მოგზაურობის წყურვილი

თეთრი, შეუცნობელი, გაუფერადებელი, უცნობი ხელები, მთრთოლვარეც და მიუწვდომელი… მეტად მისუსტებული სხეული, მაგრამ მებრძოლი სული. გინდა, არ გინდა, მაინც გიწევს ყოველგვარ სიუსტესთან და უძლურებასთან ბრძოლა… ყველაფერი უშედეგო, წარმოუდგენელი, მაგრამ მაინც იმედი, იმედი, რომ ყველაფერი კარგად იქნება, თუნდაც ისე, როგორც აქამდე იყო. იწვა და აღარ იყო, თან იყო და თან არ იყო, ან როგორ უნდა ყოფილიყო, როცა ის აღარ იყო, ვინც იყო… საავადმყოფოს საწოლი ამაზრზენია, თან სურს გაექცეს ამ ამაზრზენსა და საშინელ სიტუაციას და თან არ შეუძლია, რადგან მასში ჩაისმის ხმები, ექიმის ხმები:“იმედები გადაწურულია, ბატონო ლეო, თქვენ ვეღარ გაივლით, მხოლოდ სასწაულის იმედზე თუ ვიქნებით, აქ უკვე მედიცინა უძლურია“. „უძლური? როგორ შეიძლება ყველაფერი ესე დასრულდეს, როგორ შეიძლება მთელი ჩემი ცხოვრება მანქანას შეეწიროს, იმდენი რამ გადამხდენია, იმდენ რთულ სიტუაციაში ვყოფილვარ, მაგრამ ამდენი იმისთვის ვიწვალე და ვიბრძულე, ამდენი სულს თავისუფლება იმისთვის მივეცი, რომ მერე მანქანას დაერტყა? რომ ამით დამთავრებულიყო წყურვილი? ოი, სულს სწყურია ყველაფერი, ის, რაც ჩემი ცხოვრების ნაწილი იყო, ახლა კი წარსულად იქცა და მომავალი ვერასდროს გახდება… ოჰ, როგორი უძლურნი ვართ, არადა ფიქრის დროს სეირნობა როგორ მიყვარს, მე კი აქ ვწევარ, ამ თეთრ, უტყვ, ერთფეროვან, სულგამოცლილ, უხეშ კედლებს შორის და ვერაფერს ვხედავ, გარდა უიმედო იმედიანობისა“. ამ ფიქრში იყო, როდესაც მასთან ექთანი შევიდა, შეამოწმა, ნახა მისი გულის მუშაობა და კმაყოფილებით თავი დაუქნია, რომ ყველაფერი რიგზეა(„არადა არაფერია რიგზე“ფიქრობს) შემდე უახლოვდება და მიმართავს:

-ბატონო ლეო, თქვენთან სტუმარია, აი, ის ჟურნალისტი რამდენიმე დღის წინ რომ დაგიკავშირდათ.

-აჰა, კარგი_ამოიღვნეშა, თითქოს მთელი ტანჯვის, უიმედობისა და ვაების ამოხეთქვა სურსო_შემოვიდეს.

-კარგით გადავცემ.

ექთანი გადის. მის მაგივრად კი საშუალო სიმაღლის გოგონა ბრუნდება, კლასიკური თანსაცმელი აცვია, ოღონ შავები, ყველაფერი შავი, გარდა ყელსახვევისა, რომელიც იისფერია. ესალმება ლეოს, თან სკამს წევს მის საწოლთან ახლოს და ცდილობს საუბარი დაიწყოს, თან ეტყობა, რომ უხერხულობას გრძნობს:

-ბატონო ლეო, პირველ რიგში, დიდი მადლობა, რომ ინტერვიუსთვის დამთანხმდით, ვფიქრობ, ხალხს მოეწონება ეს ყველაფერი.

-ხალხს ? ხალხს არავინ ვიცით, რა მოეწონებათ და რა არა, არ მომეშვით და ამიტომ დაგთანხმდით, მეც ერთი ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, როგორც თქვენ, არაფერი განსაკუთრებული_ჩვეული ნაზი და თბილი ღიმილით ჩაუცინა, თითქოს სურდა სიტყვები ამ გამოხატულებით დაემტკიცებინა.

-ცდებით, თქვენ მეტად საინტერესო ხართ, ადამიანი, რომელსაც ყველაფერი შეეძლო, ყველგან წასვლა, მაგრამ ახლა არ შეგიძიათ, დიდ ემოციურ ბარიერზე მოგიწიათ გადასვლა.

-როგორი პირდაპირი ხართ, ეს ჟურნალისტების ჩვევაა, პირდაპირ თქვათ, როგორი მტკივნეულიც არ უნდა იყოს, ეს კარგიცაა და ცუდიც, კარგი იმიტომ, რომ სიმართლე ყოველთვის მისაღები და დასაფასებელია, ცუდი იმიტომ, რომ არ ვიცით, რა დროს უნდა ვთქვათ იგი.

-კარგით, შესაძლოა მართალი ხართ, მაპატიეთ, რომ ესე გითხარით პირდაპირ…

-არაუშავს, ვგონებ, ამას ვერ ავცდებოდით ამ ინტერვიუში.

-რა არის თქვენთვის მოგზაურობა ?

-მოგზაურობა? ნარკოტიკია.

-როგორ თუ ნარკოტიკი? ხუმრობთ?-სიცილით ეკითხება.

-არა, როგორც ნარკოტიკს იღებ და უფრო მეტის მიღება გინდა, სწორედ ესე გწყურია მოგზაურობა, რაც უფრო დიდად შეტოპავ, მით უფრო გინდება მოგზაურობა და შენი თვალთსაწიერის გაფართოება.

-დიდი ხანია, რაც მოგზაურობთ?

-დიახ, 25 წელია უკვე…

-25?

-დიახ, სწორედ ამდენი წელია. პირველ ხანებში მთელი საქართველო შემოვიარე, ისეთი წარმტაცი და დიადი იყო ყველაფერი, ვერ ვჩერდებოდი, მინდოდა, მეტი მენახა, მეტად შემეგრძნო ყველაფერი ეს. მახსოვს, 14 წლის ვიყავი, როდესაც მეგობართან ერთად თბილისის ქუჩებში ვსეირნობდი, მახსოვს, ნარიყალაზე ავედით და იქედან მთელი თბილისი ისეთი ლამაზი იყო, ფოტოაპარატს ვიღებდი, რომ ეს სილამაზე გადამეღო. მან კი შემაჩერა და მითხრა:“მოაშორე აქედან, შეხედე ამ ყველაფერს, ჯერ შეიგრძენი ეს სილამაზე, სული დაიმშვიდე, ეზიარე ამ ყველაფერს და მერე გადაიღე, როცა ზუსტად გეცოდინება, რას იღებ“. სწორედ ამ დროს, როდესაც ღრმად ჩავისუნთქე და მთელს არემარეს მოვავლე თვალი, მივხვდი, თუ როგორ სიმშვიდეს მგვრიდა ყველაფერი ეს, თუ რა საინტერესო იყო ეს ყველაფერი და მე ვიდექი იმ ციხეზე, რომელსაც უამრავი მტრის რისხვა აუტანია და ახლაც ჩვენთვის შემონახულა და შემოუნახავთ ეს ისტორია, რომ მეტი ვიცოდეთ, ამის მერე გადავწყვიტე, სრული ინფორმაცია მომეძიებინა ნარიყალაზე და მეამა, ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ ამოვედი ისევ იგივე ადგილას და კიდევ უფრო სხვაგვარად შევხედე ამ ყველაფერს, მე ვიდექი იქ, სადაც ჩვენი წინაპრების სისხლით იყო გაჟღენთილი მიწა. სწორედ ამ დღეს მომინდა, მთელი საქართველო შემომევლო. სკოლაში წაღებული ფულით არაფერს ვყიდულობდი, ვინახავდი, რომ ექსკურსიისთვის გამომეყენებინა. სანამ წავიდოდით, მანამდე ინფორმაციებს ვიძიებდი და ყველაფერი წინასწარ ვიცოდი, უფრო დიდი სიდიადითა და ინტერესდით ვათვალიერებდი ყველაფერს და წარმოვიდგენდი, როგორი მოქმედებები ხდებოდა, გამიმართლა, რომ ექსკურსიებს ხშირად ვმართავდით და ეს დამეხმარა, რომ ნახევარი საქართველო 18 წლისას მოვლილი მქონდა. შემდეგი ერთი წელი ვმუშაობდი და  ფულს ვაგროვებდი, რომ ყველაფერი დამესრულებინა, და აი, სამ წელიწადში მთელი საქართველო შემოვიარე და ბედნიერი ვიყავი, რომ ეს მშვენიერება ნანახი მქონდა, საბედნიეროდ ოჯახიც მეხმარებოდა, საკმაო თანხები მჭირდებოდა ამისთვის. მახსოვს დედასთან მივედი და ტიროდა, მივხვდი, რაშიც იყო საქმე, მივხვდი და საკუთარ თავზე ნერვები მომეშალა, რომ ამ ყველაფრის გამო, ამდენი წელი არ მახსოვდნენ ადამიანები, რომლებსაც ვუყვარდი და დარდობდნენ ჩემზე. უთქმელად მივხვდი დედას, რა სტკიოდა. ვთქვი, რომ ამდენ ხნიან მოგზაურობაში არ წავიდოდი, მხოლოდ შიგადაშიგ რამდენიმე დღითთქო. დედამ რომ დამინახა სახლში, ძალიან გაუკვირდა, მერე მუშაობა დავიწყე და სანამ სამსახურში წავიდოდი ჩემთან აცრემლებული თვალებით მოვიდა, აკანკალებული ხმით მკითხა:“შვილო, ისევ ფულს აგროვებ, რომ…“ და ხმა ჩაუწყდა, მახსოვს, როგორ ჩავიკარი გულში და ვუთხარი:“არა, დედი, როგორ დაგტოვებ ან როგორ გადარდებ, აქ ვრჩები თქვენთან“. ღიმილიანი სახით შემომხედა, თითქოს ისევ გამოანათა მის სახეზე მზემ და შუბლზე დამიწყო კოცნა… ორი თვე ვიმუშავე, ფულს კი ვინახავდი, მაგრამ მოგზაურობაზე უარს ვამბობდი და აღარც მიფიქრია, სანამ არ შევამჩნიე, რომ ნორმალურად არ მეძინა, რაღაც მაკლდა, მაგრამ არ ვიცოდი რა, შფოთი და არეულობა დამეტყო, დედამ ესეც შეამჩნია, დედის თვალს ხომ არაფერი გამოეპარება. მოვდა და მკითხა:“ლეო, ჩემო ბიჭო, გული რად აგრევია ეგრე, ვინმე შეგიყვარდა? ცოლად მოყვანა ხომ არავისი გინდა და ჩვენი გეხათრება?“ „არა, დედი, არავინ მიყვარს, თქვენ გარდა, ალბათ დაღლილობის ბრალია, სამსახური ძალიან მღლის, მაგრამ ყველაფერი ხომ გაივლის, ხომ გაივლის ეს დაღლილობაც, დედი“. „გაივლის, აბა რას იზამს, შვილო, ეგ დაღლილობა გაივლის, თორემ ცხოვრებისადმი დაღლილობა კი არასოდეს“. შუბლზე მაკოცა და წავიდა. მისი სიტყვები გულზე მომხვდა, ცხოვრებისადმი დაღლილობა რომ ყოფილიყო, რითი უნდა მეშველა თავისთვის ან რა უნდა მეღონა, ან სად უნდა გავქცეულიყავი? არაფერი ვიცოდი, ისევ წავედი და როგორც სხვებს სურდათ, ვმუშაობდი იქ, სადაც არ მინდოდა. როგორც სხვებს სურდათ ვიყავი იქ, სადაც არ მინდოდა, იმიტომ კი არა, რომ არ მიყვარდნენ, არამედ იმიტომ რომ სული თავისუფლებას მთხოვდა, მე კი თავისუფლებას მარტოობაში ვგრძნობი, მარტოობა კი მოგზაურობის დროს იყო და ამ დროს თან ვგრძნობდი და თან ვერ ვგრძნობდი, რომ მარტო აღარ ვიყავი, მოგზაურობა იყო ჩემი თანამგზავრი, თანამგზავრზე გამახსენდა, ცხოვრებისეული თანამგზავრი, სულის და გულის ნაწილი, აი, ის სიყვარულს რომ ეძახიან და რომ გაფორიაქებს… ამის გახსენებაზე, ვიფიქრე იქნებ ვინმე მომწონს და ვერ ვხვდებითქო, გონებაში გადავხედე გოგონებს, მაგრამ არც ერთი არ მომწონდა, მომწონდა კი არა, არც მაინტერესებდა. სევდიანობა უფრო დამეტყო, აღარავის ვესაუბრებოდი, მხოლოდ სამსახურში ვსაუბრობდი ძალდატანებით, რობოტივით, სხვა გზა არც მქონდა. დედა ამასაც ამჩნევდა, ერთ საღამოს ვერ დავიძინე და კორპუსის ეზოში ჩავედი, იქვე პარკში მჯდომარე ქალს ვხედავ, მივუახლოვდი და რას ვხედავ, დედაჩემია ტირის, ვერაფერი ვუთხარი, შეცბა რომ დამინახა, ადგა და მითხრა:“როგორც ჩანს მოგზაურობისთვის დაბადებულხარ, ვხედავ, რომ თავს გალიაში გრძნობ, მაგრამ ვერ მიფრინავ, რადგან არ გინდა, გული გვეტკინოს. მიმძიმს ეს, მაგრამ ვიცი, რომ სხვაგვარად არ შეგიძლია. ამას იმ დღეს მივხვდი, ნარიყალადან რომ ჩამოხვედი და შენ ისტორიის წიგნები გადმოალაგე, გაფაციცებით კითხულობდი, მალევე დაიბარე, ნარიყალაზე მივდივარო, მეთქიც ეს არაფერია ისე აინტერესებსთქო. მერე მთელი თბილისი შემოიარე, არც ერთ ექსკურსიას არ ტოვებდი, მერე შემეშინდა და ყაზბეგში წასვლაზე უარი გითხარი, ფული არა გვაქვსთქო გიყვირე, შენი ცრემლიანი თვალები მახსოვს, იმიტომ გიყვირე და ვიცრუე, რომ ამ დღის მეშინოდა, აი, ამ დღის… მერე შენ მითხარი, რომ გქონდა შეგროვებული ფული და მითხარი, რომ არ იდარდო დედი, მე მაინც წავალო. წახვედი და თან წაიღე ყველაფერი, ვიცოდი ესე, რომ არ გაჩერდებოდი და ყველაფერი შეომიარე. ახლა სულ ფორიაქობ, ადგილს ვერ პოულობ, ამას ვხედავ და ორმაგად ვკვდები, პირველი იმიტომ, რომ წასვლა გინდა, მეორე იმიტომ, რომ წაუსვლელობაც დაგაუძლურებს. ხომაა ადამინები სხვადასხვა საქმეში და მოწოდებაში რომ პოულობენ სულს, მიზანმიმართულებასა და სწრაფვას მწვერვალისკენ, შენც იპოვე ეს დიდი ხნის წინათ, შენ სულის თავისუფლება, სიყვარული და სიმშვიდე მოგზაურობაში პოვე… აქ როგორ დაგტოვო, როცა ვიცი, რომ სული გეხუთება და გკლავს ესე ტყუილად ჯდომა. ჩვენზე ნუ იდარდებ, ჩვენ ბედნიერები ვიქნებით, როცა მეცოდინება, რომ ბედნიერი ხარ, ჩემო ბიჭო, ვიცი, რომ სიცოცხლის ბოლომდე მოგზაურობის წყურვილი და ტრფიალი გექნება, ამ საქმე ვერ მოეშვები და თუ მოეშვი, შენი სულიც მოგზაურობასთან ერთად მოკვდება, მე კი არ მინდა შენი სულის სიკვდილი ვნახო… წადი, შვილო, წადი, ესე რა გამაჩერებს, როცა შენს განძარცვას ვუყურებ და მეც ვიტანჯები, წადი და ეძიე ის, რაც სულს გიმშვიდებს, ნუ დაყოვნდები, საქართველო კი მოიარე, მაგრამ მთელი მსოფლიო გელის, შენი ლამაზი ტერფები ყველა მიწაზე უნდა დადგეს, ყველა მიწის სითბო, სინესტე და აალება უნდა შეიგრძნოს, შენ აქ დიდხანს ვერ იცოცხლებ, დარდი მოგკლავს შვილო და შენი დარდი მეც მომკლავს, ბოლოს მომიღებს და ვინანებ, რომ არ დაგაცადე ცხოვრება, მე ხომ ვიცხოვრე და ვცხოვრობ ჩემი ცხოვრებით, შეძლებისდაგვარად ისე, როგორც მსურს. მაშ, რა უფლება მაქვს, რამე დაგიშალოს, როცა ვიცი, რომ ამ რამის გარეშე არ შეგიძლია…’’ ავტირდით, გულში ჩამიკრა, შუბლზე მაკოცა და წავიდა, აღარაფერი უთქვამს, ან რა უნდა ეთქვა ამაზე მეტი.იმავე ადგილზე დავჯექი და თავი ფიქრს მივეცი ამ ღამეულ წყვიადში, ესე დიდხანს გავყურებდი წყვდიად და არაფერი ჩანდა გარდა ერთი მბჟუტავი სინათლისა, რომელიც იმედის ნაპერწკლად წარმომესახა და მივხვდი, რომ ჩემი დარდის მიზეზი უმოძრაობა იყო, ჩემი სიცოცხლის წყარო მხოლოდ მოგზაურობა იყო… მთელი ღამე არ მიძინია… დილით რომ ავდექი, დედა სამზარეულოში ფუსფუსებდა, რომ დამინახა ჩემსკენ წამოვიდა და შუბლზე მაკოცა, მის სახეზე არც ნაღველი იყო და არც ცრემლები, მხოლოდ ღიმილი, მაგრამ თვალები, თვალებიი? რაღაცას მალავდნენ და თან ვერ მალავდნენ, დედის სიცილი კი ყველაფერს მავიწყებდა, ვგრძნობდი, რომ ყველაფერი ისე არ იყო, მაგრამ იმასაც ვხვდებოდი, დედა ბედნიერიათქო. მე წავედი… დავტოვე ყველაფერი და სამარაჟამოდ გადავვარდი მოგზაურობის სიდიადესა და მიზიდულობაში… წინ უამრავი დრო და მაშვენება მქონდა, როგორც აქამდე ჯერ ისტორიას ვეცნობოდი, მერე კი ვნახულობდი, საკმაოდ ბევრ ქვექანაში ვიყავი, მოწმონდა ეს ყველაფერი, ყოველ ახალ ადგილზე მისვლისას გული მიჩქარდებოდა, პატარა ბავშვივით ვიდექ, ისევ ღრმად ჩავისუნთქავდი და ვუცქერდი იმ ყველაფერს… ეს ენით აღუწერელი გრძნობა იყო, გარდამავალი წუთები სიმსუბუქესა და სისადავეში, რა ხელს შეეძლო ამ ყველაფრის შემნათქო, ვფიქრობდი, უკვე ამდენი ქვეყნისა და ადგილის ნახვის შემდეგ მივცვდი, რომ მხოლოდ ერთეული ვიღაცისთვის ცნობილი ადგილი ან სამშობლო კი არაა მხოლოდ უზენაისი და დიადი, არამედ უცნობი და თითქოს მიუვალი ადგილები, რაღა თქმა უნდა მთელი მსოფლიო საოცრება იყო, არა არ არსებობს მსოფლიოს შვიდი საოცრება, ყველა ადგილი, რაც გვინახავს, სადაც ვყოფილვართ და ან გავზრდილვართ, დიახ, ყველაფერი საოცრებაა… სამშობლოს მოგზაურულმა ჟინმა მასწავლა, რომ მეტი უნდა მენახა, ისე უნდა შემეგრძნო გარშემო ყველაფერი, როგორც სისხლძარღვები სისხლს შეიგრძნობს და ანაზდად მიედინება მასში, სწორედ ესე მიედინებოდა ჩემში მოგზაურობის წყურვილი… დიახ, უკვე 22 წელი იყო გასული და ვერ ვჩერდებოდი, მეტი მინდოდა, გიჟს ვგავდი, ოჯახი ფულს მიგზავნიდა, დედა არასდროს დამლაპარაკებია წამოსვლის შემდეგ, სულ მამა მესაუბრებოდა და მეუბნებოდა, რომ დედას უჭირს, შენს ხმას რომ გაიგონებს, ინერვიულებსო და გაუგეო… მეც გავუგე, ვიცოდი, როგორ იტანჯებოდა. ბოლოს ამ დენი წლის მერე გადავწყვიტე სიურპრიზი გამეკეთებინა მათთვის, ყველასთვის, განსაკუთრებით დედისთვის, ათასნაირად წარმოვიდგინე ჩვენი შეხვედრა „ როგორ მიღებს კარს, როგორ ტირის ბედნიერებისგან, როგორ მიკრავს გულში და შუბლზე მკოცნის. მეც ვეუბნები, რომ აღარ წავალ ამდენი ხნით, მხოლოდ შიგადაშიგ წავალთ, თანაც ყველანი ერთად. ვიცი, რომ ეს გააბედნიერებს და გაახარებს, ვეტყვი, რომ ამდენი ხნით აღარ დავტოვებ“. აი, გულმა ძგერა დამიწყო, თბილისის აეროპორტში ვარ, სხვანაირი ჰაერია, სხვანაირად ვსუნთქავ, სხვანაირად მღერის გული და სული, მუხლები მეკვეცება და ვხდები არათუ დედა, არამე სამშობლოც მომნატრებია, სწრაფად ვიჭერ ტაქსს და საჩუქრების ჩემოდან უკან ვდებ ფრთხილად, დედასთვის თვთისმშობელის ქანდაკება მომაქვს, ვიცი, რომ ესეც გაახარებს, მერე ვცდილობ ასაკი დავითვალო და აი, 46 წლის ვარ, მე კი ისევ პატარა ბიჭივით მიხარია, მშობლებისა და ოჯახის ნახვა, თითქოს ბებიადან და ბაბუადან ვბრუნდებოდე, როგორც ბავშვობაში იყოს და როგორც იმ დროს, ახლაც ვეუბნებოდე, რომ ორი კვირით აღარ დავრჩები მათთან, რადგან ეს დიდი დროა, ორი კვირა მთელი ცხოვრება მეჩვენებოდა, განა 23 წელი აღარაა მთელი ცხოვრება? ხელებზე პირველად დავიხედე ასე, ხელები შემცვლოდა, სხვა ფერის იყო, სხვანაირი იყო, მერე სარკეში ჩავიხედე და შემეშინდა, ვაი თუ დედამ ვერ მიცნოსთქო და ავტირდი პატარა ბავშვივით… ტაქსის მძღოლმა სალფეთქი მომაწოდა და მითხრა:“ყველაფერი გაივლის, ასე აღარაფერი იქნება, ნუ დარდობ, გაივლის, ეგეც გაივლის“. და გამახსენდა დედის სიტყვები, რომ ყველაფერი გაივლიდა, უფრო მომინდა მენახა, სულ მალე და აი, მან იმ პარკში გააჩერა ჩვენი კორპუსის წინ. გამახსენდა ის ღამე, წყვდიადით მოცული, მაგრამ იმედის ნაპერწკლით, დედა გამახსენდა, ჩუმად, რომ წავიდა, იმ დღის შემდეგ ხომ არ გველაპარაკა, ისე მომინდა მასთან საუბარი, ისე მომინდა ყველაფრის მოყოლა. კიბეები სწრაფად ავირბინე და ზარს დავაჭირე. კარი მამამ გააღო, ჯერ გაოცებული იყო, თვალები აუცრემლიანდა და თან გაეღიმა. ჩემი თვალები კი დედას ეძებდა, მხოლოდ ჩემი ძმა დავინახე, მერე ბავშვები, რომლებიც სიცილით მიყურებდნენ ჯერ მე მერე ჩემოდანს და პირიქით. თვალებით ვეკითხებოდი, სადაა დედათქო. მან კი თავი გააქნია და ჩაიმუხლა… ყველაფერი თავში დამიტრიალდა, კიბის სახელურს დავეყრდენი, ვერ გავიაზრე, დამაგვიანდა, ძალიან დამაგვიანდა, ვერ ვიჯერებდი,  კიბეები სწრაფად ჩავირბინე და გავიქეცი, არ ვიცოდი, სად გავრბოდი… ბოლოს ის მახსოვს, რომ მანქანამ დამარტყა და გავითიშე, მერე აქ გავიღვიძე ამ თეთრ და უტყვ, უადამიანო და უსიცოცხლო კედლებს შორსი, ექიმაა, რომ მითხრა ვერ გავლის ამბავი, არაფერი მიგვრძნია, მე მხოლოდ დედა მტკიოდა, ისე უკიდეგანოდ მტკიოდა, მძულდა საკუთარი თავი, ისე ჩამითრია ამან, რომ ოჯახი დავკარგე, დედა დავკარგე, არადა ვიცოდი იმ დილით მისი თვალების უკან დიდი სევდა იმალებოდა, ამას მიმალავდა და ამდენი წელი ამ სევდის მეპატრონის სიკვდილსაც მიმალავდნენ…. მამა ყოველდღე მოდის გულში ის მიკრავს, მაგრამ დედას ვერასდროს ვერავინ შეცვლის, დედის ადგილს სხვა ვერ დაიკავებს, მაშინ კი დაიკავა, დიახ, მიგზაურობის საშინელმა წყურვილმა დაიკავა მისი ადგილი და გული მწყდება, რომ ვერ ჩამოვუსწარი… მერე რამდენიმე დღეში მამამ წერილი მომიტანა, მხოლოდ ეს მითხრა, შენთვისააო და ატირდა, წავიდა. მამა ცრემლიანი არასდროს მინახავს, ახლა კი ისიც პატარა ბავშვივით ტიროდა, ჩვენ ყველა პატარა ბავშვებივით ვიყავით, დანაშაულს ვერ ვგრძნობდით და ძალიან გვიან ვხვდებოდით, ისე გვიან რომ „სჯობს გვიან ვიდრე არასდროს“ აღარასდროს გაამართლებდა. ახლა ვფიქრობ, მამა როგორ საშინლად გადაიტანდა მის სიკვდილს, გადაიტანდათქო კი ვამბობ, მაგრამ იმასაც ვხედავ, რომ არც მისი სიკვდილი გადაუტანია და არც ჩემი უგულობა… დიახ, ავიღე კონვერტი, დიდხანს ვუყურებდი, ხელი მიკანკალებდა, ვერ წავიკითხე, ვერ გავხსენი… მე შემეშინდა… შემეშინდა, რომ კიდევ მეტკინებოდა ისედაც ფართოდ გახსნილი ჭრილობა… და აი, კიდევ ორი დღე და გავბედე წაკითხვა, დედა მწერდა გულმტკივნეული და იმედიანი:“ჩემო ძვირფასო ლეო, ვინ იცის, სად ხარ, ან რას აკეთებ, ან ხომ არ გშია ან ხომ არ გწყურია… ალბათ ბედნიერი ხარ, ეს მაიმედებს და მაცოცხლებს კიდევ, რომ შენ ბედნიერი ხარ და შენს სამყაროში შენც ოცნებებში ცხოვრობ. ძვირფასო შვილო, პირველო სიხარულო, ჩემზე არ იდარდო, მე შენთან ვარ ყოველთვის, შენ თვალები დახუჭე და შემიგრძენი ისე, როგორც ამას მოგზაურობის ჟამს აკეთებდი, მე შენს მოგზაურობაში ვცოცხლობ. შეიძლება უშენოდ მიჭირს, მაგრამ არ ვნანობ, რომ ფრთების ბოლომდე გაშლის საშვალება მოგეცი. ეს შენი არჩევანი, შენი ცხოვრება იყო, ჩემ გამო არ იდარდო, უკვე 20 წელია გელოდები, იმიტომ კი არა რომ შინ დარჩენა გთხოვო, მხოლოდ იმიტომ რომ გულში ჩაგიკრა, როგორც აქამდე, ყოველდღე კარს ვუყურებ, რომ შენ მოხვალ, მაგრამ არ ჩანხარ, უშენოდ ცარიელი ვარ, შენი ძმა დაოჯახდა და არ მეშინია მისი, ვიცი, ყველაფერს ოჯახთან ერთად გაუძლებს, მაგრამ შენი მარტო ფოტნა მაფიქრებს, ან რას ფიქრობ ან რას განიცდი, ან ხომ არ გიჭირს? მამაშენი რომ გესაუბრება, კი ამბობ კარგად ვარო, მაგრამ შენი ხმა ხანდახან ისეთი სევდიანი მეჩვენებოდა, რომ ღამეები არ მეძნა, ჩვენს პარკში ჩავდიოდი და მეგონა, რომ იქვე იყავი. კარგია, შვილო, მოგზაურობა, მაგრამ ოჯახი რად დაივიწყე? ვიცი, მე გაგიშვი, იმიტომ რომ არ მინდოდა, რაიმე დამეშალა შენთვის. განა მოგზაურობა ცუდია? არა, ჩემო ბიჭო, ეს ნამდვილად კარგია, ისეთი კარგი, რომ სულს ააფორიაქებს, სულს შეძრავს, სისხლს აგიდუღებს და აგაძგერებს, მაგრამ ეს იმას როდი ნიშნავს, რომ ამდენი ხნით უნდა წახვიდე, მაგრამ რა ვქნა, ვერც დარდითა და სევდიანი სიტყვებით ვერაფერს გეტყვი, არაფერი აღარ შეიცვლება, მხოლოდ გულს გატკენ. თუკი შენ ამ მოგზაურობაში ბედნიერი იქნები ბოლომდე და გეცოდინება, რომ ეს შენი ცხოვრებაა, რომ ამისთვის დაიბადე, მაშინ ერთს გეტყვი, მხოლოდ ერთს და მოვრჩები ამით, არასდროს მიატოვო მოგზაურობა, მოიარე მთელი მსოფლიო და ყოველ ადგილზე დამინახავ, მე შენთანა ვარ მტელი გულითა და სულით, არასდროს შეუშინდე დაბრკოლებებს, შეუძლებელი არაფერია, მითუმეტეს შენისთანა დაუოკებელი სულის მეპატრონისთვის… მაინც მეიმედები, რომ ერთ დღეს დაბრუნდები,ჩემთვის კი არა, მამასთვის, ძმისთვის, ისინიც დარდობენ, განა არ დარდობენ?! იმოგზაურე, სხვებსაც ასწავლე მოგზაურობის სიყვარული და ინტერესი გაუღვივე, მაგრამ ისიც ასწავლე რომ დიდი ხნით ოჯახი არ დატოვონ, შიგადაშიგ წავიდნენ სამოგზაუროდ, თუნდაც საყვარელ ადამიანებთან ერთად, რადგან ბედნიერებაა, როდესაც მოგზაურობაში განცდილ სიდიადეს გვერდით მყოფ ადამიანებს უზიარებ და კიდევ უფრო ასმაგად ბედნიერი ხარ. ასწავლე, რომ არ დაივიწყონ, საიდან მოდიან, რომ ყოველთვის დაბრუნდნენ, უფრო ხშირად, ვიდრე შენ ბრუნდებოდი… ეს დღეები ცუდად ვარ, მამაშენს ვთხოვე, ჩემზე არაფერი გითხრას, სანამ თავად არ დაბრუნდები. ვიცი, ბევრი გაქვს მოსაყოლი, მაგრამ იცოდე, რომ მშვიდად წავალ, რადგან ვიცი, რომ შენ ბედნიერი ხარ… ნუღარ იდარდებ, წინ იარე, უკან ნუ დაიხევ, უკან სიარული მოგზაურთა ხვედრი არაა, მოგზაურობის მოყვარულები ყოველთვის განსხვავდებიან და ყველაფერს სხვაგვარად უყურებენ, ისინი მოგზაურობაში იბნევიან, მიუხედავად იმისა რომ ვერ გხედაქვ, გეუბნები, რომ სწორი არჩევანი გააკეთე, შვილო, შენ შენ იყავი და არა ის ვინც ჩვენ გვინდოდა ყოფილიყავი… ერთი შეცდომა ის იყო მხოლოდ, რომ ვერ მომისწარი და იმედია, მამაშენს ჩამოუსწრებ, ყოველდღე ცუდად და ცუდად ვარ, ვაფრთხილებ, რომ უნდა დაგელოდოს, რომ მხარში დაგიდგეს… ნუ გეშინია, ყველაფერი გაივლის, ესეც გაივლის და შენ ისევ შენ იქნები, ყოველთვის ხომ შენ შენ უნდა იყო და არა სხვა… არ დაგავიწყდეს, ესეც გაივლის!“

ისევ მომინდა გავქცეულიყავი, მაგრამ უძლური აღმოვჩნდი, არაფერს ვნანობ გარდა ერთი რამისა, რომ მეც უნდა გამეცნო ვინმე და დედას ტავის კალთაში უნდა ჩაგორებოდა ჩემი შვილები, ამავდროულად მოგზაურობაც მომიხერხდებოდა, მაგრამ მეგონა დიდი დრო მქონდა და ამ ყველაფერში იმდენი ხანი გავიდა, რომ კარგად ვერ გავთვალე, განა არ შემეძლო, ორ კვირიანი ანდა წლიანი მოგზაურობები და არა 23 წლიანი? ვერაფერს შევცვლი, მაგრამ ერთ რამეს მივხვდი, მე ისევ მე ვიქნები, რაც დავიწყე და რითიც დავიწყე, იმითვე დავასრულებ ცხოვრებას, მაგრამ მარტო აღარ, ოჯახთან ერთად წავალ, რადგან მართლაც, დედაჩემის თქმისა არ იყოს, შეუძლებელი არაფერია და არ არსებობს რაიმე შეზღუდული, მთავარია, რამდენად მოვინდომებთ და ვიქნებით უკეთესნი, მე ახლა იქ ვარ, სადაც აქამდე უნდა ვყოფილიყავი, ახლა ვეცდები, რომ გამოვასწორო წარსულის ერთი შეცდომა, რომ ჩემები ხშირად ვერ ვნახე, ხშირად კი არა 23 წელი… მოგზაურობა, ეს ჩემი სულის ნაწილია და ამას ბორბელებიანი სავ არძლით კიდევ უფრო შევძლებთ, რადგან როგორც იტყვიან, რაც გვსურს, იმის მიღწევაში მთელი მსოფლიო გვეხმარება, მთელი მსოფლიო კი ჩემი ოჯახია, მე მათთან ერთად ვიმოგზაურებ, როდემდეც შევძლებთ და თანხებე როგორც გვეყოფა…

ლეო გაჩუმდა, ცრემლები მის სახეს ფარავდნენ და იღიმოდა, ის ბედნიერი იყო, რომ მიხვდა, რომ ოჯახის გარეშე შეუძლებელია ყველაფერი, უბრალო უნდა გრძნობდე მათ მხარში დგომას და ჟურნალისტიც ცრემლიანი თვალებით შეცქეროდა, მადლიერების თვალით უყურებდა და ამბობდა :

-ჯანდაბა, ბატონო, ლეო, მოგზაურობა მართლაც ნარკოტიკივით ყოფილა. ოჯახი ხშირად რომ გენახათ, არაფერი პრობლემა არ იყო სხვა. წარსულს ვერ დავაბრუნებთ, აი, მომავლის შეცვლა კი ნამდვილად შეგვიძლია.

-სრულიად ჭეშმარიტებას ღაღადებთ, მომავალი წარსულს მხოლოდ მოგზაურობით დაემსგავსება, რადგან ჩემი ცხოვრების თანამგზავრია, მაგრამ ოჯახიც გვერდით მყავს ახლაც და მეყოლება_ღიმილიანი სახით წარმოთქვა ეს სიტყვები და ჟურნალისტს გამოემშვიდობა.

 

უტყვიმ უფერული, უსახო ოთახის კედლები, ილევ ნათელი, ჭეშმარიტი, დიადი, სანუკვარი ბუნებითა და ნაგებობებით შეიცვალა, რომელიც უფრო ნათელი იყო, ვიდრე აქამდე… ნარიყალას იდუმალსა და ისტორიულ ციხეს, ორბორბლა ეტლით მიუყვებოდა მწყურვალი, სიცოცხლით ანუ მოგზაურობით მწყურვალი კაცი, რომელსაც უკან სიცილითა და კისკისით მოყვებოდნენ ნათელი გონების ბავშვები… დიახ, ყველაფერი გაივლის, ესეც გაივლის…

მერი ზაქაშვილი