ზაფხულის ერთ მშვენიერ დღეს, სკოლიდან დათხოვილმა, გადავწყვიტე უსაქმურობა გვერდით გადამედო და ჩემი ცხოვრების ძვირფასი დრო სასარგებლოდ გამომეყენებინა. ხან საყვარელი მუსიკის დაკვრა დავიწყე, ხან ვიდეოს გადაღება ვცადე, ხან კი პროექტის წერა, მაგრამ გულს ვერცერთ საქმეს ვერ ვუდებდი, შინაგანად ვგრძნობდი, რომ რაღაც სხვა უნდა გამეკეთებინა. გადავწყვიტე ჩემს მშვენიერი სოფლის ბუნება უფრო კარგად შემესწავლა და ის ლეგენდები, რომელიც დაღესტანი-ახალსოფლის დამაკავშირებელ გაზაზე დადიოდა,მეთვითონ მენახა. როგრც ვიცით კახეთში ბევრი მნიშვნელოვანი ადგილია მაგალითად ლაგოდეხის ნაკრძალი, ვაშლოვნის დაცული ტერიტორია და სხვა. თითოეული მათგანი ყველასთვის კარგად ცნობილი ადგილებია. ერთ დღეს ჩემი დიდი პაპის ძველი ბლოკნოტს შემთხვევით წავაწყდი და რათქმაუნდა კითხვას შევუდექი. ჩანაწერები ჰქონია გაკეთებული სადაც ჩვენი სოფლის იმ პერიოდისთვის მნიშვნელოვანი ადგილები დეტალურაად ჰქონდა გამოკვლეული, რათქმაუნდა ძალიან დავინტერესდი და ბლოკნოტის კითხვას მეორე დღეს მორჩენილი ვიყავი. ვნახე ბევრი ჩემთვის უცხო სურათი. გაოცებული ვიყავი, მაგრამ საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ კახეთში კერძოდ კი ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელი ახალსოფლის მიმდებარედ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ტერიტორიაა რომელიც ტურიზმს მიღმაა დარჩენილი, მხოლოდ მონადირეებისა და მწყემსების დასათვალიერებლადაა.
ბლოკნოტში ეწერა, რომ ჩემი სოფლის ტყის მიდამოებს ნამდვილად აქვს რეკრეაციული გამოყენების პერსპექტივა და გამოცდილება. ერთ-ერთი ასეთი საინტერესო ადგილია ,,ნაკალოვარის მთა’’. ის ერთობ თავისებური მთის ტიპია. მთა გარშემო ფოთლოვანი ტყითაა დაფარული, მთის წვერზე კი მოშიშვლებული ადგილია. აქ არც ხე ხარობს, არც ბუჩქი, მხოლოდ დაბალი ბალახია. ამასთან დაკავშირებით ყოფილა ასეთი თქმულება: შაჰ-აბასის ერთ-ერთი შემოსევისას, გავაზიდან(ისტორიული ახალსოფლიდან) მოტაცებული ბავშვების კალო მოულეწიათ ამ მთაზე და მას შემდეგ არცერთი მცენარე არ ხარობს. ამ ადგილს ამიტომ ეძახიან ნაკალოვარს.
თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი, თავისი ბუნებრივი რესურსებით არის ღოლოიანი. ის ზღვის დონიდან 1500 მერტზე მდებარეობს. ზაფხულში ტემპერატურა დღისით +25 °C -დან +35 °C -მდე მერყეობს, ღამით საკმაოდ ცივა. ჩემი სოფლის მოსახლეობა ღოლოიანს ბორჯომსაც კი ადარებს, რადგან ზუსტად ისეთი სამკურნალო თვისებები აქვს. ამ მთას ეს სახელი ღოლოს სიმრავლის, გამო შეარქვეს, თუმცა არც დეკაა ცოტა. განსაკუთრებით ლამაზია დეკის აყვავების პერიოდი, იქურობა „ველური ედემის“ ბაღს მოგაგონებთ, ღოლოიანის მიდამოებში ყოფნა, განსაკუთრებულად სასარგებლოა ბრონქებით დაავადებულთათვის,რადგან შერეული ტყეებია ერთმანენეთს ენაცვლება წიწვოვანი და ფართოფოთლოვანი ტყეები.. აქვე მოიპოვება საკვებად გამოყენებადი ტყის რესურსებიც ( შინდი, სოკო, მარწყვი, ზმარტლი, ჯონჯოლი, ღოლო,წაბლი და ა.შ ).
ღოლოიანმა 21ე საუკუნეში დაკარგა პოპულარობა აღარ მიდიოდნენ დამსვენებლები, თუმცა დღესდღეობით ისევ დაიწყო სოფლის მოსახლეობამ დასვენება და ლაშქრობა.
მე და ჩემმა მეგობრებმა(მათგან, ერთერთი ავარიელი ლეკია) გადავწყვიტეთ ძველი ტრადიცია აღვედგინა, ამიტომ ერთად 5 დღიანი ლაშქრობა მოვაწყეთ. თან პაპას ბლოკნოტი გავიყოლე და შიგ დახატულ რუკის დახმარებით გავიკვალეთ გზა.
ივლისის ახალ კვირაში უნდა წავსულიყავით, წინა დღისით კი ძალიან ვნერვიულობდი, ვფიქრობდი ვაიდა ვერ გაგვეძლო, ვერ გავერთოთ ან ბევრი მწერი იყოს და კიდევ უამრავი ცუდი ფიქრი მიპყრობდა, მთელი ღამე ვერ ვიძინებდი. მაგრამ როგორც იქნა გათენდა. შემზადებულები დილით ადრე ერთად შევიკრიბეთ და ღოლოიანის გზიკენ გავემართეთ. დიდი გზა იყო (11კმ) თავიდან მანქანით წავედით დაახლოებით 5 კმ. მაგრამ შემდეგ ცხენით გავაგრძელეთ გზა. ცხენზე ჯდომა მართლაც უჩვეულო იყო. იქ მისასვლელად გზაზე 5 უღელტეხილი გავიარეთ. ძალიან ლამაზი და განსხვავებული იყო ახალსოფლის უღელტეხილის გავლა, გამორჩეული სხვადასხვა მცენარეებით ცხოველებით და ფრინველებით. მთელი გზა ვერთობოდით .
იქ შუადღისკენ მივედით, მართალია გზამ ძალაინ დაგვღალა, მაგრამ რაც მთავარია ხალისი არ დაგვიკარგავს. მხიარულად დავიწყეთ ადგილის მოძებნა და გავშალეთ კარვები, დავბანაკდით,გავაკეთეთ ჩადუნების ფარდული და ბუნებაში სასიამოვნოდ დაღლილებმა სილამაზით დატკბობა გადავწყვიტეთ, თან ვფიქრობდი, რომ კიდევ კარგი ვიპოვნე ეს ბლოკნოტი და ასე მოხდა რომ მე ახლა აქ ვარ. მართლაც საოცრად ლამაზი იყო ღრუბლებში ვიყავით, თითქოს ცას ვკიდებდით ხელს. სუფთა ჰაერი, სუფთა გარემო და მეგობრებთან ერთად ყოფნა, ეს ხომ მართლაც ზღაპრულია. ვითამაშეთ ბევრი გავერთეთ დავანთეთ კოცონი და მარშემელოუები გავაკეთეთ, თან საღამოს გიტარის თანხლებით ,,სწრაფი ტაში”–ც კი გვქონდა. შევასრულეთ როგორც თანამედროვე ისე შედარებით ძველი სიმღერები. დღეები გადიოდა ისე თითქოს კარგი წიგნის წაკითხვისას ახალ ახალი ფურცლები იშლებოდა. მაგრამ წამოსვლის წინა დღისით ძალიან შევშინდით რადგან ჩვენი ერთ–ერთი მეგობარს გზა აებნა, ბევრი ვიარეთ შეშინებულებმა ასეთი გრძნობა თუ ოდესმე მექნებოდა არ მეგონა ბევრი ვიარეთ და ბოლოს დაღესტნის საზღვარსაც კი მივუახლოვდით, შეშინებულებმა ვკითხეთ იქ ხომ არ იყო სიფრიფანა, ქერა ჩაწნული თმებით, ბოტასებით, ჯინსის შარვლით და მწვანე საწვიმრით გოგონა დაახლოებით 14 წლის ასაკის. მესაზღვრეები ოთახში შევიდნენ და იკითხეს ჩვენი ლილე თურმე იქ ყოფილა, ძალიან გაგვიხარდა არ მეგონა ასეთი საოცარი გრძNობა თუ ოდესმე დამეუფლებოდა, ვეფერებოდით და ძალიან ბევრს ვკოცნიდით, ცოტა დამშვიდებულებს ლილე მოგვიყვა შიგნით რა სილამაზე ყოფილა, ვკითხეთ თუ შეიძლებოდა შიგნით შესვლა და დათვარიელება, დაგვთანხმდნენ. აგვიხსნენს თუ რა ჰქონდათ იქ რაშიც მესაზღვრეები დაგვეხმარნენ. იქ ყოფნის დროს თითოეული ჩვენთაგანი პიროვნულად ძალიან შევიცვალეთ. ვისწავლეთ გვერდში დგომა, ერთიანობა, მეგობრობა და სხვა.
საბოლოოდ კი შემიძლია ვთქვა რომ თითოეულ ჩვენგანს ძალიან გვიხარია რომ დასახული მიზანი შეძლებისდაგვარად შევასრულეთ, ჩვენი არაჩვეულებრივი ქვეყნის ერთერთი მნიშნელოვანი ტერიტორია ბუნების საჩუქარი „ღოლოიანი” მოვინახულეთ და ასეთ რეკრეაციულ ზონას ფინქცია დავუბრუნეთ.