რატომ არის საქართველო ნატურალური ღვინის წარმოების ცხელი წერტილი

  • Home
  • მთავარი
  • რატომ არის საქართველო ნატურალური ღვინის წარმოების ცხელი წერტილი

პოპულარული ბრიტანეული გამოცემა Guardian ქართული ღვინის შესახებ სტატიას აქვეყნებს.

შავი ზღისპირეთის ქვეყანაში, საქართველოში ღვინოს ათასეული წლებია ტრადიციული მეთოდით ამზადებენ და დღეს იგი მოწინავე პოზიციებს იკავებს. ასე იწყება სტატია სადაც ავტორი, დევიდ უილიამსი ქართული ღვინის შესახებ წერს.

სტატიაშ ვკითხულობთ, რომ საქართველო ქვევრის გარეშე წარმოუდგენელია, ის ყველგანაა. თბილისის ტურისტულ მაღაზიებში სუვენირების სახით, მაისურებსა და სხადასხვა ნივთებზე გამოსახული. მის გამოსახულებას შეხვდებით გზებზეც, ბილბორდებზე, ასევე პატარა კაფეებში, ბარებში, სასტუმროებში, ნამდვილ ქვევრის ნახვა კი ღვინის ტურებში შეგიძილიათ.

თუმცა ქვევრი იმაზე მეტია ვიდრე მასშტაბური ტურისტული მარკეტინგი. ეს არის ქვეყნის სიმბოლო, რომელიც მსოფლიოში ღვინის სამშობლოდ ითვლება. ეს არის ის, რითაც ქართველები ძალიან ამაყობენ. თბილისის სამხრეთით არქეოლოგების მიერ აღმოჩენილი იქნა ქვევრის ფრაგმენტები, რომელიც 8 ათასი წლით თარიღდება.

პარადოქსულია, მაგრამ ქვევრი წარსულის ტრადიციებზე დამყარებული თანამედროვე საქართველოს სიმბოლოცაა, ამბიბს ამერიკელი მხატვარი ჯონ ვარდემანი, რომელიც კახეთის რეგიონში მეღვინე გახდა.

დევიდ უილიამსის თქმით, საქართველოში ღვინის წარმოება დიდ როლს ტამაშბს ქვეყნის განვითარებაში და იგი სულ უფრო და უფრო იზრდება. ქართულ ღვინოს შეხვდებით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, პოპულარულ რესტორნებსა და ღვინის მაღაზიებში. 

სტატიის ბოლოს ავტორი ასევე ასახელებს 6 ქართულ საუკეთესო ღვინოს

Photograph: Katherine Anne Rose for the Observer

წყარო The Guardian

 

 

 

Tags: