი საზოგადოება ქვია; არსებობენ სხვა ცივილიზაციებიც. შენ დადიხარ მთაში და დადიხარ ბარში, იკარგები ქალაქებსა და სოფლებში და ცხოვრების მოზაიკის გაბნეულ კენჭებს აგროვებ.
სახეები, რომლებსაც ვეღარასდროს შეხვდები და სახეები, რომლებიც კვლავ გამოჩნდებიან შენს ცხოვრებაში დროის რომელიღაც სარტყელში, უდიდეს გაკვირვებას იწვევენ შენში. ემოციები, რომლებიც უნივერსალური გეგონა და სახეები კი სტატიკური, აქამდე წარმოუდგენელი კომბინაციით არიან გამოფენილი და შენგან მხოლოდ დაკვირვებას მოითხოვენ. სხვების თვალები, რომლებიც ისტორიებს ასხივებენ; მზერა, რომელიც შენს მზერას შთანთქავს თავის უსასრულობაში; ღიმილი, რომელიც შენში გადმოიღვრება და სითბოთი გავსებს; გაყალიბებს შენ როგორც “შენ”.
შენ გიყვარს შენი ზურგჩანთა და ეს მხოლოდ შესანიშნავია. შენ ხარ მოხეტიალე და შენ მიერ გავლილი გზა და მოპოვებული გამოცდილება ღირდა იმად, რომ ახლა და აქ იყო და იმადაც, სადაც ხვალ იქნები. შენ ხარ მოხეტიალე და შენ მსოფლიოში მოგზაურობ.
When they ask you – “Who are you”? – What do you answer? Usually, you identify yourself because that’s what they expect from you. However, I’ll share a small secret with you – your name and surname; sex; nationality; religious, political or other affiliation doesn’t define your complete “me”.
I’ll tell you who you are – you are a numismatist and the money you’re collecting are knowledge, faith, and memories. Without the coins that you were given or the ones you found yourself you are just an organism, which was created and handed to the earth which has successfully acquired essence of soulless objects. Without coins, your mind is just an empty piggy bank which has no purpose. Exactly because of them, you belong to humankind and at first, you realize, then as much as possible, you try to forget your temporariness. You collect coins and the bigger variety you have, the richer you are.
You are a merchant and you try to get the most out of this world with the minimal loss. You are a merchant and you spend most of your energy to sell your limited time. Sometimes it costs much more than the offered price and the transaction is just unprofitable. In other words, you give more than you gain.
You walk around and you meet lots of people. You walk around and you meet yourself. The routine grey, which doesn’t leave your side whole year is changed to saturated green, yellow, red… You meet with many people and you notice that you know slightly more about the universe than you used to. You realize that there are people outside of our box, which is called your society; Other civilizations exist as well. You walk in the mountains and you walk in the plains, you get lost in cities and in villages and you collect the scattered pieces of the life mosaic.
Faces, probably you will never see and the faces that will pop up on your timeline astonish you the most. Emotions, you thought were universal and the faces – static, exhibit themselves with unimaginable combinations and the only thing they require from you is the observation. Eyes, which emanate stories, the gaze which devours you in its infinity, smile which is poured into you and fills you up with warmness makes you “you”.
You love your backpack and this is just amazing. You are a vagrant and the fact that you’re here and now and you’ll be there and tomorrow was worth every bit of the way you’ve covered and the experience you’ve gained. You are vagrant and you travel the world.
ფოტოები და ტექსტი ეკუთვნის ნოდარ კონცელიძეს. ყველა უფლება დაცულია
The images and the text belong to Nodar Kontselidze. All rights reserved.