​ჭიათურის საჰაერო საბაგირო გზები და დავით გარეჯი ევროპა ნოსტრას საფრთხეში მყოფი ძეგლების ფინალურ ნუსხაში

  • Home
  • მთავარი
  • ​ჭიათურის საჰაერო საბაგირო გზები და დავით გარეჯი ევროპა ნოსტრას საფრთხეში მყოფი ძეგლების ფინალურ ნუსხაში

ჭიათურის საჰაერო საბაგირო გზები და დავით გარეჯი ევროპა ნოსტრას „განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი 7 ძეგლის პროგრამის“ 12 ფინალისტს შორის მოხვდა.

„განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი 7 ძეგლის პროგრამა“ მიზნად ისახავს მოახდინოს ადგილობრივ, ეროვნულ და საერთაშორისო დონეებზე ძალთა მობილიზაცია, განსაკუთრებული მნიშვნელობის ძეგლებზე სარეაბილიტაციო ქმედებების დასაჩქარებლად.

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი, ისტორიული და კულტურული მნიშვნელობიდან და მის წინაშე არსებული საფრთხეებისა და გამოწვევების მასშტაბურობიდან გამომდინარე, შემდგომი შესწავლის, კონსერვაციისა და ეროვნული და საერთაშორისო პარტნიორების მოზიდვის მიზნით, 2017 წელს, ევროპა ნოსტრას პროგრამაში „განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი 7 ძეგლი”, ევროპა ნოსტრას საქართველოს წარმომადგენელმა – ხელოვნების საერთაშორისო ცენტრმა წარადგინა; ამავე პროგრამაში, ჭიათურის საჰაერო საბაგირო გზების ქსელი კი კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ იქნა წარდგენილი.

წყარო: კულტურის სამინისტრო

Tags: