ზაფხულის ცხელი დღეებია… რამოდენიმე მეგობარი ერთად შევიკრიბეთ და გადავწყვიტეთ პატარა გასეირნება სოფელ გორდში მოგვეწყო.პირველად მივდიოდი სოფელ გორდში არა როგორც დამსვენებელი,არამედ როგორც უბრალო დამთვალიერებელი..საჭირო ნივთები სასწრაფოდ შევაგროვე აპარატი და ჩემი დღიური ჩანთაში ჩავდე.ვიცოდი საოცრებათა სამყაროში მიწევდა წასვლა და მინდოდა თითოეული წვრილმანი აღმებეჭდა და დღიურის ფურცლებზე გადმომეტანა,რადგან გაგონილი მქონდა:,, თუ გსურთ მოხვდეთ სამოთხეში დედამიწაზე ჩანჩქერებისა და კანიონების საოცარ ველურ ბუნებაში დატკბეთ მთების ცქერით ან უბრალოდ მოწყდეთ ყოველდღიურ ერთფეროვნებას,მაშინ უნდა ეწვიოთ სოფელ გორდს’…მინდა აღვნიშნო, რომ მარშუტით მგზავრობისას მართლაც დამატყვევა ბუნების სილამაზემ. გზები ცოტა მიხვეულ-მოხვეული იყო,რომელსაც მთებისა და ხეების ,,ჯარი,, ამშვენებდა…მარშუტიდან თვალს არ ვაშორებდი ამ საოცარ ბუნებას, მზე აცხუნებდა და მეჩვენებოდა თითქოს ჩვენ დაგვვყვებოდა.. ზოგჯერ მეგონა ხეებს შორის უჩინარდებოდა.სოფელ გორდში ვნახე დადიანების საზაფხულო რეზიდენციის ნანგრევები… უზარმაზარი ეზო ასწლოვანი ხეებით,საიდანაც ვიწრო ბილიკით წინ საოცრება გადაიშალა ოკაცეს კანიონის სახით.ოკაცეს კანიონი მდებარეობს მდინარე ოკაცეს ხეობაში.მდინარის სიგრძე 14კილომეტრია,ხოლო კანიონის სიგრძე ზოგან 3-6მეტრი, ზოგან 15მეტრი.სიღრმე კი 20დან 100მეტრამდე მერყეობს. კანიონი ორ კილომეტრზეა გადაჭიმული.ის ჯერჯერობით შეუსწავლელია.კანიონს ამშვენებს რამდენიმე წყალუხვი ჩანჩქერი..მდინარე ოკაცეზე რამდენიმე ბუნებრივი ქვახიდია გადებული. ერთი მათგანია ,,ბოგა”.ბოგას ქვემოთ კანიონის სიღრმე მატულობს და 100 მეტრს აღწევს.ხეობის ნაპირები ტყის ბუჩქნარითაა დაფარული.სოფლიდან აღმოსავლეთისაკენ მიმავალი ბილიკი ხვეულად ეშვება მისი ფსკერისკენ. აქ არის საცალფეხო ბილიკი .საცალფეხო ბილიკზე გზას თითო-თითო ადამიანი მიუყვება,გზადაგზა გვხვდება კიბეები და ავდივართ კიდევ უფრო მაღლა.ბილიკის ბოლოს არის დაკიდებული ხიდი,სადაც შესაძლებელია ერთად შეგროვება, ფოტოების გადაღება და ხედით ტკბობა.ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი,რომ კანიონის ბოლოს უკან აღარ ვბრუნდებით იგივე გზით,კანიონის ბოლოს არის სპეციალური გამოსასვლელი,საიდანაც ვუბრუნდებით ისევ იმ ადგილს საიდანაც დავიწყეთ ექსკურსია.ასევე კანიონს გააჩნია მღვიმეები,საიდანაც გამოედინება კრისტალური წყლები.ამ საოცრებათა ხილვამ აღმაფრთოვანა. სიხარული და აღფრთოვანება ერთად ირეოდა…სოფელი სავსე იყო ტურისტებით..ზურგჩანთიან ევროპელთა სიმრავლემ გამაოცა.სიყვარული და სითბო იკვეთებოდა ადგილობრივ მცხოვრებსა და ტურისტებს შორის…ექსკურსია გრძელდება არანაკლებ შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე ჩანჩქერ წყალვარდნილის ხილვამ,რომელიც სოფელ კინჩხაში ასხის მთის ძირში მოჩქებს.ეს ისეთი სილამაზეა, რაც არ უნდა მოინდომო ვერ აღწერ განა მარტო სიმაღლით ფორმითაც…მერე წამით თვალები დავხუჭე, ფიქრებით ჩანჩქერის ქვეშ აღმოვჩნდი და ზღაპრულ სამყაროში მეგონა თავი…..აქაც მრავლად იყო ტურისტები. უამრავ სელფს იღებდნენ ჩანჩქერთან..მინდა აღვნიშნო ისიც, რომ აქ მრავლადაა საპიკნიკე ადგილები. ჩვენც პატარა პიკნიკი მოვაწყვეთ,ფირჩხები შევაგროვეთ, კოცონი დავანთეთ და მწვადის შეწვა დავიწყეთ..მერე კი პატარა სუფრაც გავაწყეთ. უცხოელ სტუმრებს სუფრასთან ვეპატიჟებოდით…ღვინით სასვსე სასმისს ვაწვდიდით და,, -დაგვილოცე სუფრა”.. ვეუბნებოდით ქართულად..ისინიც თითქოს ხვდებოდნენ და დამტვრეული ქართულით,,გაუმარჯოს საქართველოს”ამბობენ და ღვინოზე მიგვანიშნებენ სასიამოვნოაო, სახლისაა ვანიშნებთ ხელით ბოლოს ღიმილიანი სახით გვტოვებენ… მერე კი ჩვენს სუფრას ბელარუსიიდან ჩამოსული უცხოელი დამსვენებლები შემოურთდნენ,რადგან ქართული არ იცოდნენ ჩვენც მათ რუსულად გავესაუბრეთ. როგორც საუბრიდან გავარკვიეთ მათ უკვე დათვალიერებული ჰკონდათ საქართველოს სხვადასხვა მხარე.გაოცებული იყვნენ საქართველოს ბუნებით,ქართული სტუმართმოყვარეობით და ხოტბას ასხამდნენ პატარა წალკოტს,პატარა მარგალიტს, რომლის სილამაზეც ყველას აღტაცებაში მოჰყავს…მათთან საუბრიდან აღმოჩნდა ისიც, რომ ერთ-ერთ მათგანს ბებია ქართველი ჰყოლია და ამაყობდა ამით,თუმცა გული წყდებოდა, რომ ქართული არ იცოდა… ბოლოს ისიც დაამატეს, რომ მომავალ ზაფხულს ისევ აუცილებლად ესტუმრებოდნენ საქართველოს…სიხარულს ვერ ვფარავდი…ბინდდებოდა….ემოციებით დატვირთული ვბრუნდებოდი შინ…ვუცქერდი მთებს, მჩქეფარე ჩანჩქერებს, მთებს შორის ჩამოწოლილ ნისლს და გაოცებული დავრჩი ბუნების სიმშვენიერით მერე კი გული დამწყდა, რომ მხატვარი არ ვიყავი თუმცა დღიურის ფურცელი გადავშალე და ჩავწერე.,,საქართველოო ლამაზო,სხვა საქართველო სად არის”